ჩაკ პალანიკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
Wikitext-ka.svg ამ სტატიას ან სექციას ვიკიფიცირება სჭირდება ქართული ვიკიპედიის ხარისხის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად.

იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, თუ რა არის ვიკიფიცირება, იხ. დახმარების გვერდი.
სასურველია ამის შესახებ აცნობოთ იმ მომხმარებლებსაც, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სტატიის შექმნაში. გამოიყენეთ: {{subst:ვიკიფიცირება/info|ჩაკ პალანიკი}}

ჩაკ პალანიკი
Chuck Palahniuk (21955).jpg
დაბადების თარიღი 21 თებერვალი, 1962(1962-02-21)[1] [2] [3] [4] [5] [3] [6] [7] [8] (59 წლის)
დაბადების ადგილი პესკო
საქმიანობა მწერალი[9] , რომანისტი, ჟურნალისტი, ესეისტი, სცენარისტი და სამეცნიერო ფანტასტი მწერალი
ენა ინგლისური ენა[10]
მოქალაქეობა Flag of the United States.svg აშშ
ალმა-მატერი ორეგონის უნივერსიტეტი
ჟანრი გამოგონილი ისტორია, მხატვრული ლიტერატურა, საშინელებათა ლიტერატურა და სატირა
Magnum opus მებრძოლთა კლუბი, Choke, რენტი, წყეული და Survivor
ხელმოწერა ChuckPalahniukSig.png
საიტი chuckpalahniuk.net

ჩარლზ მაიკლ „ჩაკ“ პალანიკი (ინგლ. Chuck Palahniuk; დ. 21 თებერვალი, 1962, პასკო, ვაშინგტონი) — უკრაინული წარმოშობის ამერიკელი რომანისტი და ჟურნალისტი. ცნობილია სადებიუტო რომანით „მებრძოლთა კლუბი“, რომლის მიხედვით 1999 წელს დევიდ ფინჩერმა ამავე სახელწოდების ფილმი გადაიღო.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პალანიკი დაიბადა პასკოში (ვაშინგტონი). მისი მშობლები არიან კეროლ და ფრედ პალანიკები, რომლებიც შემდგომში განქორწინდნენ. ჩაკი გაიზარდა ბურბანკში (ვაშინგტონი), მას და მის და-ძმებს ხშირად უწევდათ ბებასთან და ბაბუასთან ცხოვრებაც მშობლების გაყრის გამო.

1986 წელს პალანიკმა დაამთავრა ორეგონის უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი. კოლეჯში სწავლის პარალელურად ის მუშაობდა KLCC რადიოსადგურში ინტერნად. მალე ის საცხოვრებლად გადავიდა პორტლენდში, სადაც ადგილობრივი გაზეთისთვის წერდა, მუშაობდა მტვირთავადაც. იქ მუშაობის პერიოდში, წერდა სახელმძღვანელოებს მანქანის გამართვის შესახებ და დროის სიმცირის გამო ხელი აიღო ჟურნალისტობაზე (ამ პროფესიას მაშინაც არ მიბრუნებია, როდესაც წარმატებული ნოველისტი გახდა). პალანიკი ასევე ჩართული იყო სხვადასხვა პროექტებში, როგორც მოხალისე.

პალანიკი ახალგაზრდობაში ასევე გაწევრიანდა მეაბმოხე, კაკაფონისტურ საზოგადოებაში და სისტემატურად ესწრება მათ ღონისძიებებს, მათ შორის ცნობილ "Santa Rampage"-ს. ფლეშ მობებში მონაწილეობით მიღებული გამოცდილება შემდგომში მის ნოველებზეც აისახა, მათ შორის „მებრძოლთა კლუბზეც".

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პალანიკმა წერა უკვე ოცდაათ წელს გადაცილებულმა დაიწყო. ის ტომ სპანბაუერის საღამოებს ესწრებოდა, რათა გაეცნო ახალი მეგობრები. სწორედ სპანბაუერის გავლენას მიაწერენ პალანიკის მინიმალისტურ სტილს.

პალანიკის პირველი წიგნი „უძილობა" არასდროს გამოქვეყნებულა ავტორის სურვილის გამო (შემდგომში „უძილობის“ ნაწილი პალანიკმა გამოიყენა „მებრძოლთა კლუბში"). როდესაც პალანიკი შეეცადა გამოექვეყნებინა მეორე ნოველა "უხილავი მონსტრები", გამომცემლებმა მას უარი უთხრეს ნოველის ზედემტად პროვოკაციული შინაარსის გამო. მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყო პალანიკმა მუშაობა მის გახმაურებულ რომანზე „მებრძოლთა კლუბზე". მას უნდოდა გამოცმემლების მეტად პროვოცირება, პირველი ნოველის დაწუნებისთვის.

პალანიკი ეძებდა ლიტერატურულ აგენტებს, მაგრამ წარუმატებლად „მებრძოლთა კლუბის“ მიერ მოტანილ პოპულარობამდე. პალანიკის პოპულარობა სწორედ ამ ნოველას ეკუთვნის, უფრო სწორად ფილმს ნოველაზე. ნოველის წარმატებაში და მის ფილმად გადაქცევაში დიდი როლი ითამაშა ედუარ ჰიბერტმა. 1999 წელს, ნოველის გამოცემიდან სამი წლის შემდეგ, გამოვიდა ფილმი „მებრძოლთა კლუბი“ დავიდ ფინჩერის რეჟისურით. მიუხედავად იმისა რომ ფილმი გამოსვლის პირველ კვირში ამერიკის ყველაზე შემოსავლიან ფილმად ითვლებოდა, მაგრამ საბოლოოდ მან საკმარისი მოგება ვერ მოიტანა, თუმცა როდესაც ის დი-ვი-დი გაქირავებაში ჩაუშვეს მან მაინც შეძლო იმედების გამართლება. ფილმიც და ნოველაც დიდი პოპულარობით სარგებლობდა, პალანიკი კი ამიერკაში საკულტო ფიგურად იქცა. ნოველა სამჯერ გამოვიდა თავიდან 1999, 2004 და 2005 წლებში.

ფილმის წარმატების შემდეგ პალანიკმა იმავე წელს გამოუშვა ორი წიგნი "გადარჩენილი" და ოთხი წლის წინ დაწუნებული „უხილავი მონსტრები“. ორ წელიწადში კი პალანიკმა გამოსცა პირველი ბესტსელერი ნიუ-იორკ ტაიმზის რეიტინგებით „ხრჩობა“. იგივე წარმატებას პალანიკის შემდგომ გამოცემული წიგნები ხშირად აღწევდნენ, რის შემდეგაც პალანიკმა დაიწყო ტურნეები წიგნების პრეზენტირებისთვის, სადაც ის კითხულობდა თავის ნოველებს. 1999 წელი რამდენადაც წარმატებული იყო პალანიკის კარიერისთვის, იმდენად საშინელი იყო მისი პირადი ცხოვრებითვის. ამ დროს მამამისმა, ფრედ პალანიკმა, საგაზეთო რეკლამის საშუალებით გაიცნო დონა ფონტაინი. დონას ყოფილი შეყვარებული დეილ შეკლეფორდი იმ დროს სასჯელს იხდიდა სექსალური ძალადობის გამო. შეკლეფორდმა ციხეში დაიფიცა, რომ აუცილებლად მოკლავდა ფონტეინს გამოსვლის შემდეგ. პალანიკი შემდგომში აცხადებდა რომ ფონტაინი ეძებდა კაცს რომელიც დაიცავდა ყოფილი შეყვარებულისგან და მამამისიც ამის გამო ჩაითრია მათ ურთიერთობაში. ციხიდან გამოსვლის შემდეგ შეკლეფორდი გამეგზავრა კენდრიკში (აიდაჰო) ფონტაინის სახლში, სადაც ის ფრედ პალანიკთან ერთად იყო. შეკლეფორდმა ორივე დახოცა, რის გამოც 2001 წელს მას სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს. ამ მოვლენების შემდეგ პალანიკმა მუშაობა დაიწყო ახალ ნოველაზე „ძილისპირული“.

ჩაკ პალანიკი, 2004

2003 წელს პალანიკმა ინტერვიუ მისცა "Entertainment Weekly"-ს ჟურნალისტ კარენ უელბის. ინტერვიუს დროს პალანიკმა ისაუბრა მის პატრნიორზეც. ვინაიდან პრესა მუდამ წერდა პალანიკის ქორწინებაზე და რამდენიმე მედიასაშუალება ამტკიცებდა, რომ პალანიკი დაქორწინებული იყო ქალზე, ეს ინფორმაცია სიურპრიზი აღმოჩნდებოდა ყველასთვის. პალანიკს შეეშინდა, რომ უელბი ყველაფერს გამოაქვეყნებდა და თავის ოფიციალურ საიტზე დადო აუდიო მიმართვა, სადაც არამარტო აღიარებდა რომ გეი იყო, არამედ უდიერად მოიხსენიებდა უელბის და მის ოჯახის წევრებს. მიმართვა მალე წაიშალა საიტიდან, რაც აფიქრებინებდა მის ფანებს, რომ პალანიკს რცხვენია საკუთარი სექსუალური ორიენტაციის. შემდგომში საინტის ადმინისტრატორმა განაცხადა, რომ მიმართვა საიტიდან აიღეს პალანიკის შეურაცხმყოფელი გამოთქმების გამო უელბისადმი. უელბიმ საბოლოოდ არ დაწერა არაფერი პალანიკის პირად ცხოვრებაზე, გარდა იმისა რაც მას პალანიკმა უთხრა. ჩაკმა საბოლოოდ ბოდიში მოიხადა მისი საქციელის გამო და სთხოვა ფანებს არ მიექციათ მისი ამ საქციელისთვის ყურადღება. პალანიკი ახლა განცხადებული ჰომოსექსუალია და "ადვოკატი"-სთვის მიცემული ინტერვიუს მიხედვით ცხოვრობს მეგობართან ერთად " ყოფილი ეკლესიასთან ვანკუვერში, უოშში".

2003 წელს, როდესაც პალანიკი იყო ტურში მისი ნოველის „დღიურის“ მხარდასაჭერად, მან პირველად წაიკითხა მოთხრობა "ნაწლავები", რომელიც შემდგომში შევიდა წიგნში "მოჩვენება". მაშინ 40 ადამიანს გული წაუვიდა ისტორიის მოსმენისას. პალანიკის ტურების შედეგად მოსმენისას გულწასულთა რაოდენობამ 73-ს მიაღწია, რაც საერთოდაც არ აწუხებ პალანიკს. მოთხრობა დაიბეჭდა „ფლეიბოი“-ში, პალანიკმა „ფლეიბოი“-ს უფლება მისცა დაებეჭდა კიდევ ერთი მოთხრობა, მაგრამ ჟურნალის რედაქტორებმა ის ზედმეტად პროვოკაციულად მიიჩნიეს და არ დაბეჭდეს.

2005 წელს, მაიმიში (ფლორიდა) „მოჩვენების“ ტურის დროს პალანიკმა განაცხადა, რომ ეს ბოლო წიგნი მისი „საშილენებათა ტრილოგიიდან“ (იავნანა, დღიური, მოჩვენება). მისი შემდეგი წიგნი „რენტი“ - ბასტერ კიზის ბიოგრაფია" იქნებოდა დასაწყისი მისი „sci-fi ტრილოგიის“.

2008 წელს პალანიკი კლეიტონის სამწერლობო სკოლაში, 18 სტუდენტს უზიარებდა პროზის წერის მისეულ მეთოდებს.

სტილი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პალანიკის თხრობის სტილი გამოირჩევა სხვებისგან, ის შეიძლება იწყებოდეს პირობითი ბოლოდან და მიდიოდეს დასაწყისისკენ. ხშირად ვხვდებით სიტუაციას, როდესაც კვანძი თავიდანვე, დასაწყისში იხსნება და წიგნში ბოლომდე უბრალოდ ამ კვანძის განზოგადოება და ახსნა მიდის. „ძილისპირული“ ამის საუკეთესო მაგალითია, რომელიც ხშირად თითოეულ ცალკეულ ისტორიებთან ერთად სრულდება და შემდგომში თავიდან იწყება. ამგვარი თხრობის სტილის საპირისპიროდ უფრო მეტად ხაზოვანი თხრობით ხასიათდება „დღიური“ და „ხრჩობა“.

პალანიკი წერის მინიმალისტური მანერით გამოირჩევა, რასაც ტომ სფენბაუერის გავლენას მიაწერენ (ის ჩაკის მასწავლებელი იყო 5 წლის განმავლობაში), ასევე ტომ ჯონსს, ბრეტ ისტონ ელისს.[11] პალანიკისთვის პარტივი ლექსიკა და მოკლე წინადადებებია დამახასიათებელი, ის ცდილობს მეტად უშუალო და გახსნილი იყოს თხრობისას, რაც საშუალებას აძლევს მკითხველს მსუბუქად ჩაიკითხოს მისი მოთხრობის ყველაზე საშინელი სიუჟეტიც კი. ერთ-ერთ ინტერვიუში მწერალმა აღნიშნა, რომ „ურჩევნია წეროს ზმნები, ვიდრე ზედსართავი სახელები.“ ასევე ყურადსაღებია მისი „მისამღერები“, პალანიკი ხშირად იმეორებს ერთი და იგივე ფრაზას რამდენიმეჯერ, რასაც თვითონ სწორედ ზემოთაღნიშნულ სახელს უწოდებს. პალანიკის გმირები ხშირად ხასიათდებიან მიზანთროპული და აბსურდული მიდგომით ისეთ რთულ საკითხებზე როგორიცაა: სიკვდილი, მორალი, ბავშვობა, მშობლები, სექსი, ღმერთი.

პალანიკი პროზაული ნაწარმოებების წერის პარალელურად, წერს ესეეებს და სტატიებსაც, როგორც შტატგარეშე ჟურლანისტი. მას ჩაწერილი აქვს ინტერვიუები ჯულიეტ ლუისთან და მერლინ მენსონთან. მისი სტატიები, ესეები და ინტერვიუები სხვადასხვა ჟურნალებში, მათ შორისაა Los Angeles Times და Gear. მისი „ნამდვილი ისტორიები“ გამოქვეყნდა 2004 წელს, რომელშიც მისი არამხატვრული ტექსტებია თავმოყრილი.

თემები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პალანიკს თავის ნაწარმოებებში პროტაგონისტებად ძირითადად მარგინალი პერსონაჟები გამოჰყავს, რომლებიც ხშირად თვითგანადგურებისკენ მიდრეკილი აგრესიული ქმედებებით გამოირჩევიან. ამგვარი ხასიათის თავის ნაწარმოებებს პალანიკი ტრანსგრესიულ პროზას უწოდებს. „ძილისპირული“ და მის შემდგომ დაწერილი რომანები უფრო სატირული ჰორორისკენ იხრება.

პალანიკის რომანებში ხშირად ვხვდებით სამომხმარებლო კულტურის კრიტიკას, რომელიც განსაკუთრებითაა წამოჭრილი რომანში „მებრძოლთა კლუბი“.[12] ერთ-ერთ ინტერვიუში მწერალმა აღნიშნა, რომ „მებრძოლთა კლუბის“ ცენტრალური გზავნილი მცირედი, თანდათანობითი ცვლილებების საშუალებით ინდივიდის გაძლიერებაა.“[13]

კრიტიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პალანიკის ნაშრომებს ხშირად ნიჰილისტურს უწოდებენ.[14][15] თავად მწერალი უარყოფს ამგვარ განსაზღვრებას და ამბობს, რომ რომანტიკოსია. თვლის, რომ ადამიანებს მის რომანებში გამოხატული იდეების არ სჯერათ და სწორედ ამიტომ უწოდებენ მათ ნიჰილისტურს.[16][17]


ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 1997 — ჩრდილო-დასავლეთის წიგნის საზოგადოების ჯილდო "მებრძოლოთა კლუბი"[18]
  • 1997 — ორეგონის წიგნის საზოგადოების ჯილდო რომანისთვის "მებრძოლთა კლუბი"[19]
  • 2003 — ჩრდილო-დასავლეთის წიგნის საზოგადოების ჯილდო რომანისთვის "ძილისპირული"[18]

რომანები, „ძილისპირული“ და „მოჩვენები“, წარდგენილი იყო ბრემ სტოკერის ჯილდოზე საუკეთესო რომანისთვის.

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პროზა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წელი სახელი ორიგინალური სახელი
1996 მებრძოლთა კლუბი ინგლ. Fight Club
1999 გადარჩენილი ინგლ. Survivor
1999 უხილავი მონსტრები ინგლ. Invisible Monsters
2001 ხრჩობა ინგლ. Choke
2002 ძილისპირული ინგლ. Lullaby
2003 დღიური ინგლ. Diary
2005 მოჩვენება ინგლ. Haunted
2007 რანტი ინგლ. Rant
2008 ნამწვი ინგლ. Snuff
2009 პიგნეი ინგლ. Pygmy
2010 უთხარი ყველას ინგლ. Tell All
2011 წყეული ინგლ. Damned

პატარა მოთხრობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Fetch - 2009
  • Loser - 2010

არამხატვრული[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • გაქცეულები და დევნილები - სეირნობა პორტლენდში, ორეგონში (2003)
  • შეთხზულზე უცნაური - ნადვილი ისტორიები (2004)

ფილმები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Wikiquote-logo-ka.png
ვიკიციტატაში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. SNAC — 2010.
  2. Internet Speculative Fiction Database — 1995.
  3. 3.0 3.1 NooSFere — 1999.
  4. filmportal.de — 2005.
  5. BD Gest'
  6. The Fine Art Archive — 2003.
  7. Babelio — 2007.
  8. Munzinger Personen
  9. The Fine Art Archive — 2003.
  10. Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  11. "What Authors Influenced You?", Authorsontheweb.com. Retrieved July 10, 2007.
  12. Kennett, pp. 53–54.
  13. Crum, Maddie. (December 6, 2016) 'Fight Club' Author Reflects On Violence And Masculinity, 20 Years Later. ციტირების თარიღი: August 24, 2018
  14. Robinson, Tasha. „Chuck Palahniuk“. The A.V. Club. ციტირების თარიღი: July 20, 2018.
  15. Curtis, Bryan (June 22, 2005). „Chuck Palahniuk“. Slate. ISSN 1091-2339. ციტირების თარიღი: July 20, 2018.
  16. Cumming, Ed. (November 1, 2014) Chuck Palahniuk: 'I'm fascinated by low fiction that disgusts the reader or makes them sexually aroused'. ციტირების თარიღი: July 20, 2018
  17. Williams, Laura J. "Knock Out დაარქივებული 16 April 2005 საიტზე Wayback Machine. ". Ann Arbor Paper. Retrieved June 20, 2005.
  18. 18.0 18.1 Chuck Palahniuk " Power of the Word. დაარქივებულია ორიგინალიდან — მარტი 11, 2018. ციტირების თარიღი: იანვარი 22, 2021. ციტირების თარიღი: March 11, 2018
  19. Oregon Book Awards. Literary Arts, Inc. Retrieved June 20, 2005.