იდიოტი (რომანი)
| „იდიოტი“ | |
|---|---|
| Идиот | |
|
„იდიოტის“ ერთ-ერთი გამოცემის გარეკანი | |
| ავტორი | ფიოდორ დოსტოევსკი |
| ქვეყანა | რუსეთი |
| ენა | რუსული |
| ჟანრი | რომანი |
| გამოცემის თარიღი | 1868—1869 |
| მთარგმნელი |
რუსუდან ქებულაძე (2011) |
| მედია | ბეჭვდითი (სქელ და თხელ ყდიანი) |
| წინამორბედი | მოთამაშე |
| მომდევნო | ეშმაკნი |
„იდიოტი“ (რუს. Идиот) — რუსი მწერლის ფიოდორ დოსტოევსკის რომანი, რომელიც გამოიცემოდა 1868-1869 წლებში, ჟურნალ „რუსეთის მაცნეში“. წიგნი თარგმნილია მრავალ ენაზე, მათ შორის ქართულადაც. „იდიოტი“ შესულია ნორვეგიის წიგნის კლუბის მიერ შედგენილ ყველა დროის 100 საუკეთესო წიგნში. რომანის რამდენიმე კინოადაპტაცია არსებობას, მათგან ყველაზე წარმატებულად მიჩნეულია აკირა კუროსავას 1951 წლის ფილმი „იდიოტი“.[1]
სიუჟეტი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რომანის მთავარი გმირი, ოცდაექვსი წლის თავადი ლევ მიშკინი შვეიცარიის ერთ-ერთ სანატორიუმში გატარებული რამდენიმე წლის შემდეგ რუსეთში ბრუნდება. 1867 წლის მიწურულს, 27 ნოემბრის ცივ, ნესტიან დილას, ვარშავიდან მიმავალ მატარებელში ერთმანეთს სრულიად შემთხვევით, მაგრამ საბედისწეროდ გადაეყრება ის პარფენ სემიონოვიჩ როგოჟინს. გულუბრყვილობისა და ბუნებრივი ხასიათის გამო სანქტ-პეტერბურგის საზოგადოება მას შეიძულებს. მოულოდნელად იგი აღმოჩნდება კოხტად შენახული ქალისა (ნასტასია) და სათნო, კოხტა ახალგაზრდა გოგოს (აგლაია) ბრძოლის ცენტრში; ბრძოლა მისი სიყვარულის მოსაპოვებლად მიმდინარეობს. საუბედუროდ, მიშკინის ზედმეტი გულკეთილობა აჩქარებს უბედურებას; რჩება ისეთი შთაბეჭდილება, რომ მსოფლიოს ფული, ძალაუფლება, და სექსუალური დამორჩილება განაგებს, სანატორიუმი ალბათ ერთადერთ ადგილად რჩება, სადაც სიწმინდის შენარჩუნებაა შესაძლებელი. მიშკინი განასახიერებს „შედარებით მშვენიერ კაცს“, სახელდობრ ქრისტეს. „ზემოდან მოვლენილი“, შვეიცარიის მთებიდან რუსეთში, ის ფიზიკურად ქრისტეს წააგავს: საშუალოზე ოდნავ მაღალი, ძალიან ქერა, თხელი თმა, ჩაცვენილი ლოყები და თხელი, თითქმის მთლად თეთრი წვერი. გარდა იმისა, რომ ქრისტეს ჰგავს, მიშკინი მასწავლებელია, ცოდვათა მომნანიებელი და უცნაური უცხო ადამიანია. მისთვის უცხოა ისეთი თვისებები, როგორებიცაა სიხარბე და შური. იმ გარემოსგან განსხვავებით, რომელშიც ცხოვრობს, მისთვის არანაირი ღირებულება არ გააჩნია მის უფლებას ფულსა და ძალაუფლებაზე. თანაგრძნობას ის სიძულვილის, სიყვარულის ან სისასტიკის გარეშე განიცდის. მისი ურთიერთობა ცოდვილ მარიასთან ცხადადაა შთაგონებული ქრისტესა და მარია მაგდალინელის ურთიერთობით. ყოველივე ამ განსხვავებული თვისების გამო, მას „იდიოტს“ ეძახიან.[2][3]
პერსონაჟები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]თავადი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]თავადი ლევ ნიკოლაის ძე მიშკინი (რუს. князь Лев Николаевич Мышкин — რომანის მთავარი პროტაგონისტია. დოსტოევსკის სურდა შეექმნა პერსონაჟი რომელიც „სრულად პოზიტიური, აბსოლუტურად მშვენიერი ბუნების მქონე“, ნამდვილი ქრისტიანული ცხოვრების სახე იქნებოდა.[4] თავადი მიშკინი 26 წლის ასაკში, შვეიცარიაში ოთხწლიანი ყოფნის შემდეგ, სადაც ეპილეფსიის სამკურნალოდ სანატორიუმში იყო, გამოჯანმრთელდა და ის ბრუნდება რუსეთში. პეტერბურგში მის პატიოსნებას, უგუნორობას და ძველ სამკურნალო ისტორიას ბევრი მიჰყავს ცრუ დასკვნამდე, რომ ის „იდიოტია“. მან მიიღო იურიდიული დოკუმენტი, რომელიც მიუთითებდა მნიშვნელოვანი მემკვიდრეობის უფლებაზე. სინამდვილეში, მიშკინს გააჩნია ღრმა აზროვნების უნარი, კომპლექსური ინტელექტი და სიბრძნე, რომლის მსგავსაც რომანის სხვა პერსონაჟებს არ აქვთ.
როგოჟინი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პარფენ როგოჟინი აღწერილია როგორც ვნებიანი, ფეთქებადი, აღვირახსნილი ადამიანი. რომანში მისი ხასიათი და თვისებები სრულიად ეწინააღმდეგება თავადი მიშკინის თვისებებს, ისინი ერთმანეთისგან გარეგნობითაც დიამეტრალურად განსხვავდებიან. როგოჟინი ვნებიანად, სიგიჟემდეა შეყვარებული ნასტასია ფილიპოვნაზე და დიდი თანხის მოძიების შემდეგ, მიდის კიდეც მასთან რათა თავად ითხოვოს. როდესაც ნასტასია ფილიპოვნა თავადთან ჯვრისწერის დღეს როგოჟინთან ერთად გაიქცევა, პარფენი ფილიპოვნას დანით კლავს, რადგან ხვდება რომ ქალს გულწრფელად უყვარს თავადი. რომანში პარფეონი სიმბოლიზირდება როგორც ანტიქრისტე, ეშმაკის სახეხატი, განსხვავებით თავადი მიშკინისგან, რომელიც ქრისტეს და ჭეშმარიტი ქრისტიანის განსახიერებაა, როგოჟინი განასახიერებს ცოდვილ ადამიანს მთელი მისი მანკიერებითა და ცოდვებით. თუმცა, თავადი მიშკინი, როგორც ადამიანური ცოდვების ჭეშმარიტი გამომსყიდველი, ყოვლისშემძლე იესო ქრისტე, აპატიებს როგოჟინს უდიდეს ცოდვას - ნასტასია ფილიპოვნას მკვლელობას და ანუგეშებს პარფენს. როგოჟინის გმირი სიმბოლურია და ნაწარმოების ერთ-ერთ მთავარ პერსონაჟად გვევლინება. პარფენმა ადამიანთა ცხოვრებაში გამოჩენით მათზე განუზომელი კვალი დატოვა. როგოჟინი ავლენს ცბიერებას როდესაც ერთის მხრივ ძმობის ნიშნად თავადს ჯვარს გაუცვლის, მეორეს მხრივ კი მის მოკვლას შეეცდება, რასაც თავადი მიუტევებს.
იპოლიტი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]იპოლიტი უარყოფითი პერსონაჟია, რომელსაც ]]თვითმკვლელობა|თვითმკვლელობის]] წარუმატებელი მცდელობა აქვს.
შექმნა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დოსტოევსკიმ რომანზე მუშაობა დაიწყო 1868 წლის სექტემბერში მუშაობა იმდენად ენერგიული გამოდგა, რომ სულ რაღაც 23 დღეში 100 გვერდი დაწერა. ამის შემდეგ დოსტოევსკი ცოლთან ერთად ჟენევიდან ვევეში გადავიდა, შემდეგ კი მილანში, სადაც მწერალი რომანის დასრულებას გეგმავდა. მილანში გატარებული შემოდგომის წვიმიანი თვეების შემდეგ, ისინი ფლორენციაში გაემგზავრნენ. 1869 წლის იანვარში სწორედ აქ დაასრულა დოსტოევსკიმ „იდიოტი“ და ნაწილ-ნაწილ დაბეჭდა „რუსეთის მოამბეში“.
„იდიოტის“ სიუჟეტის დამუშავების დროს დოსტოევსკი დაინტერესდა მოსკოველი ვაჭრის, მაზურინის, საქმით. მაზურინმა, ჩამომავლობით საპატიო მოქალაქის შვილმა, მამის გარდაცვალების შემდეგ მემკვიდრეობით მიიღო ორ მილიოანმდე რუბლი, რომელიც გაფლანგა. 1866 წელს მან მოკლა იუველირი კალკიმოვი. მაზურინმა მასთან მიწვეული კალკიმოვი მოკლა საწერ მაგიდაში დამალული სამზარეულოს დანის დარტყმით. მკვლელობის შემდეგ კალკიმოვის ცხედარი რამდენიმე თვე იყო დაკეტილი დუქანში, მაზურინის სახლში, ჰქონდა გადაფარებული მუშამბა და ედგა მყრალი სუნის გამქრობი სითხის ოთხი სადგამი. ეს საქმე ირჩეოდა 1867 წლის ნოემბერში, მან გავლენა მოახდინა როგოჟინის სახის და დანაშაულის ზოგიერთი დეტალის ჩამოყალიბებაზე.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- „იდიოტი“ — Project Gutenberg-ზე (ევა მარტინის თარგმანი)
- „იდიოტი“ რუსულად
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Burry, Alexander (2011). Multi-Mediated Dostoevsky: Transposing Novels Into Opera, Film, and Drama. Northwestern University Press, გვ. 5. ISBN 978-0-8101-2715-9.
- ↑ Frank 1997, pp. 241–363.
- ↑ Kjetsaa 1989, pp. 274–309.
- ↑ Frank, Joseph (2010) Dostoevsky A Writer in His Time. Princeton University press, გვ. 577. ISBN 978-0-691-12819-1.
- ↑ ფიოდორ დოსტოევსკი - იდიოტი; გვ. 7; თარგმანი - გივი კიკილაშვილი, 2021; ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა - ISBN 978-9941-30-82-6
| |||||||||||
| ||||||||||||||