შინაარსზე გადასვლა

მიშელ უელბეკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მიშელ უელბეკი
ფრანგ. Michel Houellebecq
დაბადების თარიღი 26 თებერვალი, 1956(1956-02-26)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] (70 წლის)
დაბადების ადგილი სენ-პიერი, რეიუნიონი, საფრანგეთი[12]
ფსევდონიმი Michel Houellebecq
საქმიანობა პოეტი[13] [14] [15] , კინორეჟისორი, სიმღერების ავტორი, ესეისტი, რომანისტი, მსახიობი[16] [17] , ფოტოგრაფი[6] [12] , კინოსცენარისტი[6] , მწერალი[6] [12] , სცენარისტი და agricultural engineer[12]
ენა ფრანგული ენა
მოქალაქეობა  საფრანგეთი[18] [19] [3]
ალმა-მატერი შაპტალის ლიცეუმი, Institut National Agronomique Paris-Grignon და ლუი ლუმიერის კოლეჯი
ჟანრი ესე
Magnum opus რუკა და ტერიტორია, ბრძოლის ველის განვრცობა, ელემენტარული ნაწილაკები, კუნძულის შესაძლებლობა, პლატფორმა, მორჩილება და Annihilation
ჯილდოები Prix de Flore[20] , Prix Décembre[21] , Grand prix national des Lettres, Dublin Literary Award[22] , ინტერალიეს პრემია[23] , გონკურის პრემია[24] , Prix de la BnF[25] , Oswald Spengler Prize[26] , საპატიო ლეგიონის ორდენის კავალერი[27] , ავსტრიის სახელმწიფო პრემია ევროპული ლიტერატურისთვის[28] , Q3404465?[29] , Prix Tristan-Tzara[30] და Paul-Jean Toulet Prize[31]
მეუღლე Qianyum Lysis
საიტი michelhouellebecq.com

მიშელ უელბეკი (Michel Houellebecq, ნამდვილი სახელი და გვარი მიშელ ტომა, დ. 26 თებერვალი, 1956, რეიუნიონი) — ფრანგი მწერალი. ავტორი, რომელიც თანამედროვე მსოფლიოში ცნობილია თავისი პროვოკატორული რომანებით.

მიშელ უელბეკი მთამსვლელი მამისა და ანესთეზიოლოგი დედის ოჯახში დაიბადა. იგი ჯერ ალჟირში, დედის მშობლებთან იზრდებოდა, ექვსი წლის ასაკში კი მამის დედამ აიღო მასზე მზრუნველობა. სწორედ ბებიის გვარი გამოიყენა შემდგომში მიშელმა თავის ფსევდონიმად.

ლიცეუმის დამთავრებს შემდეგ, 1975 წელს, მიშელი შედის პარი-გრინიონის ეროვნულ აგრონომიულ ინსტიტუტში. აქ იგი აარსებს ლიტერატურულ ჟურნალს “კარამაზოვი”, სადაც თავის რამდენიმე ლექსს აქვეყნებს. 1978 წელს იგი აგრონომის დიპლომს იღებს. ამის შემდეგ მიშელი სწავლას განაგრძობს ლუი ლუმიერის ეროვნულ უმაღლეს სკოლაში, კინემატოგრაფიის სექციაზე, რომელსაც წარმატებით ამთავრებს 1981 წელს. ამავე წელს იბადება მისი ვაჟი, ეტიენი. რამდენიმე წელიწადი მიშელი უმუშევარია, ამას ემატება მეუღლესთან განქორწინება, რის გამოც ძლიერი დეპრესია ეწყება.

1983 წლიდან ინფორმატიკოსის კარიერა დაიწყო, შემდეგ, სამი წლის განმავლობაში სოფლის მეურნეობის სამინისტროში მუშაობდა. ეს პერიოდი აღწერა თავის რომანში „ბრძოლის ველის განვრცობა“. 1991 წელს გამოვიდა მიშელ უელბეკის ორი პოეტური კრებული, რომლებსაც არანაირი წარმატება არ მოჰყვა. „ბრძოლის ველის განვრცობა“ თავიდან ბევრმა გამომცემელმა დაიწუნა, ის 1994 წელს გამოიცა და უდიდესი წარმატება ჰხვდა წილად, განსაკუთრებით ახალ თაობაში. 1999 წელს საფრანგეთში, ფილიპ ჰარელის მიერ რომანი ფილმად იქნა გადაღებული, ხოლო 2000 წელს დანიაში ჟან ალბინუსმა მისი სატელევიზიო დადგმა განახორციელა.

უელბეკის მომდევნო რომანმა „ელემენტარული ნაწილაკები“, დიდი სკანდალი გამოიწვია. ნაწარმოებში გატარებული “საეჭვო აზრების” გამო უელბეკი გარიცხულ იქნა პერპენდიკულართა წრიდან. თუმცა ამ აურზაურმა უელბეკის პოპულარობა უფრო გააძლიერა. რომანი დაჯილდოებულ იქნა ნოემბრის პრემიით. 2005 წელს გამოვიდა უელბეკის ახალი რომანი „კუნძულის შესაძლებლობა“ და ინტერალიეს პრემია მიიღო.

უელბეკს ჩაწერილი აქვს სიმღერების ალბომიც ,, ადამიანური არსებობა'' და არის ესეების ავტორიც.

2002 წლის 17 სექტემბერს ჟურნალში Lire გამოქვეყნებული მისი ინტერვიუს გამო რამდენიმე ისლამურმა საზოგადოებამ და მათ შორის პარიზის მეჩეთის წინამძღოლმა უელბეკი დაადანაშაულა ისლამოფობიასა და რასიზმში. მართალია, პარიზის ინტელექტუალური საზოგადოების თანადგომისა და მისი პირადი ადვოკატის წყალობით მწერალს ბრალი მოეხსნა, მაგრამ ამ ფაქტის შემდეგ უელბეკმა დატოვა საფრანგეთი და ამჟამად ესპანეთში ცხოვრობს.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Person Profile // კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზა — 1990.
  2. Internet Speculative Fiction Database — 1995.
  3. 1 2 LIBRISNational Library of Sweden, 2012.
  4. Discogs — 2000.
  5. various authors The Encyclopedia of Science Fiction / P. Nicholls, J. Clute, D. Langford — ISSN 3049-7612
  6. 1 2 3 4 Národní autority České republiky
  7. Vegetti Catalog of Fantastic Literature
  8. The Fine Art Archive — 2003.
  9. CONOR.SR
  10. datos.bne.es: El portal de datos bibliográficos de la Biblioteca Nacional de España — 2011.
  11. Encyclopædia UniversalisEncyclopædia Britannica Inc., 1968.
  12. 1 2 3 4 Deutsche Nationalbibliothek Record #121383261 // Gemeinsame Normdatei — 2012—2016.
  13. Google Books — 2005.
  14. http://www.gettyimages.com/detail/news-photo/portrait-of-michel-houellebecq-award-winning-french-author-news-photo/167949620
  15. http://www.ingentaconnect.com/content/bloomsbury/jap/2014/00000001/00000001/art00005?crawler=true
  16. http://www.cambridgefilmfestival.org.uk/assets/documents/Cambridge_News_-_Director_interview_-_Guillaume_Nicloux_on_Cambridge_Film_Festival_Festival_Gala_night_film_The_Kidnapping_of_Michel_Houellebecq.pdf
  17. http://www.cambridge-news.co.uk/Director-interview-Guillaume-Nicloux-Cambridge-Film-Festival-Gala-night-film-Kidnapping-Michel-Houellebecq/story-22822001-detail/story.html
  18. http://www.bbc.co.uk/news/world-europe-11728044
  19. http://www.nytimes.com/2006/07/09/fashion/09vows.html
  20. http://prixflore.fr/prixdeflore/
  21. https://www.babelio.com/prix/52/Decembre
  22. https://dublinliteraryaward.ie/book-category/previous-winners/2002-previous-winners/
  23. https://www.la-croix.com/Semaine-en-images/Michel-Houellebecq-decroche-le-prix-Interallie-2005-_NG_-2005-11-08-511262
  24. https://www.theguardian.com/books/2010/nov/08/michel-houellebecq-prix-goncourt
  25. http://www.lalettredulibraire.com/Palmar%C3%A8s-du-prix-de-la-BnF
  26. https://www.oswaldspenglersociety.com/conference
  27. https://www.bbc.com/news/world-europe-47973357
  28. https://www.kunstkultur.bka.gv.at/staatspreis-fur-europaische-literatur
  29. https://www.lemonde.fr/archives/article/2002/04/05/les-gens-du-monde_4234466_1819218.html
  30. https://litterart.webador.fr/prix-litteraires/prix-francais/prix-tzara
  31. https://actualitte.com/article/131269/prix-litteraires/michel-houellebecq-remporte-le-prix-paul-jean-toulet-2026-avec-combat-toujours-perdant
  32. 1 2 3 4 https://france-amerique.com/michel-houellebecq-the-writer-behind-the-phenomenon/