შარლოტ ბრონტე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
შარლოტ ბრონტე
Charlotte Bronte coloured drawing.png
დაბ. თარიღი 21 აპრილი 1816(1816-04-21)[1][2]
დაბ. ადგილი თორნტონი[3]
გარდ. თარიღი 31 მარტი 1855(1855-03-31)[1][2] (38 წელი)
გარდ. ადგილი ჰაუორტი
ფსევდონიმი Currer Bell[3]
საქმიანობა მწერალი, პოეტი[3] და რომანისტი[3]
მოქალაქეობა Flag of the United Kingdom.svg გაერთიანებული სამეფო
Magnum opus ჯეინ ეარი, Villette, Shirley[3], The Professor[3] და Poems by Currer, Ellis, and Acton Bell[3]
ხელმოწერა Charlotte Bronte Signature.jpg
Charlotte Brontë ვიკისაწყობში

შარლოტ ბრონტე (დ. 21 აპრილი, 1816 — გ. 31 მარტი, 1855) — ინგლისელი მწერალი. იგი დაიბადა 1816 წელს თორნტონში (იორკშირი), მღდვლის სახლში.

აღზრდა და განათლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შარლოტის მამამ, პატრიკ ბრონტემ, რომელსაც ცოლი ადრე გარდაეცვალა, რვა შვილიდან ოთხი, პასტორ უილსონის ქალთა სკოლაში მიაბარა, სადაც მდიდართა ოჯახებისთვის აღმზრდელებს ამზადებდნენ. ამ სასწავლებელში ყოფნისას შარლოტის უფროსი დები ჭლექით დაავადდნენ და გარდაიცვალნენ. პასტორ უილსონის სასწავლებლიდან გამოყვანილი შარლოტი კერძო პანსიონს მიაბარეს. კერძო პანსიონის დამთავრების შემდეგ შარლოტმა იქვე დაიწყო აღმზრდელად მუშაობა, შემდეგ იგი მოეწყობ იორკში, ერთ-ერთი ფაბრიკანტის ოჯახში, სადაც მრავალი დამცირება გადაიტანა. მისმა ამაყმა ხასიათმა ვერ გაუძლო დამცირებას და იორკიდან ბრიუსელში გადავიდა, სადაც მუშაობა ერთ-ერთ პანსიონში ინგლისური ენის მასწავლებლად დაიწყო.

მოღვაწეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შარლოტმა და თავისმა ორმა დამ — ემილიმ და ანამ ადრეულ ასაკში დაიწყეს ლექსებისა და რომანების წერა. შარლოტის სამწერლო სარბიელი წარუმატებლობით აღსავსე გამოდგა, მაგრამ მწერალი ამ დაბრკოლებებმა სულიერად ვერ გასტეხა. მისი პირველი რომანი იყო „მასწავლებელი“ რომელიც მწერალს ყველა გამომცემლობამ უკანვე დაუბრუნა. რობერტ საუთიმაც შარლოტის ლექსები უკან დააბრუნა და თან წერილში დიდაქტიკური დარიგებებიც დაურთო: მწერლობა ქალის საქმე არ არისო.

მაგრამ ამ დარიგებამაც თავისი რომანების წერაში მწერალს ხელი ვერ შეუშალა. 1847 წელს მან გამოქავეყნა ახალი რომანი „ჯეინ ეარი“, რომელმაც მწერალს დიდი წარმატება მოუტანა. 1850 წელს წიგნი დაიბეჭდა რუსულ ჟურნალ-გაზეთებში, რამაც რუსი მკითხველი საზოგადოება აღაფრთოვანა, მაგრამ მათაც არ გამორჩენიათ წიგნის ნაკლოვანებები.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Record #118638009 // Integrated Authority File შემოწმებული აპრილი 26 2014:
  2. 2.0 2.1 data.bnf.fr შემოწმებული ოქტომბერი 10 2015:
  3. 3.0 3.1 3.2 3.3 3.4 3.5 3.6 The Feminist Companion to Literature in English — С. 140.