ნუ მოკლავ ჯაფარას
იერსახე
„ნუ მოკლავ ჯაფარას“ | |
---|---|
To Kill a Mockingbird | |
| |
ავტორი | ჰარპერ ლი |
ქვეყანა | აშშ |
ენა | ინგლისური |
გამომცემელი | J. B. Lippincott & Co. |
გამოცემის თარიღი | 11 ივლისი 1960 |
მთარგმნელი | ლელა დუმბაძე (1980-იანი წლების გამოცემა) |
ქართულად გამოიცა | 1980-იანი წლები, 2013 |
მედია | მაგარი და რბილი ყდები |
გვერდი | 296 (პირველი გამოცემა) |
მომდევნო | Go Set a Watchman |
„ნუ მოკლავ ჯაფარას“ (ინგლ. To Kill a Mockingbird) — ამერიკელ მწერალ ჰარპერ ლის რომანი, გამოცემული 1960 წლის 11 ივლისს. მან ავტორს უდიდესი წარმატება მოუტანა, მიიღო პულიცერის პრემია და იქცა ამერიკული თანამედროვე ლიტერატურის კლასიკად. მისი სიუჟეტი და პერსონაჟები ეფუძნება ავტორის საკუთარ მოგონებებს ოჯახსა და მეზობლებზე, აგრეთვე ამბავს, რომელსაც ადგილი ჰქონდა მის მშობლიურ ქალაქში 1936 წელს, როდესაც ავტორი 10 წლის იყო.
1962 წელს გამოვიდა რეჟისორ რობერტ მელიგენის მიერ გადაღებული წიგნის ეკრანიზაცია, რომელმაც ოსკარი მიიღო.
ქართულად რომანი პირველად 1980-იანი წლების ბოლოს დაიბეჭდა. მისი მთარგმნელი იყო ლელა დუმბაძე. ახალი გადამუშავებული თარგმანი 2013 წელს გამომცემლობა „არეტემ“ გამოსცა სერიაში „აუცილებელი საკითხავი“.