მე, ბებია, ილიკო და ილარიონი (რომანი)
| მე, ბებია, ილიკო და ილარიონი | |
|---|---|
|
| |
| ჟანრი | კომედია რომანი |
| ავტორი | ნოდარ დუმბაძე |
| მშობლიური ენა | ქართული |
| დაწერის ადგილი | საქართველოს სსრ |
| გამოცემულია | 1960 |
მე, ბებია, ილიკო და ილარიონი — ნოდარ დუმბაძის პირველი და ყველაზე პოპულარული რომანი, რომელმაც მწერალს აღიარება მოუტანა. „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“ დუმბაძის ყველაზე იუმორისტული ნაწარმოებია[1] რომანის მიხედვით 1962 წელს გადაიღეს ამავე სახელწოდების ფილმი (რეჟისორი თენგიზ აბულაძე).
სიუჟეტი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ნაწარმოების მოქმედება დიდი სამამულო ომის დროს ვითარდება. ნაწარმოების მთავარი გმირი, მთხრობელი ზურიკელა ვაშალომიძე გურიის სოფელ ხიდისთავში ცხოვრობს ოლღა ბებიასთან ერთად. ბებიას შვილიშვილის აღზრდაში მეზობლები, ილიკო და ილარიონი ეხმარებიან. ილიკო და ილარიონი იუმორით სავსე ადამიანები არიან, ერთმანეთთან საოცრად თბილი ურთიერთობა აქვთ და ამავე დროს სულ კამათობენ. ზურიკელას უყვარდება თანაკლასელი გოგონა მერი, წერს პირველ ლექსს, აბარებს მისაღებ გამოცდებს. იგი უმაღლესის დამთავრების შემდეგ კვლავ სოფელს უბრუნდება და მზადაა, სიკეთის მარცვალი ჩააგდოს ცხოვრების საკუთარ ხნულში. რომანი სრულდება ზურიკელას ბებიის სიკვდლით.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ნოდარ დუმბაძე, რჩეული ნაწერები სამ ტომად, ტ. I, — თბილისი, „მერანი“, 1960
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- მე, ბებია, ილიკო და ილარიონი საიტზე Goodreads
- რომანი პროექტ „ბუკიზე“ დაარქივებული 2020-08-10 საიტზე Wayback Machine.
- მე, ბებია, ილიკო და ილარიონი დაარქივებული 2016-03-06 საიტზე Wayback Machine. წიგნების ონლაინ-მაღაზიაში
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ ბაქრაძე ა., „სევდა, რომელიც იცინის“ // თხზულებანი, ტ. III, თბილისი: „ნეკერი“, „ლომისი“, 2004. — გვ. 551-577, ISBN 99940-808-7-3.
| |||||||||||