99 ფრანკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
99 ფრანკი
99 Francs
ავტორი ფრედერიკ ბეგბედერი
ქვეყანა საფრანგეთი
ენა ფრანგული
გამოცემის თარიღი აგვისტო, 2000

99 ფრანკი (ფრანგ. 99 francs) — ფრანგი მწერლის, ფრედერიკ ბეგბედერის რომანი.[1] წიგნი გამოქვეყნდა საფრანგეთში 2000 წლის აგვისტოში „Grasset & Fasquelle-ს“ მიერ, სანამ ხელახლა გამოიცემოდა „14.99 ევროს“ და „6 ევროს“ სახელით.[2] წიგნის თავდაპირველად გამოქვეყნებიდან ცოტა ხნის შემდეგ ბეგბედერი მისმა დამსაქმებლებმა გაათავისუფლეს სარეკლამო სააგენტოდან.[3]

2007 წელს წიგნის მიხედვით გადაიღეს ფილმი იგივე სახელწოდებით ჟან კუნინის რეჟისორობით.

სიუჟეტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წიგნი მოგვითხრობს ოქტავის შესახებ, რომელიც არის წარმატებული სარეკლამო მენეჯერი, რომელსაც აქვს ყველაფერი, აქვს უამრავი ფული, ქალები და კოკაინი. ის მაინც არ არის კმაყოფილი თავისი ცხოვრებით. ოქტავის ცხოვრებას საფუძვლიანად ორი რამ შეცვლის: რომანი სოფისთან, სააგენტოს ყველაზე ლამაზ თანამშრომელთან, და კრება გიგანტური რძის ნაწარმის კონცერნში „მადონი“, რომელიც სარეკლამო რგოლების შექმნითაა დაკავებული.

მისი სიცოცხლე მთავრდება მას შემდეგ, რაც იმედგაცრუებული რჩება ცხოვრებისგან და სამუშაოსგან.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Reyns-Chikuma, Chris (October 2008). "La fiction d'affaires : Une autre exception franCaise? 99 Francs de Frederic Beigbeder.". Contemporary French & Francophone Studies Vol. 12 (Issue 4): 455-462.
  2. 99 francs (14.99€). Krinein Magazine. წაკითხვის თარიღი: 24 November 2012.
  3. Lezard, Nicholas. “Ad execs quoting Gramsci? Only in France“, Guardian, 12 July 2003. წაკითხვის თარიღი: 24 November 2012.