გველის პერანგი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
გველის პერანგი
Gvelis perangi.jpg
ავტორი გრიგოლ რობაქიძე
ქვეყანა საქართველოს სსრ
ენა ქართული
ჟანრი მოდერნისტული რომანი, ექსპრესიონიზმი, სიმბოლიზმი, მაგიური რეალიზმი
გამოცემის თარიღი 1926
გვერდი 320
ISBN 978-9941-19-085-8

გველის პერანგი — ემიგრანტი ქართველი მწერლის, გერმანიაში მოღვაწე გრიგოლ რობაქიძის 1926 წლის რომანი.

რომანის შესახებ[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გველის პერანგი — ემიგრანტი ქართველი მწერლის, გრიგოლ რობაქიძის ნოსტალგიური რომანი, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მხატვრული ნაწარმოებია მე-20 საუკუნის ქართულ ლიტერატურაში. დაბრუნების იდეა, რასაც მწერალი პოლიტიკური ემიგრაციის შემდეგ მწვავედ განიცდიდა, სწორედ გველის პერანგში ხორციელდება ვირტუალურად. უაღრესად მაღალი ოსტატობით შესრულებული თხზულება არც ერთ ქართველ მკითხველს არ დატოვებს გულგრილს.რომანში აღწერილია ახალგაზრდა ემიგრანტის, არჩიბალდ მეკეშის(არჩილ მაყაშვილის) ისტორია სამშობლოში დაბრუნების შესახებ.ნაწარმოებში სრულად ჩანს ემიგრანტის პატრიოტული ტკივილი,სულისკვეთება და ის პრობლემები რაც სამშობლოში დაბრუნების დაატყდება თავს.

გრიგოლ რობაქიძე, რომლის ეროვნული იდეალები შეუთავსებელი აღმოჩნდა ბოლშევიკურ იდეოლოგიასთან, 1930 წლიდან გარდაცვალებამდე პოლიტიკურ ემიგრანტად იქცა. მისი შემოქმედების რეაბილიტაციის შემდეგ „გველის პერანგი“ 1989 წელს პირველად დაიბეჭდა საქართველოში. რომანის იდეას ავტორი შემდეგნაირად განმარტავს:„ ... მარადიული დაბრუნების იდეა, რომელიც სულ ყოველთვის მაწამებდა, ახლა სხვანაირად იყო ნააზრევი: არა ერთეულის მარადიული დაბრუნება თავის თავისკენ, არამედ ერთეულში მარადიულის დაბრუნება თავის თავისკენ. შემდეგში ამ შეცნობამ ხორცშესხმა ჰპოვა ჩემ რომან „გველის პერანგში. „ამ რომანში ვცდილობდი აღმოსავლეთის მსოფლშეგრძნება და სამყაროს ჭვრეტა პლასტიურად განმეხორციელებინა“.

პერსონაჟები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • „არჩიბალდ მეკეში“ — მთავარი პერსონაჟი, ქართული სახელი — არჩილ მაყაშვილი.
  • „ვამეხ“ — არჩილის მეგობარი.
  • „ოლგა“ — ქალი, რომელიც არჩილს თავდაპირველად უყვარს.

რომანის გამოხმაურება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქართული საზოგადოება გულგრილად შეხვდა რომანს. რომანი 1927 წელს გერმანულად თარგმნა თავად ავტორმა — „Das Schlangenhemd“. წინასიტყვაობის ავტორია შტეფან ცვაიგი. გერმანიაში ამ ნაწარმოების გამოქვეყნებამ ინტერესი გამოიწვია. გერმანული პრესა „გველის პერანგს“ ქართველი პოეტის დიდ გამარჯვებას უწოდებდა.[1] რომანი თარგმნლია ასევე რუსულად 2014 წელს — „Змеиная рубашка“. გამომცემელია „Русский клуб“.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. გერონტი ქიქოძე, „თანამედროვის ჩანაწერები“ გვ. 102 — „არეტე“, თბილისი, 2003 ISBN 99940-745-6-3