მილან კუნდერა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მილან კუნდერა
Milan Kundera redux.jpg
დაბადების თარიღი 1 აპრილი, 1929(1929-04-01)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] (93 წლის)
დაბადების ადგილი Královo Pole[6]
საქმიანობა მწერალი[10] [11] , სცენარისტი, მთარგმნელი[11] , რომანისტი, დრამატურგი, უნივერსიტეტის პროფესორი და პოეტი[11]
ენა ფრანგული ენა[3] და ჩეხური ენა[12] [3]
მოქალაქეობა Flag of France.svg საფრანგეთი[13]
Flag of the Czech Republic.svg ჩეხეთი[14] [13]
ალმა-მატერი Faculty of Arts, Charles University in Prague და Film and TV School of the Academy of Performing Arts in Prague
პერიოდი 1975
Magnum opus ხუმრობა, The Book of Laughter and Forgetting, The Unbearable Lightness of Being, Immortality[15] , Laughable Loves[15] და The Art of the Novel
ჯილდოები ჰერდერის პრემია, ჩინო დელ დუკას პრემია[16] , ღისების მედალი, საპატიო ლეგიონის ორდენი, ვილენიცის პრემია, მედიჩის პრემია უცხოური ლიტერატურისათვის, ნელი ზაქსის პრემია, იერუსალიმის პრემია, City of Brno Award[17] , Honorary citizenship of Brno[18] , იაროსლავ სეიფერტის პრემია, Prix de la critique[19] , ავსტრიის სახელმწიფო პრემია ევროპული ლიტერატურისთვის[20] , Common Wealth Award of Distinguished Service, ფრანც კაფკას პრემია[21] და Decoration of Merit[22]
ნათესავ(ებ)ი Ludvík Kundera[23]
ხელმოწერა Milan Kundera signature.svg

მილან კუნდერა (დ. 1 აპრილი, 1929, ბრნო) ― წარმოშობით ჩეხი, ფრანგი მწერალი. ყველაზე კარგად ცნობილი რომანით „ყოფიერების აუტანელი სიმსუბუქე“.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მილან კუნდერა 1975 წლიდან საფრანგეთში მოღვაწეობს, 1981 წლიდან კი იგი საფრანგეთის მოქალაქეა. იგი დაიბადა ლუდვიკ კუნდერას ოჯახში, რომელიც თავის დროზე დიდი ჩეხი კომპოზიტორისა და პიანისტის, ლეოშ იანაჩეკის მოსწავლე იყო. მამის გავლენით მილან კუნდერა ფორტეპიანოზე დაკვრას ადრეულ ასაკში დაეუფლა. შემდგომში იგი სერიოზულად სწავლობდა მუსიკას, რამაც საბოლოოდ დიდი გავლენა იქონია მის მთლიან შემოქმედებაზე. 1948 წელს ბრნოს საშუალო სასწავლებლის დასრულების შემდეგ მილან კუნდერა სწავლას კარლის უნივერსიტეტში აგრძელებს, სადაც იგი ლიტერატურის და ესთეტიკის შესწავლას იწყებს, ორი სემესტრის შემდეგ კი მას საბუთები კინოაკადემიაში გადააქვს, სადაც იგი საწყის ეტაპზე რეჟისორობისა და სცენარისტობისათვის ემზადება. 1950 წელს იგი დროებით იძულებული გახდა, შეეწყვიტა სწავლის პროცესი პოლიტიკური მიზეზების გამო. სწავლის დასრულების შემდეგ, 1952 წელს კი იგი კინოაკადემიაში იწყებს მუშაობას მსოფლიო ლიტერატურის მასწავლებლად.

კუნდერა მიეკუთვნებოდა იმ ჩეხი ახალგაზრდების რიცხვს, რომელთაც საკუთარ თავზე გამოსცადეს მეორე მსოფლიო ომის ძნელბედობის ჟამი, რამაც მათ ცნობიერებაში რეალობის შავ–თეთრი ხედვა დაამკვიდრა. ამ გარემოებებმა მილან კუნდერა მარქსიზმამდე და კომუნისტურ პარტიაში გაწევრიანებამდე მიიყვანა. 1948 წელს ჩეხოსლოვაკიის კომპარტიაში წევრიანდება, 1950 წელს კი, იგი და ჩეხი მწერალი, იან ტრეფულკა ანტიპარტიული ქმედებებისათვის კომპარტიის რიგებიდან გარიცხეს. შემდგომში ეს ინციდენტი ტრეფულკამ აღწერა ნოველაში "ისინი ბედნიერები იყვნენ", 1962. კუნდერამ კი თავისი ცხოვრების ეს ეპიზოდი მისი რომანის, "ხუმრობის" ლაიტმოტივად გამოიყენა. მილან კუნდერა 1956 წელს დააბრუნეს კომუნისტურ პარტიაში, თუმცა 1970 წელს იგი მეორედ გააძევეს პარტიიდან. მილან კუნდერა, მრავალ ჩეხ მსახიობთან და მწერალთან ერთად, ჩართული იყო 1968 წელს პრაღაში მომხდარ ხავერდის რევოლუციაში, ხანმოკლე ოპტიმიზმი 1968 წლის აგვისტოში წითელი არმიის მიერ ჩეხოსლოვაკიის ექსპანსიით დასრულდა.

შემოქმედება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თავის პირველ რომანში "ხუმრობა" მილან კუნდერამ აღწერა ტოტალიტარიზმის სატირული მხარე კომუნისტური მმართველობის დროს. საბჭოეთისა და 1968 წელს წითელი არმიის ჩეხეთში შეჭრის კრიტიკის გამო მწერალი შავ სიაში მოხვდა და მისი რომანები მის სამშობლოში აიკრძალა. 1975 წელს კუნდერა საფრანგეთში გაიქცა. 1979 წელს, საფრანგეთში ყოფნისას, კუნდერამ დაწერა რომანი "სიცილი და დავიწყება", რომელიც მოგვითხრობს, თუ როგორ ებრძოდნენ ყველა საშუალებებით ჩეხეთის მკვიდრნი საბჭოთა რეჟიმს.

1984 წელს მილან კუნდერას ყველაზე აღიარებულმა ნაწარმოებმა, "ყოფიერების აუტანელმა სიმსუბუქემ" იხილა დღის სინათლე. რომანი მოგვითხრობს ორი ჩეხის, ტერეზას და ტომაშის, სიყვარულის ამბავს საბჭოთა ოკუპაციის დროს. 1988 წელს ფილიპ კაუფმანმა ამ რომანის ეკრანიზაცია განახორციელა, სადაც მთავარი როლები ჟულიეტ ბინოშმა და დენიელ დეი–ლუისმა შეასრულეს. 1990 წელს მილან კუნდერა ახალი რომანით "უკვდავება" წარდგა მკითხველთა წინაშე. ამ თხზულებამ ავტორი თანამედროვე ფრანგული ლიტერატურის კორიფედ აქცია.

კუნდერა დაჟინებით იმეორებს, რომ იგი რომანისტია და არა პოლიტიკური დისიდენტი მწერალი. პოლიტიკის თემა მის ბოლო რომანებში საბოლოოდ ქრება და მწერალი ფილოსოფიაზე და კოსმოპოლიტიზმზე ამახვილებს ყურადღებას. მილან კუნდერას სტილი, ფილოსოფიური გადახვევებით გაჯერებული, შთაგონებულია რობერტ მუზილის რომანებით და ფრიდრიხ ნიცშეს ნაწარმოებებით.

პერსონაჟების აღწერის დროს მილან კუნდერა ე. წ. "ფსიქოლოგიური რეალიზმის" ტექნიკას იყენებს. იგი მეტ ყურადღებას თავისი პერსონაჟების მენტალურ პროცესებს უთმობს, ვიდრე მათ გარეგნობასა და ხასიათს. მისი რწმენით, ეს სრულიად ზედმეტია, რადგან მკითხველის წარმოსახვა კითხვის პროცესში ავტომატურად ავსებს მწერლის მიერ შეგნებულად დატოვებულ ცარიელ ადგილებს.

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ხუმრობა, 1967
  • სასაცილო სასიყვარულო ისტორიები, 1960
  • სიცოცხლე სადღაც იქ არის, 1969
  • ჟაკი და მისი ბატონი, 1975
  • გამოსათხოვარი ვალსი, 1976 (ქართულად თარგმნა პაატა ჯავახიშვილმა, 2004)
  • სიცილისა და დავიწყების წიგნი, 1979
  • ყოფიერების აუტანელი სიმსუბუქე, 1984
  • რომანის ხელოვნება, 1985
  • უკვდავება, 1990
  • დაღალატებული აღთქმები, 1992
  • სიზანტე, 1992
  • პიროვნულობა, 1998
  • უმეცრება, 2000
  • ფარდა, 2005
  • უმნიშვნელობის ზეიმი, 2014

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. SNAC — 2010.
  2. ბროკჰაუზის ენციკლოპედია / Hrsg.: Bibliographisches Institut & F. A. Brockhaus, Wissen Media Verlag
  3. 3.0 3.1 3.2 Czech National Authority Database
  4. The Fine Art Archive — 2003.
  5. Český hudební slovník osob a institucí
  6. 6.0 6.1 Encyklopedie dějin města Brna — 2004.
  7. Babelio — 2007.
  8. Evidence zájmových osob StB (EZO)
  9. Munzinger Personen
  10. Deutsche Nationalbibliothek, Staatsbibliothek zu Berlin, Bayerische Staatsbibliothek et al. Record #118568043 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  11. 11.0 11.1 11.2 The Fine Art Archive — 2003.
  12. Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  13. 13.0 13.1 Le MondeParis: Societe Editrice Du Monde, 1944. — ISSN 0395-2037; 1284-1250; 2262-4694
  14. novinky.czBorgis, Seznam.cz, 1998.
  15. 15.0 15.1 http://www.slovnikceskeliteratury.cz/showContent.jsp?docId=1265
  16. http://grands-prix-2009.institut-de-france.fr/laureats_kundera.php
  17. https://www.brno.cz/obcan/vyznamne-osoby-a-vyroci/ceny-mesta-brna/
  18. https://www.brno.cz/obcan/vyznamne-osoby-a-vyroci/cestni-obcane-mesta-brna-od-r-1990/
  19. Académie française
  20. https://www.kunstkultur.bka.gv.at/staatspreis-fur-europaische-literatur
  21. https://www.theguardian.com/books/2020/sep/22/milan-kundera-joyfully-accepts-czech-republics-franz-kafka-prize
  22. Pahor pisatelju Milanu Kunderi podelil zlati red za zasluge — 2021.
  23. https://www.ceskatelevize.cz/lide/ludvik-kundera/