შინაარსზე გადასვლა

მარტოობის ასი წელიწადი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„მარტოობის ასი წელიწადი“

ავტორი გაბრიელ გარსია მარკესი
ქვეყანა არგენტინა[1] [2]
ენა ესპანური ენა
გამოცემის თარიღი 1967[3] [4] [5]
მთარგმნელი ელზა ახვლედიანი
ორიგინალური გამოცემის გარეკანი

მარტოობის ასი წელიწადი“ (ესპ. Cien años de soledad) — კოლუმბიელი მწერლის, ნობელის პრემიის ლაურეატის, გაბრიელ გარსია მარკესის, 1967 წლის რომანი. რომანში უხვად არის გამოყენებული უძველესი კულტურული სიმდიდრე: კლასიკური მითოლოგიური თემები, ხალხური ზღაპრული სახეები. რომანის ქართული თარგმანი ეკუთვნის ელზა ახვლედიანს.

ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც გარსია მარკესი თვრამეტი წლის იყო, სურდა დაეწერა რომანი, რომელიც დაფუძნებული იქნებოდა თავის პაპა-ბებიის სახლის ამბებზე, სადაც ის გაიზარდა. იგი მტკიცედ განაგრძობდა ბრძოლას აზრებთან, ფიქრობდა წერის ხელსაყრელ სტილსა და იდეაზე. ერთ დღესაც, მან ამ ყველაფერზე პასუხი მაშინ მიიღო, როდესაც ოჯახთან ერთად მანქანით აკაპულკოსკენ მიემართებოდა. მარკესმა მანქანა გზიდან მოატრიალა და ოჯახი სახლში დაბრუნდა, რათა მას წერა დაეწყო. ავტომობილიც გაყიდა, რადგან იმ პერიოდში, როცა ის წერით იქნებოდა დაკავაბული, ოჯახს საარსებოდ ფული ესაჭიროებოდა. მაგრამ რომანმა იმაზე მეტი დრო წაიღო, ვიდრე ის ვარაუდობდა, თვრამეტი თვის მანძილზე მარკესი ყოველდღე წერდა. მისი მეუღლე საკვებს ნისიად იღებდა, ბინის მეპატრონისთვის კი ცხრა თვის ქირა დაუგროვდათ გადასახდელი.[6]

თხრობის ფორმა, როგორც თავად მწერალი აღნიშნავს ერთ-ერთ ინტერვიუში, „სწორხაზოვანი, თანმიმდევრული და რამდენადმე ზედაპირულია“.

ყურადღება!  ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.

ტრაგიკული და, ამავე დროს, სასაცილომდე უცნაურია ბუენდიების გვარის ამბავი. სიუჟეტი აღწერს ბუენდიების ოჯახის რამდენიმე თაობის ქრონიკებს, იმ დროიდან, რაც მათ ფიქციური სამხრეთამერიკული სოფელი მაკონდო დააარსეს, მათ ცხოვრებას და სირთულეებს, ინცესტის მაგალითებს, დაბადებებსა და გარდაცვალებებს. ბუენდიები უმეტესად ძლიერი ვნებებისა და რკინის ნების ადამიანები იყვნენ: უყვარდათ, სძულდათ, შრომობდნენ, ომობდნენ, ერთ დღეს კი თავს დაატყდათ სტიქია და პირისაგან მიწისა აღიგავა მაკონდო და ბუენდიების უკანასკნელი ნაშიერი.

კრიტიკოსების მიერ მაკონდო ხშირად განზოგადებულია ლათინური ამერიკის სასოფლო დასახლებებთან ან მარკესის მშობლიურ ქალაქ არაკატაკასთან.[7][8] რომანმა საყოველთაო პოპულარობა მოიპოვა, ავტორს კი 1972 წელს ნობელისა და რომულო გალიეგოსის პრემიები მოუტანა. რომანს ამერიკელი მწერალი უილიამ კენედი უწოდებდა „პირველ ლიტარატურულ ნაწარმოებს, ბიბლიის ერთ-ერთი წიგნის, „დაბადების“ შემდეგ, რომელიც მთელმა კაცობრიობამ უნდა წაიკითხოს“.[9] „მარტოობის ასი წელიწადის“ საპასუხოდ გამოქვეყნდა ლიტერატურული კრიტიკის ასობით სტატია და წიგნი. მიუხედავად იმისა, რომ წიგნმა მრავალი აღიარება მოიპოვა, გარსია მარკესს მის წარმატებაში მაინც ეჭვი ეპარებოდა. ერთხელ მან შენიშნა: „ბევრ კრიტიკოსს ავიწყდება, რომ ისეთი რომანი, როგორიცაა „მარტოობის ასი წელიწადი“, სულ მცირედითაა ოხუნჯობა, მაგრამ სავსეა ახლო მეგობრობის სიგნალებით; აქედან გამომდინარე, წიგნის შეფასებასთან ერთად, ისინი იღებენ მისი შიგთავსის გაშიფვრის პასუხისმგებლობას და საკუთარი თავების გასულელების რისკს.[8] მას შემდეგ, რაც 1967 წელს წიგნი დაიბეჭდა, იგი მისი კომერციულად ყველაზე წარმატებული რომანი გამოდგა; გაიყიდა ნაწარმოების დაახლოებით 30 მილიონი ასლი.[10]

აშშ-ის პრეზიდენტმა ბილ კლინტონმა მარკესის აშშ-ში შესვლაზე აკრძალვა მოხსნა და „მარტოობის ასი წელიწადი“ თავის საყვარელ რომანად დაასახელა.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Internet Speculative Fiction Database(untranslated), 1967.
  2. Identifiants et RéférentielsABES, 2011.
  3. Bell A. Encyclopædia BritannicaEncyclopædia Britannica, Inc., 1768.
  4. Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  5. Internet Speculative Fiction Database — 1995.
  6. Apuleyo Mendoza და García Márquez 1983, p. 74–75
  7. Pelayo და García Márquez 2001, p. 97
  8. 1 2 Apuleyo Mendoza და García Márquez 1983, p. 72
  9. García Márquez, One Hundred Years of Solitude, HarperCollins, ISBN 0-87352-535-3, http://www.harpercollins.com/books/9780060883287/One_Hundred_Years_of_Solitude/index.aspx
  10. BBC News - Tributes pour in for Colombian author Gabriel Garcia Marquez. Bbc.com (2014-04-18). ციტირების თარიღი: 2014-04-24.