პროცესი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
პროცესი
The Trial
Kafka Der Prozess 1925.jpg
პირველი გამოცემა
ავტორი ფრანც კაფკა
ქვეყანა გერმანია
ენა გერმანული
ჟანრი ფილოსოფიური რომანი
დისტოპიური რომანი
აბსურდისტული რომანი
გამომცემელი „Verlag Die Schmiede“, ბერლინი
გამოცემის თარიღი 1925

პროცესი (გერმანული სათაური Der Process , Der Prozess , Der Proceß

and Der Prozeß

) — ფრანც კაფკას რომანი. დაიწერა 1914-1915 წლებში, მაგრამ 1925 წლამდე არ გამოქვეყნებულა. ფრანც კაფკას ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი რომანი მოგვითხრობს კაცზე, რომელიც დააკავა და დასაჯა დაუდგენელმა ორგანომ. მის დანაშაულს ვერ ადგენს მკითხველიც. კაფკაზე დიდი გავლენა იქონია დოსტოევსკის „დანაშაულმა და სასჯელმა“ და „ძმებმა კარამაზოვებმა“. ის უფრო შორსაც წავიდა და დოსტოევსკის სისხლით ნათესავსაც ეძახდა.[1]

როგორც კაფკას სხვა რომანები, „პროცესი“ არის დაუსრულებელი, თუმცა ის შეიცავს თავს, სადაც ამბავი სრულდება. ამის გამო, არსებობს გარკვეული შეუსაბამობები და წყვეტები რომანის თხრობისას.

მას შემდეგ, რაც კაფკა გარდაიცვალა 1924 წელს, მისმა მეგობარმა, ლიტერატორმა მაქს ბორდმა შეასწორა რომანის ტექსტი გამოსაცემად. ორიგინალი ტექსტი ინახება თანამედროვე ლიტერატურის მუზეუმში, გერმანიაში. 1999 წელს წიგნი შეიყვანეს „Le Monde-ს“ საუკუნის 100 წიგნში, მეორე ნომრად, როგორც მე-20 საუკუნის საუკეთესო გერმანული რომანი.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Bridgwater, Patrick (2003). Kafka: Gothic and Fairytale. Rodopi. p. 9. ISBN 978-90-420-1194-6.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Wikisource
ვიკიწყაროში არის სტატიასთან დაკავშირებული ორიგინალური ტექსტი