ჯინსების თაობა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ჯინსების თაობა
Jinsebis taoba.jpg
წიგნის ყდა
ავტორი დათო ტურაშვილი
ქვეყანა საქართველო
ენა ქართული
ჟანრი ახალგაზრდული ლიტერატურა, რომანი
გამომცემელი ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
მედია 2008
გვერდი 162
ISBN ISBN 978-9941-403-85-9

„ჯინსების თაობა“დათო ტურაშვილის 2008 წლის რომანი. წიგნი მოგვითხრობს 1983 წელს მომხდარ თვითმფრინავის გატაცებაზე, რომელსაც არაერთი ქართველი შეეწირა. 2001 წლის 19 მაისს ქართველმა რეჟისორმა დავით დოიაშვილმა თავისუფალ თეატრში დადგა სპექტაკლი „ჯინსების თაობა“. პიესის ავტორია საკუთრივ დათო ტურაშვილი.[1]

სიუჟეტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რომანში სიუჟეტი თვითმფრინავის ბიჭების საქმის გარშემო ტრიალდება. წიგნის მთავარი გმირები ერთმანეთზე შეყვარებული ახალგაზრდები, გეგა და თინა არიან. წიგნში მოყოლილია თუ როგორ სცადა შვიდმა ქართველმა საბჭოთა საქართველოდან თვითმფრინავის გატაცება და ამ გზით ამერიკაში მოხვედრა. თვითმფრინავის გატაცებაში გეგა კობახიძე, დავით მიქაბერიძე, სოსო წერეთელი, კახა ივერიელი, პაატა ივერიელი, გია ტაბიძე და თინა ფეტვიაშვილი მონაწილეობდნენ. სამგზავრო თვითმფრინავი ტუ-134A თბილისიდან ბათუმში უნდა გაფრენილიყო, ისინი აეროპორტში დაშვებამდე თვითმფრინავის უახლოეს კაპიტალისტურ ქვეყანაში — თურქეთში გატაცებას გეგმავდნენ. გამტაცებელთა გეგმები მკვეთრად შეიცვალა, როდესაც აღმოაჩინეს, რომ თვითმფრინავი არა თურქეთის, არამედ თბილისის აეროპორტში დაეშვა. გია ტაბიძე ატეხილი სროლის შედეგად ადგილზევე გარდაიცვალა. ყელში დაიჭრა და მოგვიანებით სისხლისგან დაიცალა სოსო წერეთელი, რომელთანაც, როგორც ამბობენ, ექიმები არ მიუშვეს. სასოწარკვეთილმა დავით მიქაბერიძემ კი, როგორც კი თბილისის აეროპორტში დასხდნენ, თავი მოიკლა. [2] რაც შეეხებათ დანარჩენებს, ისინი დააპატიმრეს. ასევე დააბატიმრეს სასულიერო პირი მამა თეოდორე, იგივე თეიმურაზ ჩიხლაძე, რომელიც თვითმფრინავში საერთოდ არ იმყოფებოდა და უბრალოდ გამტაცებელთა მეგობარი იყო.

რამდენიმე თვიანი სასამართლო სხდომების შემდეგ, თინა ფეტვიაშვილს თხუთმეტი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, რომელიც თვითმფრინავის გატაცებისას ფეხმძიმედ იყო,[3] მაგრამ იზოლატორში ხელოვნურად მოუშალეს მუცელი, რომ სასჯელი არ შემსუბუქებოდა.[4] დანარჩენებს სასჯელის უმაღლესი ზომა — დახვრეტა მიესაჯათ.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]