ლახვრა
იერსახე
| ლახვრა | |
|---|---|
| კოორდინატები: 43°08′45″ ჩ. გ. 42°27′29″ ა. გ. / 43.14583° ჩ. გ. 42.45806° ა. გ. | |
| ქვეყანა | |
| ტერიტორიული ერთეული | მესტიის მუნიციპალიტეტი |
| სიმაღლე | 3720 მ |
| ქედი | სვანეთის კავკასიონი |
ლახვრა — მთა საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში, მესტიის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს სვანეთის კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედის სამხრეთ განშტოების — ცალგმილის ქედზე. სიმაღლე ზღვის დონიდან 3720 მ. კალთებზე 3 მყინვარია. პირველი საბჭოთა ასვლა განხორციელდა 1936 წელს.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- მარუაშვილი ლ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 150.