რამინ გობეჯიშვილი
| რამინ გობეჯიშვილი | |
|---|---|
![]() | |
| დაბ. თარიღი | 15 სექტემბერი, 1941[1] |
| დაბ. ადგილი | ნიგვზნარა, საქართველოს სსრ, სსრკ |
| გარდ. თარიღი | 26 აგვისტო, 2014[1] (72 წლის) |
| გარდ. ადგილი | თბილისი, საქართველო |
| დასაფლავებულია | ნიგვზნარა |
| მოქალაქეობა |
|
| საქმიანობა | გეოგრაფი[1] |
| მუშაობის ადგილი | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტი |
| ალმა-მატერი | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
| სამეცნიერო ხარისხი | გეოგრაფიის მეცნიერებათა დოქტორი |
| ჯილდოები | ღირსების ორდენი |
რამინ გობეჯიშვილი (დ. 15 სექტემბერი, 1941, ნიგვზნარა, საქართველოს სსრ — გ. 26 აგვისტო 2014, თბილისი, საქართველო) — ქართველი გეოგრაფი. გეოგრაფიის მეცნიერებათა დოქტორი (1995), პროფესორი (1996). სსრკ მეცნიერებათა აკადემიის გლაციოლოგიის სექციის ბიუროს წევრი (1988-1992), საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოების ვიცე-პრეზიდენტი (1996-2008), ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტის დირექტორი (2005-2007).
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1964 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი. 1979 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: „მთიანი რაიონების თანამედროვე რელიეფწარმომქმნელი პროცესების კვლევა სტერეოფოტო-გრამმეტრიული მეთოდებით“, ხოლო 1995 წელს სადოქტორო დისერტაცია თემაზე: „საქართველოს თანამედროვე მყინვარები და ევრაზიის მთებში გამყინვარების ევოლუცია“.
1979-1981 წლებში ვახუშტი ბაგრატიონის გეოგრაფიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, 1981-1986 წლებში ვახუშტი ბაგრატიონის გეოგრაფიის ინსტიტუტის აეროკოსმოსური მეთოდების ლაბორატორიის ხელმძღვანელი, 1986-2006 წლებში ვახუშტი ბაგრატიონის გეოგრაფიის ინსტიტუტის გლაციოლოგიის ლაბორატორიის ხელმძღვანელი. 2003-2006 წლებში — თსუ-ის გეომორფოლოგია-გეოეკოლოგიის კათედრის გამგე. 1995-2003 წლებში — გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტზე კარტოგრაფია-გეოინფორმატიკის კათედრის პროფესორი.[2]
მონაწილეობდა ევრაზიის კონტინენტზე ჩატარებულ გლაციოლოგიურ და გეომორფოლოგიურ ექსპედიციებში. დამუშავებული აქვს ძველი გამყინვარების რეკონსტრუქციის კვლევის ახალი მეთოდი, რომლის მიხედვითაც შეადგინა კავკასიონის, ტიან-შანის, აღმოსავლეთ ანატოლიის, აღმოსავლეთ ტიბეტისა და ცენტრალური ჰიმალაის გვიანდელი პლეისტოცენური გამყინვარების რუკები. მონაწილეობდა „მსოფლიოს თოვლყინულოვანი რესურსების ატლასის“ შედგენაში (1997).
რამინ გობეჯიშვილი 9 მონოგრაფიისა და 120 სტატიის ავტორია, აქედან ქართულად — 58, რუსულად — 47, ინგლისურად — 15.[2] გარდაიცვალა 2014 წელს. დაკრძალულია სოფელ ნიგვზნარაში.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ვაშაკიძე ც., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 54.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1 2 3 საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი — 2001.
- 1 2 რამინ გობეჯიშვილი – ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-04. ციტირების თარიღი: 2013-02-28.
