ხიდისთავი (ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი): განსხვავება გადახედვებს შორის
[შემოწმებული ვერსია] | [შემოწმებული ვერსია] |
No edit summary |
|||
ხაზი 64: | ხაზი 64: | ||
|- |
|- |
||
| 1908<ref>[https://dlib.rsl.ru/viewer/01003824991#?page=341 Кавказский календарь на 1910 год]</ref> ||{{კლება}} 1404|| |
| 1908<ref>[https://dlib.rsl.ru/viewer/01003824991#?page=341 Кавказский календарь на 1910 год]</ref> ||{{კლება}} 1404|| |
||
|- |
|||
| 1911<ref>[https://dlib.rsl.ru/viewer/01003824988#?page=262 Кавказский календарь на 1912 год]</ref> || {{კლება}} 1017|| || |
|||
|- |
|- |
||
| 2002<ref name="აღწერა 2002" /> || {{კლება}} 463 || 202 || 261 |
| 2002<ref name="აღწერა 2002" /> || {{კლება}} 463 || 202 || 261 |
12:53, 14 იანვარი 2019-ის ვერსია
სოფელი | |
---|---|
ხიდისთავი | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | გურიის მხარე |
მუნიციპალიტეტი | ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი |
თემი | ხიდისთავი |
კოორდინატები | 41°57′38″ ჩ. გ. 42°14′25″ ა. გ. / 41.96056° ჩ. გ. 42.24028° ა. გ. |
დაარსდა | მეზოლითი |
პირველი ხსენება | XVI საუკუნე |
ადრეული სახელები | ოცხანა |
ცენტრის სიმაღლე | 230 მ |
მოსახლეობა | 303[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები[2] |
სასაათო სარტყელი | UTC+04:00 |
ხიდისთავი — სოფელი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი: (ხიდისთავი, ახალშენი, ზენობანი, მეწიეთი, წიფნაგვარა, ჭაჭიეთი). სოფელში ფუნქციონირებს საზოგადოებრივი ცენტრი. სოფელში არის საჯარო სკოლა.[3]
გეოგრაფია
მდებარეობს მდინარე გუბაზეულის ნაპირებზე, ზღვის დონიდან 230 მ., ჩოხატაურიდან 7კმ., საჯავახოდან (რკინიგზის უახლოესი სადგური) 27 კმ. სოფელში გადის ჩოხატაური-ბახმაროს საავტომობილო გზა.
ისტორია
1964 წლის მაისში ჩოხატაურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის ექსპედიციამ (რ. გიორგაძე, ალ. კალანდაძე) მდინარეების კალაშისა და გუბაზოულის შესაყარში აღმოაჩინეს მეზოლითური ნამოსახლარი.[4] მოპოვებულ ძეგლებშია ბრინჯაოს თოხები, ბრინჯაოს ბარი, სპილენძის ზოდები, სპილენძის ქვაბი და ა.შ.[5]
ხიდისთავის ძველი სახელწოდებაა ოცხანა. ის იყო ბასილეთის სასოფლო საზოგადოების ცენტრი, რომელშიც შედიოდა სოფლები ოცხანა, ბასილეთი და მეწიეთი. აქ მოდიოდა ვაზის ჯიში ოცხანური საფერე. XVI საუკუნეში ოცხანას მოსახლეობა შეადგენდა 20 კომლს. თემი როსტომ გურიელმა შესწირა ბიჭვინთის ღვთისმშობელს. 1870-იან წლებში საზოგადოების მოსახლეობა 400 კომლს შეადგენდა. ოცხანაში მოქმედებდა ბაზარი და ამიტომ ხიდისთავი ქალაქადაც მოიხსენიებოდა.[6]1903 წელს სოფელში გაიხსნა ბიბლიოთეკა. 1908 წელს სოფლები ხიდისთავი და ოცნახა ცალ-ცალკე იყო აღწერილი. 1905 წლის რევოლუციის დროს აქ იმართებოდა პოლიტიკური კრებები, რის აღსანიშნავადაც დგას ობელისკი[7] საბჭოთა პერიოდში მოქმედებდა კოლმეურნეობა, რომლის ძირითადი საქმიანობა მეჩაიეობა და მეცხოველეობა იყო.
დემოგრაფია
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
1883[8] | 1944 | ||
1893[9] | 2598 | , | |
1908[10] | 1404 | ||
1911[11] | 1017 | ||
2002[2] | 463 | 202 | 261 |
2014[1] | 303 | 143 | 160 |
ცნობილი ადამიანები
სოფელში დაიბადნენ:
- გაიოზ გოგიბერიძე ― მსახიობი.
- ანა კალანდაძე ― პოეტი.
- ალექსანდრე კალანდაძე ― არქეოლოგი, ისტორიკოსი.
- ქეთევან ლომთათიძე ― ენათმეცნიერი.
გალერეა
-
ანა კალანდაძის სახლი
-
ხიდისთავის საჯარო სკოლა
-
ნოდარ დუმბაძის სახელობის ხიდი მდინარე გუბაზოულზე
-
სოფლის ყოფილი ადმინისტრაციული შენობა
-
1905 წლის ობელისკი
-
ბიბლიოთეკა
-
ავტობუსის გაჩერება
-
მდინარე გუბაზოული
ლიტერატურა
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 480.
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო
- ↑ 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
- ↑ 2.0 2.1 საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II
- ↑ საგანმანათლებლო დაწესებულებების კატალოგი
- ↑ დ. ქორიძე, „კოლხური კულტურისთვის დამახასიათებელი ძეგლები ჩოხატაურის რაიონიდან“, ჩოხატაურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის მეორე სამეცნიერო სესია გვ 16 — 1964 წ.
- ↑ რ. გიორგაძე„ახალი აღმოჩენები“ //„ლენინის დროშა“ — 6 ივნისი, 1964 წ.
- ↑ დიმიტრი ბაქრაძე, „არქეოლოგიური მოგზაურობა გურიასა და აჭარაში“, გვ.177 — ბათუმი, „საბჭოთა აჭარა“, 1987
- ↑ მ. კილაძე, გურიის გლეხთა რევოლუციური ბრძოლის სახელოვანი ფურცელი, გაზეთი „ლენინის დროშა“, N10, გვ 3., 1955 წ.
- ↑ Кавказский календарь на 1885 год გვ. 215
- ↑ Кавказский календарь на 1894 год გვ. 340
- ↑ Кавказский календарь на 1910 год
- ↑ Кавказский календарь на 1912 год
|