სექტემბერი 2010

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
<< სექტემბერი >>
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30
2010

სექტემბერი - 2010 წლის მეცხრე თვეა. დაიწყო ოთხშაბათს და დამთავრდა 30 დღის შემდეგ ხუთშაბათს.

პორტალი:ახალი ამბები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მიმდინარე მოვლენები 1 სექტემბერი, 2010 (2010-09-01) (ოთხშაბათი)
  • გალის რაიონის სოფელ კოხორაში რუსული სამხედრო ბაზა იწვის. ბაზაზე ცოტა ხნის წინ აფეთქება მოხდა, რამაც ხანძარი გამოიწვია. აფეთქების მიზეზი უცნობია. ხანძრის კერას რუსები ვერტმფრენებით აქრობენ. (პირველი არხი)
  • მსოფლიო საკალათბურთო ჩემპიონატზე, ესპანეთის ნაკრებმა ლიტვასთან 18–ქულიანი უპირატესობის შენარჩუნება ვერ შეძლო და თურქეთში მეორე მატჩი წააგო. დღის ცენტრალური შეხვედრა კი მასპინძელ თურქეთის ნაკრებსა და საბერძნეთს შორის გაიმართა. თურქმა კალათბურთელებმა ზედიზედ მესამე მატჩი მოიგეს და „C“ ჯგუფის ლიდერობენი არიან. (პირველი არხი)
  • ხანძარი რაჭაში. ცეცხლი სოფელ გლოლასა და ჭიორას შორის ტყის მასივს გაუჩნდა. ნოწორას ხეობაში ხანძარი დაახლოებით 7–დან 8 ჰექტრამდე ტყის ფართობს მოედო. დამწვარია იშვიათი ჯიშის წიწვოვანი ხეები. ძლიერი ქარი და მიუდგომელი ფერდობები ცეცხლის ჩაქრობას ართულებს. შემთხვევის ადგილას მობილიზებულნი არიან ონის მუნიციპალიტეტის საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომლები. 150 მეხანძრე ცეცხლის ჩაქრობას ამ წუთებშიც ცდილობს. (პირველი არხი)
მიმდინარე მოვლენები 2 სექტემბერი, 2010 (2010-09-02) (ხუთშაბათი)
მიმდინარე მოვლენები 3 სექტემბერი, 2010 (2010-09-03) (პარასკევი)
მიმდინარე მოვლენები 4 სექტემბერი, 2010 (2010-09-04) (შაბათი)
მიმდინარე მოვლენები 5 სექტემბერი, 2010 (2010-09-05) (კვირა)
  • ელექტროენერგია გაითიშა ქვეყნის მასშტაბით დღეს, დაახლოებით 14 საათისთვის. ქსანში მომხდარი ხანძრის შედეგად ცეცხლი მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემ ხაზებს მოედო, რამაც ერთ–ერთი მთავარი გადამცემი სისტემის „ქართლი 2–ის“ გათიშვა გამოიწვია. ელექტროენერგია 2 საათის განმავლობაში შეზღუდვით მიეწოდებოდა დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს. დენი გაითიშა დედაქალაქშიც. რამდენიმე წუთის განმავლობაში გათიშული იყო თბილისის მეტროპოლიტენი და სხვა სასიცოცხლო ობიექტები. ამჟამად ქსელი ეტაპობრივად იტვირთება. (პირველი არხი)
  • საქართველოს 21 წლამდე ფეხბურთელთა გუნდმა თურქეთი სტუმრად 1:0 დაამარცხა. ოთარ გაბელიას ნაკრებმა ახალგაზრდა თურქ ფეხბურთელებს განმეორებით შეხვედრაშიც სძლია. 50-ე წუთზე კეშიმალის ავტოგოლი გადამწყვეტი აღმოჩნდა და საქართველომ უშუალო კონკურენტს თურქეთში მოუგო. მორიგი სამი ქულის მოპოვებით ოთარ გაბელიას გუნდმა ევროპის 2011 წლის ჩემპიონატზე გასვლის შანსი შეიანარჩუნა. (პირველი არხი)
მიმდინარე მოვლენები 6 სექტემბერი, 2010 (2010-09-06) (ორშაბათი)
  • საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები მონაწილეობას მიიღებს ევროპის 2011 წლის ჩემპიონატის ფინალურ ტურნირში. ეს ცნობილი გახდა მას შემდეგ, რაც კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციის - ფიბას - აღმასრულებელმა კომიტეტმა კვირას, სტამბოლში გამართულ სხდომაზე, გადაწყვიტა, ფინალური ტურნირის მონაწილეთა რაოდენობა 16-დან 24 გუნდამდე გაზარდოს. ფიბას ევროპის განყოფილების გენერალურმა მდივანმა ნარ ზანოლინმა ეს ნაბიჯი იმით ახსნა, რომ ბოლო ხანს ევროპის ქვეყნებში საგრძნობლად ამაღლდა კალათბურთის დონე. „ამის დასტურია თურქეთში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატი, რომელზეც ათი ევროპელი მონაწილიდან ცხრამ ჯგუფური ეტაპი დაძლია და მერვედფინალში თამაშის უფლება მოიპოვა“, განაცხადა ზანოლინმა. ფინალური ტურნირის მონაწილეთა რაოდენობის გაზრდის ინიციატივა ეკუთვნის ჩემპიონატის მასპინძელს - ლიტვას. ფინალურ ასპარეზობას ეს ქვეყანა 2011 წლის 3-დან 18 სექტემბრამდე უმასპინძლებს. (რადიო თავისუფლება)
მიმდინარე მოვლენები 7 სექტემბერი, 2010 (2010-09-07) (სამშაბათი)
  • ონის მუნიციპალიტეტის სოფლებში ტყის მასივში გაჩენილი ხანძრის ლოკალიზება ამ დრომდე ვერ ხერხდება. ხანძარმა წიწვოვანი ჯიშის ხეები გადაწვა. ძლიერი ქარის გამო გავრცელებული ცეცხლის ჩაქრობა ადგილობრივი ძალებით შეუძლებელი გახდა და თბილისიდან მათ დასახმარებლად შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციათა მართვის დეპარტამენტის სამაშველო სამსახური ჩავიდა. ისინი 2 ვერტმფრენით ცეცხლს უკვე 2 დღეა აქრობენ. ადგილზე არსებული 10 კერიდან დილისთვის 5 კერის ჩაქრობა მოხერხდა. კლდოვან მხარეს ცეცხლს სამაშველო სამსახური ებრძვის, მთის მეორე მხრიდან კი – ადგილობრივი მოსახლეობა. (პირველი არხი)
მიმდინარე მოვლენები 8 სექტემბერი, 2010 (2010-09-08) (ოთხშაბათი)
  • ხანძარი ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ცეცხლი ოსურ სოფლებში წინაგარასა და დულეთში ხეხილის ბაღებს გაუჩნდა და დაახლოებით ერთ საათში გორის რაიონის სოფელ ბერშუეთშიც გადავიდა. მოსახლეობამ ხანძრის ჩაქრობა საკუთარი ძალებით და სახანძრო სამსახურის დაეხმარებით შეძლო, თუმცა ხეხილის ბაღები მაინც განადგურდა. ხანძარი იყო კახეთშიც. გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიმითში, ჯერჯერობით დაუდეგენლი მიზეზით, ვენახებს ცეცხლი გაუჩნდა. დამწვრაია სამ ჰექტრამდე საფერავისა და რქაწითელის ჯიშის ვაზი. ხანძარია რაჭაშიც. ხანძარმა წიწვოვანი ტყის დაახლოებით 15-მდე ჰექტარი გაანადგურა. (პირველი არხი)
  • დამანგრეველი მიწისძვრიდან 4 დღის შემდეგ, ახალ ზელანდიაში ძლიერი ბიძგები განმეორდა. ქალაქ ქრაისთ ჩერჩის მოსახლეობა პანიკამ მოიცვა. სეისმოლოგიური სამსახურის ცნობით, ბიძგების სიმძლავრე 5,1 ბალი იყო. სტიქიის გამო, ახალი ზელანდიის ხელისუფლებამ ქრაისთ ჩერჩში საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივების გადაწყვეტილება მიიღო. პირველი მიწისძვრა ახალ ზელანდიაში შაბათს, გამთენიისას მოხდა. 7–ბალიანი ბიძგების შედეგად, ათობით საცხოვრებელი სახლი დაინგრა. სტიქიას მსხვერპლი არ მოჰყოლია. (პირველი არხი)
მიმდინარე მოვლენები 9 სექტემბერი, 2010 (2010-09-09) (ხუთშაბათი)
  • ალტაის მხარეში ხანძრის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ცეცხლი უკვე მხარის 15–მდე რაიონში გავრცელდა. ტყის ხანძარი რუსეთში ყაზახეთიდან გავრცელდა, სადაც პრაქტიკულად მთლიანად დაიწვა ნიკოლაევკას დასახლებული პუნქტი. ხანძრის ახალი კერები გაჩნდა ვოლგოგრადის რეგიონშიც. ხანძრის ლოკალიზება მეხანძრეებმა დროულად შეძლეს. მასშტაბურმა ხანძარმა გასულ კვირას ვოლგოგრადის რეგიონში 500-ზე მეტი საცხოვრებელი სახლი გაანადგურა. დიმიტრი მედვედევის თქმით ზაფხულის განმავლობაში მომხდარმა ხანძრებმა სისტემაში არსებული ბევრი ხარვეზი აღმოაჩინა, რაც სასწრაფო რეაგირებას საჭიროებს. (პირველი არხი)
მიმდინარე მოვლენები 10 სექტემბერი, 2010 (2010-09-10) (პარასკევი)
  • ხანძარია ესპანეთში. ცეცხლი ვალენსიასთან ახლოს მდებარე ტყის მასივს გაუჩნდა. შედეგად 3 ათას ჰექტრამდე წიწვოვანი ტყე განადგურდა. ტყის მცველების ცნობით, ხანძარი შესაძლოა დაუდევრობის გამო გაჩნდა. რამდენიმე სოფელი მოსახლეობამ დატოვა. ხანძრის ლოკალიზებისთვის ადგილზე მობილიზებულია ათობით მეხანძრე და სპეციალური ტექნიკა. (პირველი არხი)
  • პოლონეთში 102 ადამიანი დააკავეს, რომლებსაც არასრულწლოვანთა პორნოგრაფიის პროპაგანდაში ედება ბრალი. როგორც სააგენტო „ფრანს პრესი“ იტყობინება, პოლონეთის პოლიციამ ჩხრეკა ჩაატარა ათეულობით სახლსა და ინტერეტ კაფეში, საიდანაც ამოიღეს 3,500 კომპაქტ დისკი, რომლებზეც არასრულწლოვანთა პორნოგრაფიული ფოტოები იყო განთავსებული. (რადიო თავისუფლება)
  • ხანძრის ახალი კერაა რუსეთში. ცეცხლი, რომელიც რუსეთში ყაზახეთიდან გადავიდა, დასახლებულ პუნქტებსაც მოედო. ხანძარი ისე სწრაფად გავრცელდა, რომ მეხანძრეების მისვლამდე სოფელი ნიკოლაევკა მთლიანად დაიწვა. განადგურებულია 400-ზე მეტი საცხოვრებელი სახლი. მოგვიანებით კი მეხანძრეებმა ხანძრის ლოკალიზება მოახერხეს. რამდენიმე სოფლიდან მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს. (პირველი არხი)
მიმდინარე მოვლენები 11 სექტემბერი, 2010 (2010-09-11) (შაბათი)
  • ამერიკის შეერთებულ შტატებში მიმდინარეობს 11 სექტემბრის ტერაქტების მე-9 წლისთავისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებები. ნიუ-იორკში, მანჰეტენში, ე.წ. „გრაუნდ ზეროსთან,“ სადაც დანგრეული ვაჭრობის მსოფლიო ცენტრის ორი კოშკი იდგა, წუთიერი დუმილით აღნიშნეს ის დრო, როცა ტერორისტებმა პირველი გატაცებული ავიალაინერი შეაჯახეს ცენტრის ტყუპ კოშკებს. 11 სექტემბრის ტერაქტების შედეგად 3000-მდე ადამიანი დაიღუპა. ტერორისტებმა გატაცებული ოთხი თვითმფრინავიდან მესამე პენტაგონის შენობას შეაჯახეს, მეოთხე კი პენსილვანიის შტატში მინდორზე ჩამოვარდა. (რადიო თავისუფლება)
მიმდინარე მოვლენები 12 სექტემბერი, 2010 (2010-09-12) (კვირა)
  • ქუთაისში, სააქციო საზოგადოება „აბრეშუმკომბინატში“ დღეს ხანძარი გაჩნდა და გავრცელებული ინფორმაციით, საწარმოს ერთ-ერთ კორპუსი გაანადგურა. ხანძარი ამ დროისთვის ლოკალიზებულია. მოხერხდა დოკუმენტების გადარჩენა. (რადიო თავისუფლება)
მიმდინარე მოვლენები 13 სექტემბერი, 2010 (2010-09-13) (ორშაბათი)
მიმდინარე მოვლენები 14 სექტემბერი, 2010 (2010-09-14) (სამშაბათი)
  • ატლანტის ოკეანეში წარმოქმნილი ქარიშხალი „იგორი“ მალე ბაჰამის კუნძულებს მიაღწევს. ამ დროისთვის ის ბერმუდის კუნძულებთან ახლოს იმყოფება და დასავლეთისკენ ინაცვლებს. ქარიშხლის სიმძლავრე 5–ბალიანი შკალით 4 ბალით ფასდება. სტიქიის ზონაში ქარის სიჩქარე საათში 240 კილომეტრს აღწევს. სპეციალისტები ფიქრობენ, რომ მეხუთე კატეგორიას „იგორი“ უკვე უახლოეს 6 საათში მიაღწევს. პარალელურად, ბაჰამის კუნძულებისკენ უკვე დაიძრა ტროპიკული შტორმი „ჯულია“. ქარიშხლების სეზონი პირველი ივნისიდან იწყება და 30 ნოემბრამდე გრძელდება. (პირველი არხი)
მიმდინარე მოვლენები 15 სექტემბერი, 2010 (2010-09-15) (ოთხშაბათი)
  • სტიქია ინდოეთში. ინტენსიური წვიმების შედეგად, მდინარე იამუნა ადიდდა და მსოფლიოს ერთ-ერთ საოცრება ტაჯ-მაჰალს დატბორვით დაემუქრა. მდინარეში წყლის დონემ დასაშვებ ზღვარს უკვე გადააჭარბა. წვიმამ ინდოეთში უკვე 15 პროვინციაზე მეტი დააზიანა. მსგავსი მასშტაბის სტიქია ინდოეთში ბოლო 37 წლის განმავლობაში არ ყოფილა. მსხვერპლისა და დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე არ ვრცელდება. (პირველი არხი)
  • პაკისტანში, დაახლოებით, 11 ადამიანი დაიღუპა აშშ-ის უპილოტო თვითმფრინავის მორიგი რეიდების შედეგად. საჰაერო დარტყმები ჩრდილო-დასავლეთში მდებარე რეგიონში, ავღანეთის მოსაზღვრე ჩრდილოეთ ვაზირისტანში განხორციელდა. (რადიო თავისუფლება)
მიმდინარე მოვლენები 16 სექტემბერი, 2010 (2010-09-16) (ხუთშაბათი)
  • როგორც ირანული საინფორმაციო სააგენტო იუწყება, თეირანის მახლობლად მომხდარ ავტოკატასტროფას 29 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ათი ადამიანი კი დაშავებულია. საავტომობილო გზები ირანში მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე საშიშ გზებად ითვლება. ოფიციალური წყაროების განცხადებით, უკანასკნელი 12 თვის განმავლობაში ავტოკატასტროფების შედეგად ირანში 23 ათასი ადამიანი დაიღუპა. (რადიო თავისუფლება)
მიმდინარე მოვლენები 17 სექტემბერი, 2010 (2010-09-17) (პარასკევი)
  • უამინდობაა ესპანეთში. შტორმმა ქვეყნის რამდენიმე რეგიონს გადაუარა. დატბორილია მადრიდის ნაწილი. სტიქიის ზონაში ასობით მეხანძრე და მაშველი მუშაობს. წყლის დონე ქალაქის ზოგიერთ უბანში 2 მეტრს აჭარბებს. სტიქიის გამო გართულებულია ტრანსპორტის მოძრაობა. ქვეყნის დიდ ნაწილში საფრთხის ნარინჯისფერი დონეა გამოცხადებული. (პირველი არხი)
მიმდინარე მოვლენები 18 სექტემბერი, 2010 (2010-09-18) (შაბათი)
  • ავღანეთში გაიმართა საპარლამენტო არჩევნები, რომელთა თანმხლებმა ძალადობამ, გავრცელებული ინფორმაციით, 14 ადამიანი შეიწირა. ვარაუდობენ, რომ ბევრი ამომრჩეველი შეუშინდა შესაძლო თავდასხმებს, რომლებითაც თალიბანი იმუქრებოდა, მისივე განცხადებით, არჩევნების ჩასაშლელად. 1000-ზე მეტი საარჩევნო უბანი, ვერ გაიღო მწვავე საფრთხის გამო. 2500-მდე კანდიდატია ჩართული ბრძოლაში პარლამენტის ქვედა პალატის, ანუ ვოლესი ჯირგას 249 ადგილის მოსაპოვებლად. დღევანდელი არჩევნების წინასწარი შედეგები 8 ოქტომბრამდე არ იქნება ცნობილი, ხოლო საბოლოო შედეგებს 30 ოქტომბრისთვის მოელიან. (რადიო თავისუფლება)
  • ავღანეთი შეარყია ძლიერმა, 6,3 მაგნიტუდის მიწისძვრამ, რომელიც მეზობელ პაკისტანშიც იგრძნობოდა. მიწისძვრა ჩრდილო-აღმოსავლეთში მდებარე ჰინდუკუშის რეგიონში მოხდა, ადგილობრივი დროით, ღამის 12 საათამდე რამდენიმე წუთით ადრე. დაშავებულების ან ზარალის შესახებ ჯერ არაფერს იუწყებიან. (რადიო თავისუფლება)
მიმდინარე მოვლენები 19 სექტემბერი, 2010 (2010-09-19) (კვირა)
მიმდინარე მოვლენები 20 სექტემბერი, 2010 (2010-09-20) (ორშაბათი)
  • უკანასკნელი ინფორმაციით, სულ მცირე 23 ჯარისკაცი დაიღუპა ტაჯიკეთში ქვეყნის აღმოსავლეთით სამხედროების ავტოკოლონაზე თავდასხმის შედეგად. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი საინფორმაციო საშუალებები ავრცელებენ. მათივე ინფორმაციით, სამხედრო კოლონა რაშტის რაიონისაკენ, დუშანბეს მსჯავრდებულთა იზოლატორიდან გაქცეული პატიმრების ჯგუფის დასაკავებლად მიემართებოდა. მათზე შეტევა ყუმბარმტყორცნებითა და ტყვიამფრქვევებით განხორციელდა. სპეცსამსახურების განცხადებით, ბოევიკთა თავდასხმას შესაძლოა საველე მეთაური მულო აბდულო ხელმძღვანელობდა, რომელსაც გაქცეული პატიმრებიც შეუერთდნენ. რაიონში დამატებითი სამხედრო ძალებია გადაყვანილი. (რადიო თავისუფლება)
  • რეჟისორმა გოგი ქავთარაძემ „უდიდესი პასუხისმგებლობა“ უწოდა მის არჩევას თეატრალურ მოღვაწეთა კავშირის თავმჯდომარის პოსტზე. კენჭისყრა 20 სექტემებრს, აკაკი ხორავას სახელობის მსახიობის სახლში ჩატარდა. გოგი ქავთარაძემ - 66 ხმა მიიღო, დავით ანდღულაძემ - 22 ხმა, სანდრო მრევლიშვილმა - 15 ხმა. გოგი ქავთარაძის განცხადებით, ქართულ თეატრში უამრავი პრობლემაა, რომელთა გადასაჭრელად „მეგობრები და თეატრალური მოღვაწეები გვერდში დაუდგებიან“. გოგი ქავთარაძემ აღნიშნულ თანამდებობაზე გიგა ლორთქიფანიძე შეცვალა, რომელიც თეატრალურ მოღვაწეთა კავშირს 25 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა. (რადიო თავისუფლება)
მიმდინარე მოვლენები 21 სექტემბერი, 2010 (2010-09-21) (სამშაბათი)
  • შეერთებული შტატების შეიარაღებულმა ძალებმა ორბიტაზე ახალი თანამგზავრი გაგზავნეს. რაკეტა „ატლას-5“ კალიფორნიის სამხედრო ბაზიდან„ვანდერბერგიდან“ გაუშვეს. სპეციალისტების განცხადებით, პროექტი გასაიდუმლოებულია. არც რაკეტის და არც თანამგზავრის მახასიათებლების შესახებ პენტაგონი არანაირ ინფორმაციას არ ავრცელებს. ცნობილია, რომ „ვანდერბერგის“ ბაზაზე სადაზვერვო კომპლექსის ახალი მატარებელი რაკეტის გაშვებისთვის ემზადებიან. „დელტა 4-ს“, რომელიც ორბიტაზე ახალ სადაზვერვო თანამგზავრს ჩაიტანს, 2011 წლის იანვარში გაუშვებენ. (პირველი არხი)
  • ტაჯიკეთის თავდაცვის სამინისტროს თანახმად, სამხედრო კონვოიზე კვირას მოწყობილი თავდასხმის შედეგად დახოცილ ჯარისკაცთა რიცხვი 25-მდე გაიზარდა. ორშბათს იუწყებოდა სამინისტრო, რომ უცხოელი ისლამისტი მეამბოხეები არიან პასუხისმგებელი თავდასხმისთვის. (რადიო თავისუფლება)
  • ავტოკატასტროფა მოხდა პაკისტანში. ქაშმირში სასკოლო ავტობუსი ხევში გადავარდა და მდინარე ჯელუმში ჩავარდა. ავტობუსში 35 ბავშვი იმყოფებოდა. მაშველებმა მხოლოდ 5 ბავშვის გადარჩენა შეძლეს. მათ მდინარიდან 15 დაღუპული ბავშვის ცხედარი ამოიყვანეს, დანარჩენ 15 მოსწავლეს კი ამ დრომდე ეძებენ. ავტოკატასტროფის ზუსტი მიზეზი გამოძიების შემდეგ გახდება ცნობილი. სამართალდამცველების ვერსიით, ავარია მძღოლის შეცდომამ გამოიწვია, რომელმაც მოსახვევში საჭე ვერ დაიმორჩილა. ვარაუდობენ, რომ ავტობუსი მთიან ხეობაში გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობდა. (პირველი არხი)
  • მსოფლიო ეკონომიკურ კრიზისს დასრულებულად მიიჩნევს სააგენტო ბლუმბერგის მიერ გამოკითხული ინვესტორებისა და ანალიტიკოსების 60%. 1 400-ზე მეტი რესპონდენტის შეფასებაზე დაყრდნობით, ბლუმბერგი იუწყება, რომ ინვესტორთა უმრავლესობა მსოფლიო ეკონომიკის ამჟამინდელ საერთო მდგომარეობას სტაბილურად მიიჩნევს. ამასთან, ბევრი ექსპერტი მსოფლიო ეკონომიკის სუსტ რგოლად ევროპას მიიჩნევს. ბლუმბერგის მიერ გამოკითხულთა 20% ევროზონის დაშლას უახლოეს მომავალში ელის. (რადიო თავისუფლება)
მიმდინარე მოვლენები 22 სექტემბერი, 2010 (2010-09-22) (ოთხშაბათი)
  • დღეს, მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში ჩატარდება აქცია „ერთი დღე ავტომობილის გარეშე“. ამ დღეს ეკოლოგიურ საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციები მოუწოდებენ მოსახლეობას, არ გადაადგილდნენ ავტომობილებით, რითიც კიდევ ერთხელ მიაპყრობენ საზოგადოების ყურადღებას საწვავის გამონაბოლქვიდან მიყენებულ ზიანზე. (რადიო თავისუფლება)
მიმდინარე მოვლენები 23 სექტემბერი, 2010 (2010-09-23) (ხუთშაბათი)
  • დღეს საქართველოში მოხდა მიწისძვრა, რომლის სიმძლავრემ 3,7 ბალი შეადგინა. მიწისქვეშა ბიძგს მსხვერპლი და ნგრევა არ მოჰყოლია. სეისმოლოგიური სამსახურის ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი დედოფლისწყაროდან 25 კილომეტრში მდებარეობდა. (რადიო თავისუფლება)
  • უკვე მეჩვიდმეტე წელია „Microsoft-ის“ თანადამფუძნებელი ბილ გეიტსი „ფორბსის“ სიაში ყველაზე მდიდარ ამერიკელად სახელდება. ჟურნალის ახალ კვლევაში გეიტსის ქონება 54 მილიარდ დოლარად არის შეფასებული. მეორე ადგილზე „ფორბსის“ სიაში არის ინვესტორი უორენ ბაფეტი - 45 მილიარდი დოლარით, რომელსაც ლარი ელისონი „Oracle“-ის დამფუძნებელი მოსდევს 27 მილიარდით. უმდიდრეს ამერიკელთა სიაში მეოთხე ადგილზე კი ქრისტი უოლტონია „Walmart“-ის საცალო ვაჭრობის ქსელის მეპატრონე. ყველაზე ახალგაზრდა უმდიდრეს ამერიკელთა შორის არის დასტინ მოსკოვიცი, „Facebook“-ის სოციალური ქსელის თანადამფუძნებელი, რომლის ქონება 1,4 მილიარდ დოლარად შეფასდა. (რადიო თავისუფლება)
მიმდინარე მოვლენები 24 სექტემბერი, 2010 (2010-09-24) (პარასკევი)
  • ხუთშაბათს, ბაღდადში განხორციელებულ ტერაქტს ოთხი ბავშვის სიცოცხლე შეეწირა. ადგილობრივი პოლიციისა და ექიმების განცხადებით ამოქმედდა ავტომობილის ძირზე დამონტაჟებული ბომბი. როგორც მოგვიანებით გაირკვა, ავტომობილი ერაყის მთავრობის ტექნიკური სამსახურის თანამშრომელს ეკუთნოდა. ავტომობილის პატრონმა და მისმა მეუღლემ, დაზიანებები მიიღეს, თუმცა, მათი ორი მცირეწლოვანი შვილი და ორი ასევე მცირეწლოვანი ნათესავი ადგილზე გარდაიცვალნენ. ტერაქტზე პასუხისმგებლობა ჯერ არცერთ ორგანიზაციას არ აუღია. (რადიო თავისუფლება)
მიმდინარე მოვლენები 25 სექტემბერი, 2010 (2010-09-25) (შაბათი)
  • რუსეთის მედიის ცნობით, ჩრდილოეთ კავკასიაში, დაღესტანში, თვითმკვლელის მიერ აფეთქებულმა ბომბმა 42 ადამიანი დააშავა. მათ შორის არიან მილიციის თანამშრომლები. თვითმკვლელმა გაარღვია უსაფრთხოების ზღუდე, როცა მილიციას მეამბოხეებთან შეტაკება ჰქონდა. დაღესტანშივე, პარასკევს, მილიციელებმა დახოცეს სავარაუდო ისლამისტი ტერორისტები, მათ შორის ერთი ქალი. (რადიო თავისუფლება)
მიმდინარე მოვლენები 26 სექტემბერი, 2010 (2010-09-26) (კვირა)
მიმდინარე მოვლენები 27 სექტემბერი, 2010 (2010-09-27) (ორშაბათი)
  • მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ჯვართამაღლებას აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით, ტაძრებში საღმრთო ლიტურგია აღევლინა. სამების საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვა-ლოცვა სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ აღავლინა. წირვის დასრულების შემდეგ, მისმა უწმინდესობამ აფხაზეთის ომში დაღუპული ქართველი და აფხაზი მეომრების სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა. ჯვართამაღლების დღესასწაული მეოთხე საუკუნეში მოღვაწე მოციქულთა სწორი იმპერატორის კონსტანტინე დიდის სახელს უკავშირდება. ღვთის განგებით, კონსტანტინემ და მისმა დედამ, წმინდა ელენემ იერუსალიმში მოიძიეს ცხოველმყოფელი ჯვარი, რომელიც 300 წლის განმავლობაში მიწაში იყო დამარხული. იერუსალიმის პატრიარქმა მაკარიმ კი მაცხოვრის ჯვარი ყველას დასანახად აამაღლა. 27 სექტემბერს მორწმუნეები მარხვით აღნიშნავენ ამ დღეს. (პირველი არხი)
  • მორიგი სკანდალი ვლადიმერ პუტინის პირად ცხოვრებასთან დაკავშირებით. რუსული მედია ინდურ სააგენტოებზე დაყრდნობით წერს, რომ რუსეთის პრემიერი ცოლს დაშორდა და ქორწილისთვის ემზადება. ლუდმილა პუტინას ნაცვლად, პირველი ლედი 24 წლის ტანმოვარჯიშე ალინა კაბაევა გახდება. ყვითელი პრესა წერს, რომ წყვილი ერთად უკვე არაერთხელ შენიშნეს. (პირველი არხი)
მიმდინარე მოვლენები 28 სექტემბერი, 2010 (2010-09-28) (სამშაბათი)
მიმდინარე მოვლენები 29 სექტემბერი, 2010 (2010-09-29) (ოთხშაბათი)
მიმდინარე მოვლენები 30 სექტემბერი, 2010 (2010-09-30) (ხუთშაბათი)