მანჰეტენი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ მანჰეტენი (მრავალმნიშვნელოვანი).
მანჰეტენის რაიონი, აღნიშნულია ყვითლად, მდებარეობს მდინარეებს ისტსა და ჰუდზონს შორის.

მანჰეტენი (ინგლ. Manhattan) — მიუთითებს ამავე სახელწოდების კუნძულზე და ნიუ-იორკის ხუთიდან ერთ-ერთ რაიონზე (Borough), რომელიც თავის მხრივ მოიცავს თავად მანჰეტენის კუნძულს და სხვა რამდენიმე მცირე კუნძულსა და კონტინენტის მცირე ნაწილს. ამ რაიონს ასევე ნიუ-იორკის ქაუნთი ჰქვია და მისამართები მანჰეტენის რაიონში ტიპურად აღინიშნება, როგორც New York, NY. 2015 წლის აშშ-ის აღწერის მიხედვით რაიონის მოსახლეობა შეადგენდა 1,644,518 ადამიანს, თუმცა ეს ქაუნთი გეოგრაფიულად ყველაზე მცირეა აშშ-ში მხოლოდ 61.4 კმ² მიწით. 27,812.2 ადამიანით კვ. კმ-ზე ეს ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ქაუნთია როგორც თავად ნიუ-იორკში, ასევე მთელ შეერთებულ შტატებშიც.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: