პორტალი:ახალი ამბები/2010 სექტემბერი 1

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მიმდინარე მოვლენები 1 სექტემბერი, 2010 (2010-09-01) (ოთხშაბათი)
  • გალის რაიონის სოფელ კოხორაში რუსული სამხედრო ბაზა იწვის. ბაზაზე ცოტა ხნის წინ აფეთქება მოხდა, რამაც ხანძარი გამოიწვია. აფეთქების მიზეზი უცნობია. ხანძრის კერას რუსები ვერტმფრენებით აქრობენ. (პირველი არხი)
  • მსოფლიო საკალათბურთო ჩემპიონატზე, ესპანეთის ნაკრებმა ლიტვასთან 18–ქულიანი უპირატესობის შენარჩუნება ვერ შეძლო და თურქეთში მეორე მატჩი წააგო. დღის ცენტრალური შეხვედრა კი მასპინძელ თურქეთის ნაკრებსა და საბერძნეთს შორის გაიმართა. თურქმა კალათბურთელებმა ზედიზედ მესამე მატჩი მოიგეს და „C“ ჯგუფის ლიდერობენი არიან. (პირველი არხი)
  • ხანძარი რაჭაში. ცეცხლი სოფელ გლოლასა და ჭიორას შორის ტყის მასივს გაუჩნდა. ნოწორას ხეობაში ხანძარი დაახლოებით 7–დან 8 ჰექტრამდე ტყის ფართობს მოედო. დამწვარია იშვიათი ჯიშის წიწვოვანი ხეები. ძლიერი ქარი და მიუდგომელი ფერდობები ცეცხლის ჩაქრობას ართულებს. შემთხვევის ადგილას მობილიზებულნი არიან ონის მუნიციპალიტეტის საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომლები. 150 მეხანძრე ცეცხლის ჩაქრობას ამ წუთებშიც ცდილობს. (პირველი არხი)