პორტალი:ახალი ამბები/2010 სექტემბერი 10

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მიმდინარე მოვლენები 10 სექტემბერი, 2010 (2010-09-10) (პარასკევი)
  • ხანძარია ესპანეთში. ცეცხლი ვალენსიასთან ახლოს მდებარე ტყის მასივს გაუჩნდა. შედეგად 3 ათას ჰექტრამდე წიწვოვანი ტყე განადგურდა. ტყის მცველების ცნობით, ხანძარი შესაძლოა დაუდევრობის გამო გაჩნდა. რამდენიმე სოფელი მოსახლეობამ დატოვა. ხანძრის ლოკალიზებისთვის ადგილზე მობილიზებულია ათობით მეხანძრე და სპეციალური ტექნიკა. (პირველი არხი)
  • პოლონეთში 102 ადამიანი დააკავეს, რომლებსაც არასრულწლოვანთა პორნოგრაფიის პროპაგანდაში ედება ბრალი. როგორც სააგენტო „ფრანს პრესი“ იტყობინება, პოლონეთის პოლიციამ ჩხრეკა ჩაატარა ათეულობით სახლსა და ინტერეტ კაფეში, საიდანაც ამოიღეს 3,500 კომპაქტ დისკი, რომლებზეც არასრულწლოვანთა პორნოგრაფიული ფოტოები იყო განთავსებული. (რადიო თავისუფლება)
  • ხანძრის ახალი კერაა რუსეთში. ცეცხლი, რომელიც რუსეთში ყაზახეთიდან გადავიდა, დასახლებულ პუნქტებსაც მოედო. ხანძარი ისე სწრაფად გავრცელდა, რომ მეხანძრეების მისვლამდე სოფელი ნიკოლაევკა მთლიანად დაიწვა. განადგურებულია 400-ზე მეტი საცხოვრებელი სახლი. მოგვიანებით კი მეხანძრეებმა ხანძრის ლოკალიზება მოახერხეს. რამდენიმე სოფლიდან მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს. (პირველი არხი)