ამერიკის შეერთებულ შტატებში მიმდინარეობს 11 სექტემბრის ტერაქტების მე-9 წლისთავისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებები. ნიუ-იორკში, მანჰეტენში, ე.წ. „გრაუნდ ზეროსთან,“ სადაც დანგრეული ვაჭრობის მსოფლიო ცენტრის ორი კოშკი იდგა, წუთიერი დუმილით აღნიშნეს ის დრო, როცა ტერორისტებმა პირველი გატაცებული ავიალაინერი შეაჯახეს ცენტრის ტყუპ კოშკებს. 11 სექტემბრის ტერაქტების შედეგად 3000-მდე ადამიანი დაიღუპა. ტერორისტებმა გატაცებული ოთხი თვითმფრინავიდან მესამე პენტაგონის შენობას შეაჯახეს, მეოთხე კი პენსილვანიის შტატში მინდორზე ჩამოვარდა. (რადიო თავისუფლება)