ბილ გეიტსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Bill Gates June 2015.jpg
გეიტსი 2015 წლის ივნისში
დაბ. თარიღი ვილიამ ჰენრი გეიტს III
28 ოქტომბერი, 1955 (60 წლის)
სიეტლი, ვაშინგტონი, აშშ
რეზიდენცია მედინა, ვაშინგტონი, აშშ
ეროვნება ამერიკელი
ალმა-მატერი ჰარვარდის უნივერსიტეტი (გამოეთიშა)
საქმიანობა Microsoft-ის ტექნოლოგიური მრჩეველი
ბილ და მელინდა გეიტსის ფონდის თანათავჯდომარე
Cascade Investment-ის აღ.დირექტორი
Corbis-ის თავჯდომარე
აქტიური 1975-დან დღემდე
მეუღლე(ები) მელინდა გეიტსი (1994-დან)
შვილ(ებ)ი 3
მშობლები მამა: ვილიამ ჰენრი გეიტსი II
დედა: მერი მაქსველ გეითსი
სუფთა მოგება $79 მილიარდი (2016 იანვარი)[1]
საიტი the Gates Notes
ხელმოწერა Bill Gates signature.svg

უილიამ ბილ გეიტსი (ინგლ. William Henry "Bill" Gates III; 28 ოქტომბერი, 1955, სიეტლი, აშშ) — ამერიკელი ბიზნესმენი, ფილანტროპი, ინვესტორი და კომპიუტერული პროგრამისიტი[2], კომპანია Microsoft-ის ხელმძღვანელი და დამფუძნებელი. მისი პირადი კაპიტალი ფორბსისის 2016 წლის მონაცემით შეადგენს 79 მილიარდ დოლარს. დღესდღეობით, გეიტსი არის ყველაზე მდიდარი ადამიანი მსოფლიოში[3]. Microsoft-ის წლიური შემოსავალი 2015 წლისათვის 93.58 მილიარდი დოლარია[4]; დასაქმებულია 118,584 ადამიანი მსოფლიოს მასშტაბით[5], სადაც მაიკროსოფტს საკუთარი წარმომადგენლობები აქვს.

ადრეული წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გეითსი თავის ორ დასთან ერთად ქალაქ სიეტლში გაიზარდა. მამამისი, უილიამ გეითს II, იყო სიეტლის რწმუნებული, ხოლო დედა, მერი გეითსი, სკოლის მასწავლებელი და ვაშინგტონის უნივერსიტეტის მმართველთა წევრი. გეიტსის წინაპრები იყვნენ ინგლისესური, გერმანული და ირლანდიული წარმომავლობის[6][7].

ბილ გეითსმა ინტერესი კომპიუტერული პროგრამების მიმართ 13 წლის ასაკში გამოამჟღავნა.

1973 წელს ის ჰარვარდის უნივერსიტეტში ჩაირიცხა[8], მაგრამ ძალიან მალე დატოვა სასწავლებელი და 1975 წელს თავის მეგობარ პოლ ალენთან ერთად დაარსა კომპანია Microsoft, რომელიც იქცა პროგრამული უზრუნველყოფის უმსხვილეს მწარმოებელ კომპანიად მსოფლიოში . ისინი დარწმუნებულები იყვნენ, რომ კომპიუტერი მალე გახდებოდა აუცილებელი ატრიბუტი ყველა სამუშაო მაგიდაზე, ოფისებსა და სახლებში; მათ მთელი შთაგონებით დაიწყეს პერსონალური კომპიუტერის შექმნაზე მუშაობა.

თავის კარიერის განმავლობაში, გეიტსი კომპანიაში იკავებდა თავჯდომარის, აღმასრულებელი დირექტორისა და მთავარი პროგრამული არქიტექტორის თანამდებობებს და იყო ყველაზე დიდი აუქციონერი 2014 წლის მაისამდე[9]

გეიტსის ხელმძღვანელობის პირობებში ”Microsoft” ყოველთვის მიისწრაფის იმისკენ, რომ გააუმჯობესოს კომპიუტერების პროგრამული უზრუნველყოფა, რათა უფრო ადვილი იყოს საზოგადოებისთავის მისი გამოყენება.

1999 წელს გეითსმა დაწერა წიგნი იმის შესახებ, თუ როგორ შეუძლია კომპიუტერულ ტექნოლოგიებს, გადაწყვიტოს პრობლემები ახლებური მეთოდით. წიგნი 25 ენაზე 60 ქვეყანაში გამოიცა.

Windows[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პირველი Microsoft Windows-ის ვერსია გამოშვებული იქნა 1985 წლის 20 ნოემბერს, ხოლო აგვისტოში Microsoft დაუკავშირდა კომპანია IBM, რათა შეექმნათ ცალკე ოპერაციული სისტემა სახელწოდებით OS/2. მიუხედავად იმას, რომ მათ წარმატებით შექმნეს ახალი სისტემის პირველი ვერსია, აზრთა სხვადასხვაობამ გამოიწვია ურთიერთობის გაუარესება.

პირადი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1994 წლის 1 იანვარს მან მელინდა ფრენჩზე იქორწინა; ჰყავთ სამი შვილი.

ბილ გეითსი და მისი მეუღლე, ასევე დაკავებულები არიან ქველმოქმედებით, მათ 28.8 მილიარდი დოლარი (2005 წ.) გადარიცხეს მსოფლიოს ჯანმრთელობისა და განათლების ფონდში.

გეიტსი გატაცებულია სხვადასხვა ანტიკვარული ნივთების შეძენით. 1994 წელს, აუქციონზე, $30.8 მილიონად შეიძინა ლესტერის კოდექსი, ლეონარდო და ვინჩის ხელნაწერების კოლექცია.[10]. მას ძალიან უყვარს წიგნების კითხვა. იგი, ასევე გატაცებული არის გოლფისა და ტენისის თამაშით[11].

ხანდახან ბილ გეითსი საკუთარ სახლში აწყობს სადილებს. სადილზე დასწრება შეუძლია ნებისმიერ ადამიანს, რომელიც დათანხმდება გადაიხადოს 1 000 000 დოლარი მოსაწვევში. მთელი შეგროვილი თანხა კი დიუკის უნივერსიტეტში ირიცხება, სადაც მისი მეუღლე მელინდა ფრენჩი სწავლობდა.


რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. #1 Bill Gates. Forbes. წაკითხვის თარიღი: January 2, 2016.
  2. Bill Gates (American computer programmer, businessman, and philanthropist). წაკითხვის თარიღი: 20 მარტი, 2013.
  3. Forbes magazine profile on Bill Gates“, 2015. წაკითხვის თარიღი: 1 მაისი, 2015. 
  4. Earnings Release FY15 Q4. Microsoft (21 ივლისი, 2015). წაკითხვის თარიღი: July 24, 2015.
  5. Aaron Souppouris. Microsoft plans 7,800 layoffs, $7.8 billion Nokia write-down. წაკითხვის თარიღი: 8 ივლისი, 2014.
  6. Ancestry of Bill Gates. Wargs. დაარქივებულია ორიგინალიდან 16 სექტემბერი, 2012-ში. წაკითხვის თარიღი: 9 ივნისი, 2010.
  7. Scottish Americans. Alba West. დაარქივებულია ორიგინალიდან 18 ივლისი, 2012-ში.
  8. Gates 1996, გვ. 15.
  9. Bill Gates no longer Microsoft's biggest shareholder“, CNN Money, 2 მაისი, 2014. წაკითხვის თარიღი: 22 აგვისტო, 2014. 
  10. (Lesinski 2006, p. 74)
  11. Profile: Bill Gates“, BBC news, 26 იანვარი, 2004. წაკითხვის თარიღი: 1 იანვარი, 2010. დაარქივებულია ორიგინალიდან 21 ივლისი, 2012-ში.