პორტალი:ახალი ამბები/2010 სექტემბერი 21

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მიმდინარე მოვლენები 21 სექტემბერი, 2010 (2010-09-21) (სამშაბათი)
  • შეერთებული შტატების შეიარაღებულმა ძალებმა ორბიტაზე ახალი თანამგზავრი გაგზავნეს. რაკეტა „ატლას-5“ კალიფორნიის სამხედრო ბაზიდან„ვანდერბერგიდან“ გაუშვეს. სპეციალისტების განცხადებით, პროექტი გასაიდუმლოებულია. არც რაკეტის და არც თანამგზავრის მახასიათებლების შესახებ პენტაგონი არანაირ ინფორმაციას არ ავრცელებს. ცნობილია, რომ „ვანდერბერგის“ ბაზაზე სადაზვერვო კომპლექსის ახალი მატარებელი რაკეტის გაშვებისთვის ემზადებიან. „დელტა 4-ს“, რომელიც ორბიტაზე ახალ სადაზვერვო თანამგზავრს ჩაიტანს, 2011 წლის იანვარში გაუშვებენ. (პირველი არხი)
  • ტაჯიკეთის თავდაცვის სამინისტროს თანახმად, სამხედრო კონვოიზე კვირას მოწყობილი თავდასხმის შედეგად დახოცილ ჯარისკაცთა რიცხვი 25-მდე გაიზარდა. ორშბათს იუწყებოდა სამინისტრო, რომ უცხოელი ისლამისტი მეამბოხეები არიან პასუხისმგებელი თავდასხმისთვის. (რადიო თავისუფლება)
  • ავტოკატასტროფა მოხდა პაკისტანში. ქაშმირში სასკოლო ავტობუსი ხევში გადავარდა და მდინარე ჯელუმში ჩავარდა. ავტობუსში 35 ბავშვი იმყოფებოდა. მაშველებმა მხოლოდ 5 ბავშვის გადარჩენა შეძლეს. მათ მდინარიდან 15 დაღუპული ბავშვის ცხედარი ამოიყვანეს, დანარჩენ 15 მოსწავლეს კი ამ დრომდე ეძებენ. ავტოკატასტროფის ზუსტი მიზეზი გამოძიების შემდეგ გახდება ცნობილი. სამართალდამცველების ვერსიით, ავარია მძღოლის შეცდომამ გამოიწვია, რომელმაც მოსახვევში საჭე ვერ დაიმორჩილა. ვარაუდობენ, რომ ავტობუსი მთიან ხეობაში გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობდა. (პირველი არხი)
  • მსოფლიო ეკონომიკურ კრიზისს დასრულებულად მიიჩნევს სააგენტო ბლუმბერგის მიერ გამოკითხული ინვესტორებისა და ანალიტიკოსების 60%. 1 400-ზე მეტი რესპონდენტის შეფასებაზე დაყრდნობით, ბლუმბერგი იუწყება, რომ ინვესტორთა უმრავლესობა მსოფლიო ეკონომიკის ამჟამინდელ საერთო მდგომარეობას სტაბილურად მიიჩნევს. ამასთან, ბევრი ექსპერტი მსოფლიო ეკონომიკის სუსტ რგოლად ევროპას მიიჩნევს. ბლუმბერგის მიერ გამოკითხულთა 20% ევროზონის დაშლას უახლოეს მომავალში ელის. (რადიო თავისუფლება)