პორტალი:ახალი ამბები/2010 სექტემბერი 20

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მიმდინარე მოვლენები 20 სექტემბერი, 2010 (2010-09-20) (ორშაბათი)
  • უკანასკნელი ინფორმაციით, სულ მცირე 23 ჯარისკაცი დაიღუპა ტაჯიკეთში ქვეყნის აღმოსავლეთით სამხედროების ავტოკოლონაზე თავდასხმის შედეგად. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი საინფორმაციო საშუალებები ავრცელებენ. მათივე ინფორმაციით, სამხედრო კოლონა რაშტის რაიონისაკენ, დუშანბეს მსჯავრდებულთა იზოლატორიდან გაქცეული პატიმრების ჯგუფის დასაკავებლად მიემართებოდა. მათზე შეტევა ყუმბარმტყორცნებითა და ტყვიამფრქვევებით განხორციელდა. სპეცსამსახურების განცხადებით, ბოევიკთა თავდასხმას შესაძლოა საველე მეთაური მულო აბდულო ხელმძღვანელობდა, რომელსაც გაქცეული პატიმრებიც შეუერთდნენ. რაიონში დამატებითი სამხედრო ძალებია გადაყვანილი. (რადიო თავისუფლება)
  • რეჟისორმა გოგი ქავთარაძემ „უდიდესი პასუხისმგებლობა“ უწოდა მის არჩევას თეატრალურ მოღვაწეთა კავშირის თავმჯდომარის პოსტზე. კენჭისყრა 20 სექტემებრს, აკაკი ხორავას სახელობის მსახიობის სახლში ჩატარდა. გოგი ქავთარაძემ - 66 ხმა მიიღო, დავით ანდღულაძემ - 22 ხმა, სანდრო მრევლიშვილმა - 15 ხმა. გოგი ქავთარაძის განცხადებით, ქართულ თეატრში უამრავი პრობლემაა, რომელთა გადასაჭრელად „მეგობრები და თეატრალური მოღვაწეები გვერდში დაუდგებიან“. გოგი ქავთარაძემ აღნიშნულ თანამდებობაზე გიგა ლორთქიფანიძე შეცვალა, რომელიც თეატრალურ მოღვაწეთა კავშირს 25 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა. (რადიო თავისუფლება)