პორტალი:ახალი ამბები/2010 სექტემბერი 27

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მიმდინარე მოვლენები 27 სექტემბერი, 2010 (2010-09-27) (ორშაბათი)
  • მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ჯვართამაღლებას აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით, ტაძრებში საღმრთო ლიტურგია აღევლინა. სამების საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვა-ლოცვა სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ აღავლინა. წირვის დასრულების შემდეგ, მისმა უწმინდესობამ აფხაზეთის ომში დაღუპული ქართველი და აფხაზი მეომრების სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა. ჯვართამაღლების დღესასწაული მეოთხე საუკუნეში მოღვაწე მოციქულთა სწორი იმპერატორის კონსტანტინე დიდის სახელს უკავშირდება. ღვთის განგებით, კონსტანტინემ და მისმა დედამ, წმინდა ელენემ იერუსალიმში მოიძიეს ცხოველმყოფელი ჯვარი, რომელიც 300 წლის განმავლობაში მიწაში იყო დამარხული. იერუსალიმის პატრიარქმა მაკარიმ კი მაცხოვრის ჯვარი ყველას დასანახად აამაღლა. 27 სექტემბერს მორწმუნეები მარხვით აღნიშნავენ ამ დღეს. (პირველი არხი)
  • მორიგი სკანდალი ვლადიმერ პუტინის პირად ცხოვრებასთან დაკავშირებით. რუსული მედია ინდურ სააგენტოებზე დაყრდნობით წერს, რომ რუსეთის პრემიერი ცოლს დაშორდა და ქორწილისთვის ემზადება. ლუდმილა პუტინას ნაცვლად, პირველი ლედი 24 წლის ტანმოვარჯიშე ალინა კაბაევა გახდება. ყვითელი პრესა წერს, რომ წყვილი ერთად უკვე არაერთხელ შენიშნეს. (პირველი არხი)