ტრანსილვანია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტრანსილვანია რუმინეთის რუკაზე (ყვითლად)
ტრანსილვანია ევროპის რუკაზე

ტრანსილვანია (ლათ. Transilvania „ტყის გაღმა მხარე“, რუმ. Ardeal არდიალი, გერმ. Siebenbürgen „შვიდქალაქეთი“, უნგრ. Erdély ერდელი) — უნგრეთისა და რუმინეთის სადავო ისტორიული ოლქი რუმინეთის ჩრდილო-დასავლეთით. ჩრდილოეთი ტრანსილვანია ეთნიკურად უფრო მრავალფეროვანია, ამიტომაც, პირველი და მეორე მსოფლიო ომებს შორის ამ რეგიონმა საკმაო კონფლიქტური პოტენციალი დააგროვა. რეგიონი ცნობილია თავისი გოთიკური სტილის ნაგებობებით, ასევე მას სახელი აქვს განთქმული როგორც „ვამპირების სამშობლო“, რაც მჭიდროდ უკავშირდება ვლად „დრაკულა“ ცეპეშის სახელს, რომელიც აქ მოღვაწეობდა.

ეტიმოლოგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სიტყვა „ტრანსილვანია“ ლათინური წარმოშობისაა, რეგიონის პირველი ხსენება 1075 წლის ლათინურ დოკუმენტში ხდება როგორც „Ultra Silvam“, რაც პირდაპირი გაგებით ნიშნავს „ტყის გაღმა“. აქედან მოდის მისი ლათინური სახელი „Ultrasylvania“, რაც დროთა განმავლობაში „Transylvania-დ“ შეიცვალა. რუმინულად რეგიონი ცნობილია როგორც „არდიალი“ (Ardeal), რაც უნგრული „ერდელის“ (Erdély) რომანიზირებული ვარიანტია. რეგიონი ასევე ცნობილია როგორც „შვიდქალაქეთი“ (გერმ. Siebenbürgen, სლოვაკ. Sedmihradsko, პოლ. Siedmiogród, ბულგ. Седмиградско) რაც უკავშირდება გერმანელი საქსების მიერ დაარსებულ შვიდ ქალაქს, ესენია:

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

X საუკუნეში დამოუკიდებელი სათავადოა.

XI-XII საუკუნეებში ტრანსილვანიას უნგრელები იპყრობენ.

XVI საუკუნეში ყალიბდება ტრანსილვანიის სათავადო, რომელიც ოსმალთა სულთნის სუვერენიტეტს ცნობს, თუმცა, მას არ ემორჩილება. XVII საუკუნეში იპყრობს ჰაბსბურგთა მონარქია.

1867 წელს, ავსტრია-უნგრეთის შექმნის შემდეგ, ტრანსილვანია უნგრეთის სამეფოს შემადგენლობაში შევიდა.

პირველ მსოფლიო ომის დროს, რუმინეთის სამეფო უკავშირდება ანტანტას იმ პირობით, რომ ავსტრია-უნგრეთს ტრანსილვანია ჩამოეჭრებოდა და გადაეცემოდა რუმინეთს, რაც მოხდა კიდეც.

1940 წლის ვენის მეორე არბიტრაჟის გადაწყვეტილებით, რუმინეთმა უნგრეთს ჩრდილოეთი ტრანსილვანია დაუთმო.

1947 წლის სამშვიდობო მოლაპარაკების შემდეგ, ვენის 1940 წლის დიქტატი გაუქმებულია და ჩრდილოეთ ტრანსილვანია რუმინეთს უერთდება.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]