ალექსანდრუ იოან კუზა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ალექსანდრუ იოან კუზა
Alexandru Ioan Cuza
Carol Popp de Szathmary - Alexandru Ioan Cuza.jpg
ვლახეთისა და მოლდოვის გაერთიანებული სამთავროს 1-ლი მთავარი
მმართ. დასაწყისი: 20 იანვარი, 1859
მმართ. დასასრული: 22 თებერვალი, 1866
წინამორბედი: თანამდებობა დაარსდა
მემკვიდრე: კაროლ I
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 8 (20) მარტი, 1820
დაბ. ადგილი: ბირლადი
გარდ. თარიღი: 3 (15) მაისი, 1873
გარდ. ადგილი: ჰაიდელბერგი, გერმანია
შვილები: სასა კუზა
მამა: იოან კუზა
დედა: სულთანა კუზა
რელიგია: რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ხელმოწერა: Signature of Alexandru Ioan Cuza.png

ალექსანდრუ იოან კუზა (რუმ. Alexandru Ioan Cuza; დ. 8 (20) მარტი, 1820, ბირლადი — გ. 3 (15) მაისი, 1873, ჰაიდელბერგი, გერმანია) — ვლახეთისა და მოლდოვის გაერთიანებული სამთავროს პირველი მთავარი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წარმოშობით არის ბირლადის ბოიართა ოჯახიდან. განათლება მიიღო პარიში, ასევე ბოლონიის და პავიის უნივერსიტეტებში. 1848 წელს მონაწილეობდა მოლდოვის განმათავისუფლებელ მოძრაობაში. იოან კუზა აირჩიეს საკანონმდებლო კრებაში. ამავდროულად იყო მოლდოვის სამხედრო მინისტრი. 1859 წლის 20 იანვარს აირჩიეს მოლდოვის მთავრად, ხოლო ამავე წლის 5 თებერვალს ვლახეთის თავადად. მიხაილ კოგელნიჩანუსთან ერთად გაატარა მთელი რიგი ბურჟუაზიული რეფორმები: აგრარული, სამხედრო, სასამართლო, ადმინისტრაციული, განათლების და სხვა[1].

სულთნისგან აღიარება მხოლოდ 1861 წელს მიიღო და 24 დეკემბერს აღიარეს გაერთიანებული რუმინეთის მთავრად. თანამდებობაზე აირჩიეს ორჯერ.

ეწეოდა აქტიურ საგარეო პოლიტიკას. გაათავისუფლა გლეხები, რამაც მის წინააღმდეგ ძლიერი ოპოზიციური დაჯგუფებები ჩამოაყალიბა. 1866 წელს სამხედრო შეთქმულების შედეგად („ამაზრზენი კოალიცია“) კუზა ტახტიდან ჩამოაგდეს.

გარდაიცვალა 1873 წელს ჰაიდელბერგში. დაკრძალეს თავის რეზიდენციაში რუჯინოასაში, ხოლო მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გადაასვენეს იასიში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Stoica, Vasile (1919). The Roumanian Question: The Roumanians and their Lands. Pittsburgh: Pittsburgh Printing Company, გვ. 69-70.