კლუჟ-ნაპოკა
ქალაქი | |||
---|---|---|---|
კლუჟ-ნაპოკა Cluj-Napoca | |||
| |||
ქვეყანა | რუმინეთი | ||
ჟუდეცი | კლუჟი | ||
კოორდინატები | 46°46′00″ ჩ. გ. 23°35′00″ ა. გ. / 46.76667° ჩ. გ. 23.58333° ა. გ. | ||
მმართველი | Emil Boc[1] | ||
დაარსდა | 1213 და 2010 | ||
პირველი ხსენება | 1173 | ||
ადრეული სახელები | კოლოჟვარი, კლუჟი | ||
ფართობი | 179,5 კმ² | ||
ცენტრის სიმაღლე | 340 მ | ||
მოსახლეობა | 324 576[2] კაცი (2011) | ||
სიმჭიდროვე | 1 808 კაცი/კმ² | ||
სასაათო სარტყელი | UTC+2, ზაფხულში UTC+3 | ||
სატელეფონო კოდი | +40 x64 | ||
საფოსტო ინდექსი | 400xyz | ||
საავტომობილო კოდი | CJ-N | ||
ოფიციალური საიტი | primariaclujnapoca.ro | ||
კლუჟ-ნაპოკა (რუმ. Cluj-Napoca) — ქალაქი ჩრდილო-დასავლეთ რუმინეთში, კლუჟის ჟუდეცის ადმინისტრაციული ცენტრი; გარდა ამისა, წარმოადგენს ტრანსილვანიის ისტორიულ ცენტრს. მდებარეობს ზღვის დონიდან 340 მ სიმაღლეზე, მდინარე სომეშულ-მიკის ნაპირზე. 2011 წლის მდგომარეობით ქალაქში ცხოვრობდა 324,576 ადამიანი. ტრანსილვანიის დიდი სამრეწველო და მნიშვნელოვანი კულტურული ცენტრია.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პირველად მოიხსენიება 1173 წელს კლუჟის სახელწოდებით. 1316 წლიდან ქალაქია. მოიხსენიება II საუკუნეში პტოლემეს მიერ როგორც დაკიური სიმაგრე ნაპოკა. 1178-1180 წლებში კოლონიზებული იყო გერმანელების მიერ, რომლებმაც ირგვლივ მრავალი მონასტერი დააარსეს. ბარბაროსების შემოსევის შემდეგ ეწოდებოდა კულუსი. ავსტრია-უნგრეთის შემადგენლობაში შესვლის შემდეგ გამოიყენებოდა აგრეთვე უნგრული სახელწოდება კოლოჟვარი. 1920 წელს შეუერთა რუმინეთს (1940-1945 წწ. უნგრეთის შემადგენლობაშია). მას შემდეგ რაც რუმინეთს ტრანსილვანია შეუერთდა ქალაქს ეწოდებოდა კლუჟი. 1970-იან წლებში ეწოდა კლუჟ-ნაპოკა.
ღირსშესანიშნაობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]შემორჩენილია ციხესიმაგრის კედლების ნაშთი (XIII-XVII საუკუნეები), წმინდა მიხეილის გოტიკური ეკლესია (XIV-XV საუკუნეები, ჩრდილოეთი კოშკი — ფსევდოგოტიკა, XIX საუკუნე), კორვინების სახლი (XV-XVI საუკუნეები) და ფრანცისკელთა მონასტერი (XV-XVIII საუკუნეები), იეზუიტების ბაროკოს სტილის ეკლესია (1718-1724 წწ.) და ბანფის სასახლე (1774-1785 წწ.). აღსანიშნავია უნივერსიტეტისა და თეატრის ეკლექტიკური ხასიათის შენობები, სასტუმრო „ნაპოკა“ და სხვა.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „კლუჟ-ნაპოკა“ ვიკისაწყობში.
- კლუჟ-ნაპოკა — სტატია ენციკლოპედია ბრიტანიკიდან (ინგლისური)
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Rezultatele alegerilor locale din 2016 — Central Electoral Bureau.
- ↑ Timis County at the 2011 census Romanian. INSSE (February 02, 2012). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-08-06. ციტირების თარიღი: 15 июля 2012.