კრაიოვა
| ქალაქი | |||
|---|---|---|---|
|
კრაიოვა Craiova | |||
|
| |||
| |||
| ქვეყანა |
| ||
| კოორდინატები | 44°20′00″ ჩ. გ. 23°49′00″ ა. გ. / 44.33333° ჩ. გ. 23.81667° ა. გ. | ||
| ქალაქის მერი | ლია ოგლიტუცა ვასილესკუ | ||
| დაარსდა | 1 ივნისი, 1475[1] | ||
| ფართობი | 81.41 კმ² | ||
| ცენტრის სიმაღლე | 100 მ | ||
| მოსახლეობა | 134140 კაცი (2021) | ||
| სიმჭიდროვე | 2877 კაცი/კმ² | ||
| სასაათო სარტყელი | UTC+2, ზაფხულში UTC+3 | ||
| საფოსტო ინდექსი | 200xxx | ||
| ოფიციალური საიტი | primariacraiova.ro/ro | ||
კრაიოვა (რუმ. Craiova) — რუმინეთის სიდიდით მე-6 ქალაქი და დოლჟის ჟუდეცის დედაქალაქი. ქალაქი მდებარეობს მდინარე ჟიუს აღმოსავლეთ სანაპიროსთან, ოლტენიის ცენტრალურ ნაწილში. ის თითქმის თანაბრადაა დაშურებული სამხრეთ კარპატებიდან და მდინარე დუნაიდან. კრaიოვა არის მთავარი კომერციული ქალაქი ბუქარესტის დასავლეთით და ოლტენიას ყველაზე მნიშვნელოვანი ქალაქი. ქალაქი რეგიონალური სავაჭრო ცენტრია, მიუხედავად 1790 წელს მომხდარი მიწისძვრისა, 1795 წელს ჭირის ეპიდემიისა და 1802 წელს ოსმალეთის მიერ გადაწვისა.
ქალაქი მართავს რვა სოფელს: ფაკაი, მოფლენი, პოპოვენი, შიმნიკუ დე ჟოს, ჩერნელე, ჩერნელელე დე სუს, იზვორუ რეჩე და როვინე. 1996 წლამდე ბოლო ოთხი დასახლება შეადგენდა ცალკე თემს, რომელსაც ერქვა ჩერნელე.
ეტიმოლოგია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კრაიოვას სახელის წარმოშობის შესახებ ორი მოსაზრება არსებობს: პირველი მოსაზრების თანახმად, სახელწოდება უკავშირდება სლავურ ტერმინს კრალს („მეფე“), რომელიც რუმინულ ენაში ნასესხებია, როგორც კრაი. მეორე ვერსიის თანახმად ტერმინი სლავური კრაიინადან მომდინარეობს, რაც საზღვარს, ნაპირს ნიშნავს.[2] რადგან 1475 წლამდე არცერთ წყაროში არ არის ნახსენები ქალაქი, შეუძლებელია იმის გარკვევა, თუ რომელი ვერსიია ზუსტი.[3]
ქალაქის ისტორიული გერმანული სახელწოდებაა კრაიოვა (kraiowa).
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
კრაიოვა მდებარეობს დაკიური და რომაული ქალაქის, პელენდავას მიმდებარე ტერიტორიაზე, რომელიც ოლტენიის დედაქალაქს წარმოადგენდა. მისი პირველი მმართველები, რომლებიც ვლახეთში, ბოიარინის ტიტულს ატარებდნენ, კრაიოვეშტის ოჯახის წარმომადგენლები იყვნენ. ბანებს ჰქონდათ უფლება მოჭრილ მონეტებზე მათი პორტრეტები დაეტანათ. სწორედ ამ ფაქტს უკავშირდება რუმინული ფულის შემადგენელი ბანის სახელწოდება.
XVI საუკუნის ბოლოს კრაიოვეშტის ოჯახი მართავდა დაახლოებით 100 სოფელს. კრაიოვეშტის ოჯახიდან მრავალი ჰოსპოდარი აირჩიეს ქვეყნის მმართველად: ნეაგო ბასარაბი, რადუ დე ლა აფუმაცი, რადუ შერბანი (1602–1611), მატეი ბასარაბი, კონსტანტინ შერბანი, შერბან კანტაკუცინო, კონსტანტინ ბრანკოვეანუ.
1860 წლისთვის კრაიოვაში 4 633 შენობა იყო, აქედან 3 220 სახლი, 26 ეკლესია, 11 სკოლა და 60 ქარხანა და სახელოსნო. ქალაქში ასევე იყო 90-მდე სამრეწველო საწარმო, რომელთაგან 12 იყო ქარხანა, 3 ლუდსახარში, 2 გაზისა და ნავთობის ქარხანა, 4 სამრეწველო საწარმო და 2 სტამბა; დოლჟის ჟუდეცის ხელოსნების მთლიანი რაოდენობის 57% ცხოვრობდა კრაიოვაში (1 088 ხელოსანი, 687 დიპლომატი და 485 შეგირდი).
დამოუკიდებლობის ომის შემდგომი პერიოდი ქალაქისთვის ეკონომიკური და კულტურული წინსვლის პერიოდი იყო. შედეგად, XIX საუკუნის ბოლოს, ქალაქ კრაიოვაში, სადაც 40 000 ადამიანი ცხოვრობდა, აშენდა მცირე ქარხნები (ქიმიკატების, სასოფლო-სამეურნეო საწარმოების და სამშენებლო მასალების) და საფეიქრო ქარხნები. 1896 წლის 26 ოქტომბერს კრაიოვას ელექტროსადგური ამოქმედდა. კრაიოვა იყო რუმინეთის პირველი ქალაქი, რომელსაც ელექტროენერგია მიეწოდა შიდა წვის ძრავებით.
1900 წელს კრაიოვაში იყო ოლტენიას სამრეწველო ერთეულების 43,1%; ამ რიცხვში შედიოდა 924 სამრეწველო კომპანია (მათ შორის 20 მსხვილი სამრეწველო დაწესებულება, რომელშიც 1 078 მუშა იყო დასაქმებული) მსხვილი სამრეწველო საწარმოების რაოდენობა 1925 წლისთვის კი — 40-მდე გაიზარდა. მე-20 საუკუნის დასაწყისში ასევე განვითარდა საბანკო საქმე, მოქმედებდა 6 ბანკი და 2 გადამცვლელი ობიექტი.
| კრაიოვას ისტორიული მოსახლეობა | |||||||||||||
| წელი | მოსახლეობა | +/- % | |||||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| 1900 | 45 438 | — | |||||||||||
| 1912 წლის აღწერა[4] | 51 404 | 13,1% | |||||||||||
| 1930 წლის აღწერა | 63 215 | 22,9% | |||||||||||
| 1941 წლის აღწერა[5] | 77 051 | 21,9% | |||||||||||
| 1948 წლის აღწერა | 84 574 | 9,7% | |||||||||||
| 1956 წლის აღწერა | 96 897 | 14.5% | |||||||||||
| 1966 წლის აღწერა | 148 711 | 53,4% | |||||||||||
| 1977 წლის აღწერა | 221 261 | 48,7% | |||||||||||
| 1992 წლის აღწერა | 303 959 | 37,3% | |||||||||||
| 2002 წლის აღწერა | 302 601 | -0,4% | |||||||||||
| 2011 წლის აღწერა | 269 506 | -10,9% | |||||||||||
კრაიოვას ხელშეკრულებას ხელი მოეწერა 1940 წლის 7 სექტემბერს; ხელშეკრულების შედეგად რუმინეთმა დაუთმო ბულგარეთს სამხრეთ დობრუჟას ტერიტორია.
1989 წლის რევოლუციის შემდეგ თავისუფალი ბაზარი აღდგა და რამდენიმე ინდუსტრიის პრივატიზაცია მოხდა, ბაზარი გაიხსნა კერძო ინიციატივებისთვის. მრეწველობა, მართალია დაზარალდა ეკონომიკური ცვლილებებით, მაგრამ ქალაქისთვის კვლავ დარჩა მნიშვნელოვან დარგად, რადგან შეადგენს კრაიოვას ეკონომიკის 70%-ს.
დემოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2011 წლის მონაცემებით 269 506 ადამიანი ცხოვრობდა,[6] რითაც ის რუმინეთში სიდიდით მეექვსე ქალაქია. ქალაქის ეთნიკური შემადგენლობაა:
- რუმინელები — 241,176 (89,5%)
- აწინკნები — 5,291 (2.0%)
- სხვა — 808 (0.3%)
- მიუწვდომელი მონაცემები — 22,231 (8,2%)
პოლიტიკა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2016 წლის ადგილობრივ არჩევნებზე არჩეული კრაიოვას მუნიციპალიტეტის საბჭო შედგება 27 წევრისგან, შემდეგი პარტიის შემადგენლობით:
- რუმინეთის სოციალ-დემოკრატიული პარტია — 19 წარმომადგენელი;
- რუმინეთის ნაციონალ-ლიბერალური პარტია — 6 წარმომადგენელი;
- ლიბერალთა და დემოკრატთა ალიანსი — 2 წარმომადგენელი.
საერთაშორისო ურთიერთობები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დაძმობილებული ქალაქები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
კუოპიო
ნანტერე
ლიონი
მუნტინლუპა
შიანი
სკოპიე
ვრაცა
უფსალა
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
Craiova, ტურისტული მეგზური ვიკივოიაჟზე- ოფიციალური საიტი(ინგლისური)
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Moceanu R. DOCUMENTAR: Craiova – 540 de ani de la prima atestare documentară — rador.ro, 2015.
- ↑ Laurențiu Rădvan, At Europe’s Borders: Medieval Towns in the Romanian Principalities, Brill, 2010, ISBN 9789004180109, p.272
- ↑ Laurențiu Rădvan, At Europe’s Borders: Medieval Towns in the Romanian Principalities, Brill, 2010, ISBN 9789004180109, p.272
- ↑ A Handbook of Roumania. ციტირების თარიღი: 2011-12-19
- ↑ Populatia RPR la 25 ianuarie 1948. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-04-10. ციტირების თარიღი: 2021-01-07.
- ↑ „Population at 20 October 2011“ დაარქივებული 26 December 2018[Date mismatch] საიტზე Wayback Machine.Category:Webarchive-ის თარგის შეტყობინებები (in Romanian). INSSE. 5 July 2013. Retrieved 5 July 2013.