კლაუს იოჰანისი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კლაუს იოჰანისი
კლაუს იოჰანისი
რუმინეთის მე-5 პრეზიდენტი
ამჟამინდელი თანამდებობა
დაიკავა 21 დეკემბერი, 2014
წინამორბედი ტრაიან ბესესკუ

სიბიუს მერი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
30 ივნისი, 2000 – დღემდე
წინამორბედი დან კონდურატი

დაბადებული 13 ივნისი, 1959
სიბიუ, რუმინეთი
პოლიტიკური პარტია ეროვნული ლიბერალური პარტია
მეუღლე კარმენ იოჰანისი
რელიგია პროტესტანტი (ლუთერანი)

კლაუს ვერნერ იოჰანისი (გერმანულად: [ˈklaʊ̯s joˈhanɪs]; დ. 13 ივნისი, 1959) — რუმინეთის ამჟამინდელი პრეზიდენტი, გერმანული წარმოშობის რუმინელი ფიზიკის მასწავლებელი და პოლიტიკოსი. 2002-2013 წლებში რუმინეთში გერმანელთა დემოკრატიული ფორუმის ლიდერობის შემდეგ, გახდა რუმინეთის ეროვნული ლიბერალური პარტიის ლიდერი. 2014 წლის 16 ნოემბერს აირჩიეს რუმინეთის მეხუთე პრეზიდენტად. თანამდებობა დაიკავა 21 დეკემბერს.

აქტიურ პოლიტიკაში იოჰანისი 2000 წელს ჩაერთო, როდესაც რუმინეთში გერმანელთა დემოკრატიული ფორუმის წარმომადგენლის სტატუსით ის ქალაქ სიბიუს პირველი არჩეული მერი გახდა. იმის მიუხედავად, რომ ადრე ქალაქ სიბიუში უმრავლესობაში მყოფი გერმანული თემი დროთა განმავლობაში შემცირდა და უმცირესობად იქცა, იოჰანისმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა და შემდგომაც ხელახლა აირჩიეს 2004 და 2008 წლებში. იოჰანისმა დიდი წვლილი შეიტანა საკუთარი ქალაქის რუმინეთის ყველაზე პოპულარულ ტურისტულ ღირსშესანიშნაობად გადაქცევაში და 2007 წელს სიბიუ ევროპის კულტურულ დედაქალაქად დაასახელეს. 2013 წელს, იოჰანისი დათანხმდა ლიბერალი ლიდერის კრინ ანტონესკუს რუმინეთის ეროვნულ ლიბერალურ პარტიაში გაწევრიანების მოწვევას და პირდაპირ პარტიის პირველ ვიცე-პრეზიდენტად დაინიშნა, ხოლო მომდევნო წელს მისი პრეზიდენტი გახდა.

2009 წლის ოქტომბერში, რუმინეთის პარლამენტის ხუთი პოლიტიკური ჯგუფიდან ოთხმა, იმჟამინდელი პრეზიდენტის ტრაიან ბესესკუს დემოკრატიულ-ლიბერალური პარტიის გამოკლებით, იოჰანისი რუმინეთის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად წარადგინა, თუმცა პარლამენტის დეკლარირებული მხარდაჭერის მიუხედავად ბასესკუმ უარყო მისი კანდიდატურა.[1] ამავე წლის არჩევნებზე რუმინეთის ეროვნულ ლიბერალური პარტიისა და სოციალ-დემოკრატიული პარტიის მიერ იგი ხელმეორედ დასახელდა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად.[2]

იოჰანესი ტრანსილვანიელი საქსონია, XII საუკუნეში ტრანსილვანიაში ჩამოსახლებული რუმინელი გერმანელების უმცირესობის შთამომავალი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]