გრიგოლ როზენი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გრიგოლ როზენი

გრიგოლ ვლადიმერის ძე როზენი (დ. 30 სექტემბერი, 1782, – გ. 18 აგვისტო, 1841) – რუსეთის სამხედრო და სახელმწიფო მოღვაწე, საქართველოს მთავარმართებელი 1831–1837 წლებში. ის შეეწინააღმდეგა საქართველოში სათემო მმართველობის შემოღებას. მისივე აზრით, რუსული მმართველობის და კანონმდებლობის გავრცელება მხოლოდ აღმოსავლეთ საქართველოს ხუთ მაზრაში იყო შესაძლებელი. იმერეთი, გურია და ახალციხის ოლქი კი გარდამავალი პერიოდის სამხედრო-სამოქალაქო ადმინისტრაციის ხელში უნდა დარჩენილიყო. 1837 წელს ნიკოლოზ I-ის კავკასიაში ვიზიტისას, სენატორმა პავლე განმა მხარის მმართველობის მდგომარეობა იმპერატორს მუქ ფერებში დაუხატა. ბარონი გრიგოლ როზენი დაუყოვნებლივ გაიწვიეს და მთავარმართებლად ევგენი გოლოვინი დანიშნეს.

ჩაირიცხა ლეიბ-გვარდიიდ პრეობროჟენსკის პოლკში სერჟანტად (6 მარტი 1789 წ.).

  • 1796 წ.21 დეკემბერს გახდა პორტუპეი-პროპორშჩიკი;
  • 1797 წ. 21 იანვარს გახდა პროპორშჩიკი; შემდეგ წელს მიიღო პორუჩიკის ჩინი.
  • 1799 4 მაისს მიიღო შტაბს-კაპიტანის ჩინი;
  • 1803 წლის 21 მაისს გახდა — კაპიტანი.

ნაპოლეონის პერიოდი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 1805 წელს მოქმედი არმიის შემადგენლობაში წავიდა ნაპოლეონის საწინააღმდეგოდ საბრძოლველად; 20 ნოემბერს, მიიღო მონაწილეობა აუსტერლიცთან ბრძოლაში, რისთვისაც იყო დაჯილდოებული ოქროს ხმლით წარწერით "სიმამაცისთვის".
  • 1806 წ. რუსეთში დაბრუნდა უნგრეთი და გალიციის მხრიდან და 29 მარტს მიიღო პოლკოვნიკის ჩინი.
  • 1807 წლის. 15 იანვარს გახდა 1-ი ეგერსკი პოლკის შეფად, და ნაპოლეონთან მეორე ომის დროს წავიდა მის წინააღმდეგ საბრძოლველად 1807 წ. - პრუსიაში; ალენშტაინის ბრძოლისას ის დაიჭრა მაგრამ ბრძოლის რიგები არ დატოვა. ამისათვის და გორგფრიდთან ბრძოლისათვის მიიღო 4 - ხარისხის წმ. გიორგის ორდენი.

ქვეით კაზაკებთან ერთად ველაუსთან ბრძოლით მოწინააღმდეგე შეაკავა ნემანთან, რისთვისაც მე-3 ხარისხის წმ. ვლადიმირის ორდენი. პრუსიის მეფისაგან მიიღო ორდენი "ღირსებისათვის".

  • 1808წელს მან მალევე მიიღო მონაწილეობა შვედეთის ომში და იმყოფებოდა დაპყრობილ ფინეთში
  • 1809 წლის 28 მარტს შვედეთის ომის დროს მიიღო გენერალ-მაიორის ჩინი.

ამავე წელს მიიღო მონაწილეობა ზამთრის ექსპედიციაში ალანდის კუნძულების დასაკავებლად.

  • 1810 წ. 14 სექტ. ბარონი როზენი დანიშნულ იქნა პრეობროჟენსკის ლეიბ-გვარდიისა და სემენოვსკის პოლკების გრიგადის მეთაურად.

სამამულო ომის დროს ის მეთაურობდა 1 დასავლეთის რეგულარულ არმიის არიერგარდს; 26 აგვისტოს, გვარდიის ნაწილების მეთაურად, მონაწილეობა მიიღო ბოროდინოს ბრძოლაში და მამაცობისათვის გმირობებისათვის დაჯილდოეს 1 ხარისხი წმ. ანას ორდენით.

  • 1813 წ. ვარშავის საჰერცოგოს გავლით პრუსიასა და საქსონიაში და იბრძოდა ლიუცენთან, დანიშნულ იქნა 1-ლი გვარდიის დივიზიის მეთაურად. 8 და 9 მაისს იბრძოდა ბაუცენასთან, გამოჩენილი სტრატეგიული უნარისათვის მიიღი უდიდესი პატივი პრუსიის მეფისაგან და დაჯილდოვდა 1-ლი ხარისხის წითელი არწივის ორდენი.
  • 1813 წ.17 აგვისტოს კულმესთან ბრძოლისათვის მიიღო გენერალ-ლეინტენატის ჩინი და ამავე დღეს მიიღო პრუსიის რკინის ჯვრის ორდენი.

პელაუს, ნაუმბურგის, ვეიმარის და ტურინგიის გავლით იყო მაინის ფრანკფურტშიიქიდან დარმშტადტის და ბადენის დიდი საჰერცოგოს გავლით ჯარითურთ მივიდა ბაზელში.

  • 1814 წლის 1 იანვარს რეინის გადასვლის შემდეგ არმიასთან ერთად, შევიდა პარიზში.
  • 1818 წ. 20 თებერვალს ბარონ როზენს მიენიჭა მისი იმპერატორული უდიდებულესობის გენერალ-ადიუტანტობა არსებული თანამდებობის შენარჩუნებით.
  • 1819 წ. 14 მარტს ის დაინიშნა იმპერატორის დაარსებული კომიტეტის წევრად, და დაუღალავი შრომისათვის
  • 1820 წ. 12 მარტს მიიღო ჯილდოდ 6000 ჰექტარი მიწა.
  • 1821 წ. 11 მაისს ბარონი დაინიშნა მე-15 ქვეითი დივიზიის მეთაურად.
  • 1823 წ. 29 აგვისტოს მანევრებისათვის დაჯილდოვდა 1-ლი ხარისხის წმ. ანას ორდენის ალმასის ნიშნით
  • 1826 წ. 22 აგვისტოს იმპერატორ ნიკოლოზ I კორონაციის დღეს მინიჭებული ჰქონდა ინფანტერიის გენერალის წოდება, 1-ლი ქვეითი კორპუსის მეთაურის თანამდებობაზე დანიშვნით.
  • 1827 წ. 2 ოქტ. დაჯილდოვდა წმ. ალექსანდრე ნეველის ორდენით; ასევე დაინიშნა ლიტვის კორპუსის მეთაურად.1827-1829 წ-ის განმავლობაში 6-ჯერ მიიღო მონარქის ქება.
  • 1830 წ. ხაზინიდან მიიღო 42000 რუბლი.
  • 1830 წ. მიიღო 2 მონარქის მადლობა და ქება და 1 ივლის დაჯილდოვდა წმ. ალექსანდრე ნეველის ორდენის ალმასის ნიშნით. პოლონეთის აჯანყების დროს იყო ერთ-ერთი მთავარ მოქმედ პირად საომარი მოქმედებების თეატრზე.

ბარონი როზენი კავკასიაში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 1831 წ. 13 სექტემბერს ბარონი როზენი დაინიშნა კავკასიის კორპუსის მეთაურად და საქართველოსა და სომხეთის, ასტრახანის გუბერნიისა და კავკასიის ოლქის სამოქალაქო ნაწილისა და სასაზღვრო საქმეების მთავარმართველად. 20 სექტემბერს მე-6 კორპუსის მეთაურობის ჩაბარების შემდეგ გაემგზავრა ტფილისში (თბილისი). ჩამოსვლისთანავე პირველსავე პერიოდში გამოვლენილი იქნა 1832 წლის ქართველ დიდგვაროვანთა შეთქმულება რუსეთის წინააღმდეგ; მისი ბრძანებით მოხდა დაჭერების მთელი სერია, დაჭერილ 120 ადამიანს შორის 4 მთავარი მონაწილე იქნა მხოლოდ გადასახლებული ციმბირში. თავის ადმინისტრაციულ მოღვაწეობაში როზენი იყო მშრომელი, როგორეცი ძალიან ცოტანი არიან. მთელ ღამეებს ქაღალდბის გადამოწმებას ანდომებდა, რომლებსაც მას ხელის მოსაწერად აძლევდნენ. თავის ჩინოვნიკებს იცნობდა ძალიან კარგად, წესრიგში მოიყვანა ძალიან ჩახლართული მიწის გადასახადები, რომელიც მოდიოდა ნატურით ერივანის ოლქის მუსულმანური ტიტულოვანი მამულებიდან. ეს დრო კავკასიაში საკმაოდ არეული იყო; კაზი-მულა მუდმივად ანხორციელებდა შამხალის სამფლობელოების დარბევებს, რამაც აიძულა ბარონი როზენი განეხორციელებინა ჩეჩნეთში და დაღესტანში ექსპედიცია;
  • 1832 წ. 22 ივნის საომარი მოქმედებების შედეგად დამარცხებულ იქნა ყაზი-მულა და გაძევებულ იქნა იქიდან. 11 ივლის დიდი რაზმის მეშვეობით რომელიც იყო შეკრებილი მთიელების წინააღმდეგ სამოქმედოდ, ბარონმა როზენმა გაიარა მთლიანად ჩეჩნეთი, რათა დაემორჩილებინა ისინი, და სექტემბრის ბოლოს (1832 წ.) ჩეჩნებმა განაცხადეს დამორჩილების შესახებ, გადაახდევინეს ჯარიმა და შეიტანეს გადასახადები, ხოლო კიზლიარის დარბევის მონაწილეებს დააკისრეს დიდი ჯარიმები, ქალაქის გაძარცვისათვის. კაზი-მულა განერიდა გიმრიში, ბარონ როზენის შიში და პრესტიჟი კავკასიაში იმ სიმაღლემდე ავიდა რომ დაღესტანლებმა უარი განაცხადეს კაზი-მულას მოწოდებაზე, რადგანაც ეშინოდათ ახალი თავდასხმისა ბარონი როზენის მხრიდან. ოქტომბრის დასაწყისში რუსების რაზმი თვით როზენის მეთაურობით მივიდა სოფელ კოისა-ბულინში, გიმრიში, სადაც აჯანყებულთა მთავარი ძალები იმყოფებოდა,— სოფელი, სადაც დაიბადნენ კაზი-მულა და შამილი, რომელიც შედგებოდა 800 საბრძოლო მასალების დიდი მარაგის მქონე კომლისაგან. 18 ოქტომბერს როზენი გენერალ ველიამინოვის ჩეჩენთა რაზმით მიიტანა თავდასხმა გიმრიზეб რთული და სისხლისმღვრელი შტურმის შემდეგ აიღო აული. მთიელები დამარცხდნენ, და კაზი-მულა თავისი 60 ერთგული მებრძოლით კოშკში ჩაიკეტა სადაც ყველანი დაიღუპა. ბარონ როზენს ზურგში უტევდნენ ასევე მთიელების მცირე რაზმები, მან გენერალი კლუგენაუ გააგზავნა სოფელ იგრანაიუში, სადაც იყო გამზატი კაზი-მულის გამოცხადებული მემკვიდრე. გიმრის ექსპედიციის შემდეგ 28 ოქტომბერს მან ფიცი დაადებინა რუსეთის ქვეშევრდომობაზე. მთიელების წინააღმდეგ წარმატებული ბრძოლისათვის ის დაჯილდოვდა ალმასით შემკობილი ოქროს ხმლით წარწერით "გაბედულობისათვის".
  • 1833 წ. 10 თებერვალს სპარსეთის შახმა გამოუგზავნა 1-ლი ხარისხის ლომისა და მზის ორდენი.
  • 1834 წ. აპრილში როზენმა მიიღო თურქეთის სულთანისაგან ბრილიანტის ხმალი, მეამბოხე კადი-კრიანის დაჭერისა და თურქეთის მთავრობისათვის მისი გადაცემისათვის.
  • 1834 წ. როზენმა გაანადგურა გამზატ-ბეგის რაზმები ჩრდ. დაღესტანში, ხოლო ავარიის სახანოში აღადგინა ადგილობრივი მართველობა. რისთვისაც მიიღო "ხელმწიფე იმპერატორის მთლიანი და სრული მადლიერება"; ასეთივე მადლიერება მიიღო 1835 წელსაც — კავკასიის კორპუსის ბრწყინვალე მდგომარეობაში ყოფნის გამო.
  • 1836 წ. აწარმოებდა მოლაპარაკებებს სპარსეთის მთავრობასთან რუსეთის ელჩობის შესახებ, რომელიც თეირანში იმყოფებოდა ასევე რუსი დეზერტირების გადმოცემის შესახებ; ასევე ითხოვდა მოკლული გრიბოედოვის დედასა და მეუღლესთვის ფულადი დახმარების გამოყოფის შესახებ; მისი დამსახურებით ასეთი დახმარება მიღებულ იქნა.
  • 1836 წ. როზენმა დაიწყო შამილის შესახებ მისთვის შემაშფოთებელი ამბების მიღება, რომელიც ავარებს დაესხა თავს. როზენის მდგორეობა ძალიან სერიოზული იყო; მას დარჩა ორი საშუალება: ან მშვიდობიანი მოლაპარაკებებით გადაებირებინა შამილი მშვიდობისაკენ, ან გადამწყვეტი დარტყმა მიეყენებინა მთიელებისათვის. ამ დროს, შამილმა თვითონ შესთავსა მშვიდობის პირობები, მაგრამ მისი პირობები არ ითვალისწინებდა როზენის გათვლებს, და ამიტომ მან შამილისაგან კატეგორიულად მოითხოვა მისი მორჩილება და ვაჟიშვილის თბილისში გადმოსახლება, სადაც რუსეთის მთავრობა იღებდა თავზე პასუხისმგებლობას მის განათლებაზე. მიუხედავად მისი მრავალწლიანი მოღვაწეობისა და გამოცდილებისა; ბარონი ხშირად უშვებდა დიდ შეცდომებს: ასე რომ, ვერ დააფასა პატიოსანი და მამაცი გენერალი კლეგანაუ, რომელმაც ბრწყინვალედ იცოდა მთიელების წესი და ცხოვრების ნირი, რომელსაც დიდი დაფასება ჰქონდა მთიელებში, და საწინააღმდეგოდ, დაუჯერა გენერალ ფრეზეს — ადამიანს ამბიციურს და ხშირად თავის ოფიციალურ დასკვნებში მატყუარას.
  • 1837 წ. შამილმა განაახლა თავდასხმები კახეთის სამფლობელოების საზღვრებზე, სადაც გადაწვა 3 სოფელი და 80 კაცი ტყვედ წაიყვანა. ამ გარემოებამ გადააწყვეტინა განეახლებინა საომარი მოქმედებები მთიელების წინააღმდეგ. თებერვლის ბოლოს მან ორი რაზმი დაძრა მთისკენ: ერთი გენერალი ფრიზეს მეთაურობით ანდიესა და აშილტესკენ, მეორე კი — გენერალი კლუგენაუს მეთაურობით - იქითკენ მხოლოდ დაღესტნის გავლით; ორივე რაზმი უნდა გაერთიანებულიყვნენ აშილტიშთან; ბოლოს და ბოლოს მათმა მოიპოვეს გამარჯვება. ასევე დაიწყო ჩეჩენი რაზმების მზადება, მთიან დაღესტანში, რადგან როზენი ფიქრობდა შამილი დაიკავებდა ხუნზახს და გახდებოდა რუსეთისათვის მეტად საშიში; ამასთან მისი მიზანი იყო: 1) გაენადგურებინა შამილი და მისი გავლენა 2) ხუანზახის დაკავება რუსი ჯარის მიერ მუდმივად. პირველის მისაღწევად ის მიიჩნევდა საჭიროდ აშილტის განადგურებას, როგორც შამილის დასაყრდენს და თავშესაფარს, ამისათვის ყველა საშუალება გენერალი კლუგენაუს განკარგულებაში იყო. მეორე მიზანი - ხუნზახის დაკავება კი ყველა საშუალების გამოყენებით გადაწყვიტა. იდეა მთიანი დაღესტანის დაკავშირება კახეთთან საქართველოსთან უმოკლესი გზით დაკავშირებისა ბარონ როზენს ეკუთვნის. ექსპედიციისათვის (გენერალი ფრეზეს მეთაურობით)განისაზღვრა 9 ქვეითი ბატალიონით და 250 კაზაკით; ასევე ითხოვდნენ მილიციას შამხალ ტარკოვსკისაგან, კაზი-ყუმის მუჰამედ-ხანისაგან და კადია აკუშინელისაგან; ექსპედიციისათვის სავარაუდოდ საჭირო იყო 15000 რუბლი, მაგრამ ამაში როზენი შეცდა — და ის გაიზარდა 100000 მდე.
  • 1837 წ. 30 აპრილიდან როზენი იყო სალაშქროდ სოხუმ-ყალესა და წებელდაში, 3 მაისს დაიკავა მთები აიუშთა და დაიმორჩილა წებელდა; აქ მან გაათავისუფლა 100 რუსი ტყვე. სოხუმ-ყალედან ამავე ჯარით, ფრეგატი "ანნა"-თი ჩავიდა ადლერში და აიღო ის და გამაგრდა ადლერში. სადაც 19 ივნისს დაიწყო "სული წმინდას" სიმაგრის აღმართვა. რის შემდეგაც წავიდა ყველა სიმაგრეების დასათვალიერებლად რაც კი იყო შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე. ამ დროს 10 ივნის აღებულ იქნა აშილტა, და შამილი იძულებული იქნა დანებებოდა რუსებს. როზენის დიდი დამსახურება იყო გზების დამუშავება. რომლითაც დაუკავშირა ხუნზახი და შურა ბელაქნის გავლით. გენერალი ფრეზეს არასწორი ინფორმაციაზე დაყრდნობით თითქოს შამილი დამორჩილდა რუსის იარაღს, ბარონმა როზენმა იმპერატორს შეატყბინა რომ შამილი და მთლიანად კავკასია დამორჩილებულია სრულად, რის შედეგად დაგეგმილ იქნა ხელმწიფის მოგზაურობა კავკასიაში. როზენმა მიიღო მითითება რომ 6 ოქტომბრისათვის შამილი და მისი თანამებრძოლნი მოეწვია ტფილისში, ხელმწიფის შეწკალების მისაღებად. ამასთან ფრეზემ, რომელმაც იცოდა რომ ეს ყველაფერი ტყუილი იყო უარი განაცხადა მოეწვია მას შამილის რითაც მეტად უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენა როზენი. ბარონმა არც იცოდა ვისთვის მიემართა და ბოლოს გენერალ კლუგენაუს მიმართა შამილთან ეწარმოებინა მოლაპარაკებები, დიდი მცდელობის მიუხედავად მას არაფერი გამოუვიდა: შამილმა ტფილისში ჩასვლაზე უარი განაცხადა სადაც ფრეზეს ტყუილი გამოჩნდა.
  • 1837 წლის ოქტომბრის დასაწყისში ბარონი როზენი შავი ზღვის პირას - რუდეთ-ყალეში (ყულევი)შეეგება იმპერატორს, იქიდან ის თან ახლდა იმპერატორს ახალციხისა და ერევნის გავლით ჩავიდნენ ტფილისში, სადაც ის ათვალიერებდა სამოქალაქო და სამხედრო ობიექტებს. ხელმწიფემ არაერთგზის გამოთქვა კმაყოფილება ბარონით და მიაქცია ყურადღება ჰოსპიტალების ბრწყინვალე მდგომარეობას. აქვე მას ელოდა დიდი უბედურება: ერევნის პოლკის მეთაური ფლიგელ-ადიუტანტი პოლკოვნიკი თავადი ალექსანდრე დადიანი, რომელიც როზენის სიძე იყო, იქნა დადანაშაულებული იქნა ბოროტად გამოყენებაზე, რაც მოახსენეს იმპერატორს. იმპერატორმა აღლუმის დროს 11 ოქტომბერს მწყობრის წინ გამოიძახა თავადი დადიანი, და ბარონი როზენის ყოფნისას მოხსნა აქსელბაბფთები და იქვე დააბნია როზენის ვაჟს — ბარონ ალექსანდრე როზენს.
  • 1837 წ. 30 ნოემბერს ბარონმა როზენმა მიმართა თხოვნით დაეთხოვათ კავკასიის კორპუსის მეთაურის თანამდებობიდან, და დაკმაყოფილებულ იქნა მისი თხოვნა და კიდევ მართავდა მხარეს ახალი მმართველის - ე. ა. გოლოვინის ჩამოსვლამდე .განთავისუფლებასთან ერთად ის დანიშნულ იქნა არა სახელმწიფო საბჭოში არამედ სენატის მოსკოვის დეპარტამენტში; რამაც ძალიან ცუდად იმოქმედა, და მან მიიღო დამბლა რის გამოც შემდეგ გარდაიცვალა 1841 წ. 6 აგვისტოს; დასაფლავებულია მოსკოვში, დანილის მონასტერში. ის დაქორწინებული იყო (1812 წ. 18 თებერვლიდან) ფრეილინ გრაფინია ზუბოვა ელიზავეტაზე, რ

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს ისტორია – XIX საუკუნე (რედაქტორები ვახტანგ გურული, ბონდო კუპატაძე), „არტანუჯი“, თბ., 2004, გვ. 14–15
  • "კავკასიის არქეოგრაფიული კომისიის აქტები", ტ. IX;
  • მსახურობის ფორმულარული სია; "რუსული სიძველე", ტტ. IV, VI, XV, ХХV, XXIX,
  • "საძიებო ენციკლოპედიური ლექსიკონი", ტ. IX; ნ. 2, სპბ. 1855, ფ. 130;
  • "კავკასიური კალენდარი" 1869 წ., ფ. 65—67 (პორტრეტით);
  • "მპერატორის საჯარო ბიბლიოთეკის ანგარიში" 1888 წ.;
  • რუსეთის იმპერ. ისტორიული მეზეუმის ანგარიში 1910 წ., ფ. 11;
  • სამხედრო-ენციკლოპედიური ლექსიკონი, 2 გამოც., ტ. ХI, ფ. 303—305;
  • მოსკოვის ნეკროპოლი, ტ. III, ფ. 29;
  • ბარონ ა.ე. როზენი, ბარონ ფონ-როზენის მოდგმის საგვარეულო ესსები, სპბ. 1876, ფ. 61;
  • ლ.-გვარდ. პრეობრაჟენსკის პოლკის ისტორია. ოფიცერთა სია, ფ. 187;
  • დიდი თავადი ნიკოლოზ მიხაილის ძე, რუსული პორტრეტები XVIII და XIX ფ., ტ. V, სპბ. 1909, № 85;
  • "რუსული არქივი" 1885 წ., წგ. II, ფ. 11;
  • ნ. ა. მურზანოვი, სენატორების სიები, სპბ. 1911, ფ. 41;
  • ბერჟე, "ბარონი რ. და მისი კავკასიის მართველობის დრო" (1874)


წინამორბედი:
ივანე პასკევიჩი
საქართველოს მმართველი
საქართველოს მთავარმართებელი

1831-1837
შემდეგი:
ევგენი გოლოვინი