აბულის ტბა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ აბული.
აბულის ტბა
კოორდინატები: 41°23′04″ ჩ. გ. 43°37′27″ ა. გ. / 41.3844889° ჩ. გ. 43.6244250° ა. გ. / 41.3844889; 43.6244250
მდებარეობა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეული ახალქალაქის მუნიციპალიტეტი
სიმაღლე ზღვის დონიდან 2176 
ფართობი 0,9 კმ²
საშუალო სიღრმე 0,9 
მაქსიმალური სიღრმე 1,4 
აუზის ფართობი 8,3 კმ²
აბულის ტბა — საქართველო
აბულის ტბა
აბულის ტბა — სამცხე-ჯავახეთის მხარე
აბულის ტბა

აბულის ტბა — ტბა საქართველოში, ახალქალაქის მუნიციპალიტეტში.[1] მდებარეობს პატარა აბულის დასავლეთ ფერდობზე, ზღვის დონიდან 2176 მ სიმაღლეზე. ზედაპირის ფართობი 0,9 კმ², აუზის ფართობი 8,3 კმ², საშუალო სიღრმე 0,9 მ, მაქსიმალური სიღრმე 1,4 მ.[2] ტბის ქვაბული წაგრძელებულია ჩრდილო-დასავლეთიდან სამხრეთ-აღმოსავლეთისაკენ. საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა გაზაფხულის ბოლოსაა, წყალმცირობა — ზაფხულის ბოლოს ან შემოდგომის დასაწყისში. მუდმივი შენაკადები არ აქვს, გაუმდინარეა, უმეტესი ნაწილი დაფარულია წყალმცენარეებით. ტბაში ტორფის საკმაოდ სქელი ფენაა. ზამთარში იყინება. ტბაში არ არის თევზი.[3]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. საქართველოს გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, გვ. 14, თბ., 2009.
  2. Апхазава И. С. Озера Грузии. Тбилиси: Мецниереба, 1975. 181 с.
  3. ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 38.