მრუდე ტბა
მრუდე ტბა | |
---|---|
კოორდინატები: 41°29′40″ ჩ. გ. 43°40′10″ ა. გ. / 41.49444° ჩ. გ. 43.66944° ა. გ. | |
მდებარეობა | ![]() |
ტერიტორიული ერთეული | ახალქალაქის მუნიციპალიტეტი |
სიმაღლე ზღვის დონიდან | 2545 მ |
ფართობი | 0,26 კმ² |
მოცულობა | 1,42 კმ³ |
საშუალო სიღრმე | 5,4 მ |
მაქსიმალური სიღრმე | 6,9 მ |
მრუდე ტბა — ტბა საქართველოში, ახალქალაქის მუნიციპალიტეტში.[1] მდებარეობს სამსრის ქედზე, ზღვის დონიდან 2545 მ სიმაღლეზე. სარკის ფართობი 0,26 კმ², მაქსიმალური სიღრმე 6,9 მ. წარმოადგენს ჯავახეთის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ტბას. წაგრძელებულია ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ. სამხრეთ-აღმოსავლეთით აჩენს 200 მ-მდე სიგრძის განიერ უბეს. ტბის აუზი სუსტადაა დანაწევრებული, რაც ხელს უშლის ზედაპირული ნაკადების წარმოშობას. ტბის სანაპირო უმეტესად ლოდებითაა მოფენილი. ნაპირები სუსტადაა დანაწევრებული. საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. მაღალი დონე აქვს მაის-ივნისში, დაბალი ზამთარში. გამდინარეა მიწისქვეშა გზით. ნოემბრიდან მაისამდე ტბა ყინულით იფარება. ტბის წყალი მუქი ლურჯი ფერისაა. წყალი სუსტად მინერალიზებული, სუფთა და სასმელად ვარგისია.[2]
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ საქართველოს გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 2009. — გვ. 118.
- ↑ საქართველოს სსრ გეოგრაფიული საზოგადოების შრომები. თბ., 1967. გვ. 142-144.