ბატეთის ტბა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ბატეთის ტბა
ბატეთის ტბა
ბატეთის ტბა
კოორდინატები: 41°53′46″ ჩ. გ. 43°46′06″ ა. გ. / 41.89611° ჩ. გ. 43.76833° ა. გ. / 41.89611; 43.76833
მდებარეობა საქართველოს დროშა საქართველო, ქარელის მუნიციპალიტეტი
სიმაღლე ზღვის დონიდან 1313 
ფართობი 0,02 კმ²
მოცულობა 0,14 კმ³
საშუალო სიღრმე
მაქსიმალური სიღრმე 12 
აუზის ფართობი 5 კმ²
ბატეთის ტბა — საქართველო
ბატეთის ტბა
ბატეთის ტბა — შიდა ქართლი
ბატეთის ტბა

ბატეთის ტბა — მეწყრული წარმოშობის ტბა საქართველოში, ქარელის მუნიციპალიტეტში, თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, ბატეთისწყლის ხეობაში (მდინარე ძამის აუზი). ზღვის დონიდან 1313 მ. ზედაპირის ფართობი 0,02 კმ², აუზის ფართობი 5 კმ², უდიდესი სიღრმე 12 მ.[1] მეწყერი რომელმაც ტბა წარმოშვა, სამხრეთიდანაა ჩამოწოლილი. ვრცელი ნაპირი არ გააჩნია. გარშემორტყმულია წიწვნარ-წიფლნარი ტყით შემოსილი ფერდობებით. წყალი გამჭვირვალეა და მტკნარი. ტბიდან გამოდის ნაკადული. ტბის სამხრეთ ნაპირი დაჭაობებულია. დეკემბრიდან მარტამდე ყინულითაა დაფარული. ტბაში ბინადრობს საქართველოს წითელ წიგნში შესული მცირეაზიური ტრიტონი. წითელი წიგნის მონაცემებით ტბაში კალმახიც გვხვდება.[2]

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. აფხაზავა ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, გვ. 228, თბ., 1977 წელი.
  2. ექსკურსია ბატეთის ტბაზე