შინაარსზე გადასვლა

ადუედააძიჟი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ადუედააძიჟი
კოორდინატები: 42°58′21″ ჩ. გ. 41°45′26″ ა. გ. / 42.97250° ჩ. გ. 41.75722° ა. გ. / 42.97250; 41.75722
მდებარეობა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეული ოჩამჩირის მუნიციპალიტეტი
სიმაღლე ზღვის დონიდან 2411 
ფართობი 0,32 კმ²
მოცულობა 0,00948 კმ³
საშუალო სიღრმე 29,6 
მაქსიმალური სიღრმე 64 
აუზის ფართობი 2,3 კმ²
გამომდინარე მდინარე ადუედა
ადუედააძიჟი — საქართველო
ადუედააძიჟი
ადუედააძიჟი — აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა
ადუედააძიჟი

ადუედააძიჟი[1][2], ადვიადა-ძიჟი[3], ადუედა აძიჟი[4]მყინვარული ცირკის ტიპის ტბა საქართველოში, ოჩამჩირის მუნიციპალიტეტში.[5] მდებარეობს კოდორის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 2411 მ-ზე. უჭირავს მყინვარული ცირკის ძირი. ზედაპირის ფართობი 0,32 კმ², წყალშემკრები აუზის ფართობი 2,3 კმ², საშუალო სიღრმე 29,6 მ, უდიდესი — 64 მ. წყლის მოცულობა უდრის 9,48 მლნ. მ³.[6] საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. გეგმაში ტბას ოვალური მოხაზულობა აქვს; გადაჭიმულია მერიდიანული მიმართულებით. ნაპირები დაუნაწევრებელია.[6] უმაღლესი დონე აქვს ზაფხულის პირველ ნახევარში, დაბალი — ზამთარში. ტბიდან გაედინება მდინარე ადუედა. წყლის ტემპერატურა ზაფხულში 16–18 °C, ზამთარში იყინება. წყალი მტკნარია.[6]

  1. საქართველოს გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 2009.  გვ. 15.
  2. ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997.  გვ. 57.
  3. საქართველოს სსრ გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 1987.  გვ. 14.
  4. ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975.  გვ. 102-103.
  5. ადუედააძიჟი | უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი
  6. 1 2 3 Апхазава И. С. Озера Грузии. Тбилиси: Мецниереба, 1975. 181 с.