პატარა გლდანის ტბა
იერსახე
| პატარა გლდანის ტბა | |
|---|---|
| კოორდინატები: 41°48′37″ ჩ. გ. 44°49′39″ ა. გ. / 41.81028° ჩ. გ. 44.82750° ა. გ. | |
| მდებარეობა | |
| ტერიტორიული ერთეული | თბილისი |
| სიმაღლე ზღვის დონიდან | 530 მ |
| სიგრძე | 0,3 კმ |
| სიგანე | 0,17 კმ |
| ფართობი | 0,05 კმ² |
| აუზის ფართობი | 0,31 კმ² |
პატარა გლდანის ტბა[1] — გაუდინარი ტბა აღმოსავლეთ საქართველოში, ქალაქ თბილისის ჩრდილოეთ ნაწილში. მდებარეობს თბილისის ქვაბულში, მდინარე მტკვრის მარცხენა მხარეს, დიდი გლდანის ტბიდან დასავლეთით, ზღვის დონიდან 530 მ სიმაღლეზე. ზედაპირის ფართობი 0,05 კმ², აუზის ფართობი 0,31 კმ². სიგრძე 300 მ, სიგანე 170 მ. მაღალი დონეა გაზაფხულზე, დაბალი — ზაფხულში. ნაპირები სუსტად არის შეჭრილ-შემოჭრილი. წყალი მლაშეა.[2]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი
- ↑ ენციკლოპედია „თბილისი“, გვ. 389, 2002 წელი