ლამაზი ტბა
ლამაზი ტბა | |
---|---|
კოორდინატები: 41°30′35″ ჩ. გ. 43°41′44″ ა. გ. / 41.5098944° ჩ. გ. 43.6957556° ა. გ. | |
მდებარეობა | ![]() |
ტერიტორიული ერთეული | ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი |
სიმაღლე ზღვის დონიდან | 2808 მ |
ფართობი | 0,11 კმ² |
საშუალო სიღრმე | 11,4 მ |
მაქსიმალური სიღრმე | 16,5 მ |
აუზის ფართობი | 1,48 კმ² |
ლამაზი ტბა — ტბა საქართველოში, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში.[1] მდებარეობს სამსრის ქედზე, ზღვის დონიდან 2808 მ სიმაღლეზე. მყინვარული წარმოშობისაა. წყლის სარკის ფართობი 0,11 კმ², აუზის ფართობი 1,48 კმ². მაქსიმალური სიღრმე 16,5 მ, მოცულობა 1,25 მლნ. მ³.[2] საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. მაღალი დონე აქვს ზაფხულში, დაბალი — ზამთარში. ქვაბული ციცაბო ფერდობებით ხასიათდება. ტბის ნაპირები სუსტადაა დანაწევრებული. წყალი სუსტად მინერალიზებულია, სუფთა და გამჭვირვალეა. ახასიათებს დონეების მცირე სეზონური რყევა.[3]
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ საქართველოს გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 2009. — გვ. 99.
- ↑ Апхазава И. С. Озера Грузии. Тбилиси: Мецниереба, 1975. 181 с.
- ↑ საქართველოს სსრ გეოგრაფიული საზოგადოების შრომები. თბილისი, 1967. გვ. 145-146