შინაარსზე გადასვლა

პაპანწყვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პაპანწყვილი
კოორდინატები: 42°24′22″ ჩ. გ. 41°49′15″ ა. გ. / 42.40611° ჩ. გ. 41.82083° ა. გ. / 42.40611; 41.82083
მდებარეობა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეული ხობის მუნიციპალიტეტი (სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე)
ფართობი 0,0062 კმ²
მოცულობა 0,0000264 კმ³
საშუალო სიღრმე 4,2 
მაქსიმალური სიღრმე
პაპანწყვილი — საქართველო
პაპანწყვილი
პაპანწყვილი — სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე
პაპანწყვილი

პაპანწყვილი — კარსტული ტბა საქართველოში, ხობის მუნიციპალიტეტში.[1] მდებარეობს ურთის სერის სამხრეთ-დასავლეთ კალთაზე, სოფელ ხეთის ტერიტორიაზე.[2] სარკის ფართობი 0,0062 კმ², საშუალო სიღრმე 4,2 მ, მაქსიმალური სიღრმე 7 მ, წყლის მოცულობა 26400 მ³. საზრდოობს წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. გამდინარეა. წყალი მომწვანოა და გამჭვირვალე. ზაფხულობით ტბაში წარმოიქმნება პირდაპირი ტემპერატურის სტრატიფიკაცია.[3] ეკვრის წიწვოვანი ხეები და ფიჭვნარი.

ტბის სახელწოდება უკავშირდება ლეგენდას, რომლის თანახმად, მრევლი მღვდელს ეხმარებოდა მოსავლის აღებაში, იგი მათ გამასპინძლებია ძაღლის ხორცით. მის ცოლს ჭამის წინ ფანდურზე დაუმღერია მეგრულად: „ხორცი თეში ვაჭკომათი, დუდ დო ბორკი ვაძირათ“, ესე იგი ხორცი ისე არ ჭამოთ, რომ თავ-ფეხი არ ნახოთო. მუშების წასვლის შემდეგ სახლი ამ ცოდვის გამო მღვდლიანად ჩაძირულა და იმ ადგილზე გაჩენილა ტბა.[2] ამდენად „პაპანწყვილი“ მეგრულად „ჩაძირულ მამაოს“ ნიშნავს.[4]