ხახიეთის ტბა
ხახიეთის ტბა | |
---|---|
კოორდინატები: 42°24′02″ ჩ. გ. 43°36′00″ ა. გ. / 42.400750° ჩ. გ. 43.600000° ა. გ. | |
მდებარეობა | ![]() |
ტერიტორიული ერთეული | საჩხერის მუნიციპალიტეტი (იმერეთის მხარე) |
სიგრძე | 0,3 კმ |
სიგანე | 0,08 კმ |
მაქსიმალური სიღრმე | 15 მ |
ხახიეთის ტბა — 1991 წლის მიწისძვრის შედეგად წარმოქმნილი კლდეზვავური ტბა საქართველოში, საჩხერის მუნიციპალიტეტში, მდინარე ხახიეთისწყლის ხეობაში.
რაჭის მიწისძვრის შედეგად ჩამოიშალა კლდე, რომელმაც გადაკეტა მდინარე ხახიეთისწყლის ვიწრო ხეობა და წარმოიქმნა ტბა, რომელიც მდინარე ხახიეთისწყლის გაყოლებით სამხრეთიდან ჩრდილოეთისაკენ გადაჭიმულია დაახლოებით 300 მეტრზე, სიგანე 80 მეტრი, ხოლო მაქსიმალური სიღრმე 15 მეტრი.
მიწისძვრის შედეგად ჩამოშლილი მასალის ქვეშ მოჰყვა 20-კომლიანი სოფელი 45 მცხოვრებით. მდინარის დონე ჩამოშლილი მასალის ხარჯზე აიწია 20 მეტრით მაღლა.
ტბა 1991 წელს ცხეპარის მთიდან უზარმაზარი მასის ჩამოწყვეტის შედეგად მდინარე ხახიეთისწყლის ხეობის გადაკეტვის დროს წარმოიქმნა. ხახიეთის ტბის ფართობი მდინარე ხახიეთისწყლის წყალდიდობის შედეგად ნელ-ნელა მცირდება მდინარის მიერ ჩამოტანილი უზარმაზარი ნაშალი მასალის გამო. ტბის მიმდებარე ფერდობებზე მცენარეული საფარი, ძირითადად, მიწისძვრის შემდგომ პერიოდში განვითარდა. მცენარეულობიდან გვხვდება მურყანი, ტირიფი, თხილი, ბუჩქოვანი მცენარეები. ტბაში ბინადრობენ ამფიბიები, ქვეწარმავლები, თევზებიდან კალმახი, მურწა.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- დვალაშვილი გ., ჯაფოშვილი მ., თაბაგარი ს., ჩიტიშვილი მ., დალაქიშვილი დ., ჩიქოვანი თ., საჩხერის მუნიციპალიტეტი (ტურისტული ობიექტების გეოგრაფიული კვლევა), თბ., 2018, გვ., 11–12