ტანიეს ტბა
იერსახე
| ტანიეს ტბა | |
|---|---|
| კოორდინატები: 42°38′14″ ჩ. გ. 45°00′12″ ა. გ. / 42.63722° ჩ. გ. 45.00333° ა. გ. | |
| მდებარეობა | |
| ტერიტორიული ერთეული | დუშეთის მუნიციპალიტეტი (მცხეთა-მთიანეთის მხარე) |
| სიმაღლე ზღვის დონიდან | 2232 მ |
| ფართობი | 0,033 კმ² |
| მოცულობა | 0,000123 კმ³ |
| მაქსიმალური სიღრმე | 7,6 მ |
ტანიეს ტბა[1][2] — მყინვარული ცირკის ტიპის ტბა საქართველოში, დუშეთის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს თუშეთ-ხევსურეთის კავკასიონის მთავარი ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 2232 მ სიმაღლეზე. სარკის ფართობი 0,033 კმ², მაქსიმალური სიღრმე 7,6 მ, წყლის მოცულობა 123 ათ. მ³. საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. გამდინარეა. წყლის დონე დაბალია ზამთარში, მაღალია — გაზაფხულ-ზაფხულში. წყალი მტკნარია. თევზი არ იცის.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- აფხაზავა ი.,, ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 654-655.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ საქართველოს გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 2009. — გვ. 161.
- ↑ საქართველოს სსრ გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 1987. — გვ. 97.