ჯაპანის ტბა
იერსახე
| ჯაპანის ტბა | |
|---|---|
| კოორდინატები: 42°05′56″ ჩ. გ. 42°12′26″ ა. გ. / 42.099000° ჩ. გ. 42.207361° ა. გ. | |
| მდებარეობა | |
| ტერიტორიული ერთეული | ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი |
| სიმაღლე ზღვის დონიდან | 13,6 მ |
| ფართობი | 1,17 კმ² |
| მოცულობა | 0,0043 კმ³ |
| საშუალო სიღრმე | 3,7 მ |
| აუზის ფართობი | 5,2 კმ² |
ჯაპანის ტბა — ნამდინარევი ტბა დასავლეთ საქართველოში, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს ოდიშ-გურიის დაბლობზე, ზღვის დონიდან 13,6 მ სიმაღლეზე. ზედაპირის ფართობი 1,17 კმ², წყალშემკრები აუზის ფართობი 5,2 კმ². საშუალო სიღრმე 3,7 მ. წყლის მოცულობა 4,3 მლნ. მ³. საზრდოობს წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. გაუდინარია, მტკნარი. ჯაპანის ტბა დღეისათვის ტბორად არის გადაკეთებული. იყენებენ თევზის მოსაშენებლად.[1] ზამთარში ამ ტბაზე გადამფრენი ფრინველები ბინადრობენ, ასობით გარეული იხვი და სხვა ტიპის ფრინველები.[2]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ აფხაზავა ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 541.
- ↑ ჯაპანის ტბა | Georgian Travel Guide