ტბიყელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
ტბიყელი
Untitled Panorama4.jpg
კოორდინატები: 41°46′16″ ჩ. გ. 42°05′28″ ა. გ. / 41.77111° ჩ. გ. 42.09111° ა. გ. / 41.77111; 42.09111
მდებარეობა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეული ქობულეთის მუნიციპალიტეტი
სიმაღლე ზღვის დონიდან 2218 
მაქსიმალური სიღრმე 20 
ტბიყელი — საქართველო
ტბიყელი
ტბიყელი — აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა
ტბიყელი

ტბიყელი — მაღალმთიანი ტბა საქართველოში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქობულეთის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს ზღვის დონიდან 2218 მ სიმაღლეზე. აქვს მოგრძო, ოვალური ფორმა. მაქსიმალური სიღრმე 20 მ აღწევს. საზრდოობს ატმოსფერული ნალექებით, თოვლის ნადნობითა და გრუნტის წყლებით. ტბის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე მიწისქვეშა არხის გავლით ტბიდან გამოედინება 4 წყარო და მათგან იქმნება პატარა მდინარე.[1] ზამთარში იფარება თოვლით და ყინულით, ტბაში ბინადრობს ჩვეულებრივი ტრიტონი, რომელიც წითელ ნუსხაშია შეტანილი.[2] არის ტურისტული ბილიკი.[3] ტბა მოქცეულია კინტრიშის სახელმწიფო ნაკრძალის ტერიტორიაზე.[4]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]