ლევანის ტბა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლევანის ტბა
კოორდინატები: 41°29′41″ ჩ. გ. 43°40′13″ ა. გ. / 41.494778° ჩ. გ. 43.670306° ა. გ. / 41.494778; 43.670306
მდებარეობა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეული ახალქალაქის მუნიციპალიტეტი (სამცხე-ჯავახეთის მხარე)
სიმაღლე ზღვის დონიდან 2815 
ფართობი 0,06 კმ²
მოცულობა 0,00012 კმ³
საშუალო სიღრმე
მაქსიმალური სიღრმე 2,8 
აუზის ფართობი 1,38 კმ²
ლევანის ტბა — საქართველო
ლევანის ტბა
ლევანის ტბა — სამცხე-ჯავახეთის მხარე
ლევანის ტბა

ლევანის ტბა — მყინვარული ტბა საქართველოში, ახალქალაქის მუნიციპალიტეტში.[1] მდებარეობს სამსრის ქედზე, მთა გოდორების სამხრეთ-დასავლეთ კალთაზე, ღრმა ტროგულ ხეობაში, ზღვის დონიდან 2815 მ სიმაღლეზე. ზედაპირის ფართობი 0,06 კმ², აუზის ფართობი 1,38 კმ², მაქსიმალური სიღრმე 2,8 მ. წყლის მოცულობა 0,12 მლნ. მ³.[2] სიღრმეები ნაპირთან სწრაფად მატულობს, ხოლო შემდეგ თანდათან იზრდება და სამხრეთ ნახევარში მაქსიმუმს აღწევს. ტბაში სიღრმეები თითქმის თანაბრადაა გადანაწილებული. აღსანიშნავია ტბის ქვაბულის ფერდობების სიციცაბე. საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. მაღალი დონე აქვს ზაფხულზე, დაბალი — ზამთარში. წყალი სუსტადაა მინერალიზებული. ტბის სუფთა და გამჭვირვალე წყალი მოლურჯო-ცისფერია. ცოცხალი ორგანიზმებით ღარიბია.[3]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. საქართველოს გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 2009. — გვ. 102.
  2. Апхазава И. С. Озера Грузии. Тбилиси: Мецниереба, 1975. 181 с.
  3. საქართველოს სსრ გეოგრაფიული საზოგადოების შრომები. თბ., 1967. გვ. 141-142.