შდავლერის ქედი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
შდავლერის ქედის ხედი აღმოსავლეთიდან. მარჯვნივ ჩანს უმაღლესი მწვერვალი შდავლერი.

შდავლერის ქედი — ქედი საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში, მესტიის მუნიციპალიტეტში. შდავლერის ქედი სვანეთის კავკასიონის მთავარი ქედის სამხრეთი განშტოებაა. წარმოადგენს მდინარე ენგურის მარჯვენა შენაკადების — ნაკრისა და ნენსკრის წყალგამყოფს. სიგრძე დაახლოებით 40 კმ. უმაღლესი მწვერვალია შდავლერი (3995 მ). აგებულია პალეოზოური გრანიტებით, ქვედაპალეოზოური მეტამორფული ფიქლებით, იურული გრანიტოიდებით, ტუფებით, ქვიშაქვებითა და ფიქლებით. დამახასიათებელია ნივალური, სუბნივალური, ალპური და სუბალპური ლანდშაფტი, ქვემოთ წიფლნარი და მუქწიწვოვანი ტყეებია.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]