ლაბოდის მყინვარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ლაბოდა (მყინვარი))
Jump to navigation Jump to search
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ლაბოდა.
ლაბოდის მყინვარი
კოორდინატები: 42°52′39″ ჩ. გ. 43°28′15″ ა. გ. / 42.87750° ჩ. გ. 43.47083° ა. გ. / 42.87750; 43.47083
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეული ონის მუნიციპალიტეტი
ფართობი 2,0 კმ²
სიგრძე 2,7 კმ
ტიპი ხეობური
ლაბოდის მყინვარი — საქართველო
ლაბოდის მყინვარი
ლაბოდის მყინვარი — რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე
ლაბოდის მყინვარი

ლაბოდის მყინვარი — ხეობის ტიპის მყინვარი საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში, ონის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს რაჭის კავკასიონის სამხრეთ კალთაზე, მდინარე რიონის მარცხენა შენაკადის — ზოფხიტურის სათავეში. ლაბოდის მყინვარის სიგრძეა 2,7 კმ, ფართობი 2,0 კმ².

მყინვარის ექსპოზიცია სამხრეთ-დასავლეთისაა. ნაწილი დაფარულია მორენებით. მყინვარის მაქსიმალური სიმაღლე ზღვის დონიდან 4000 მ. ფირნის ხაზისა 3220 მ, მყინვარის ენა ეშვება 2420 მ-ზე. მისასვლელი გზა სოფელ ღებიდან.

მყინვარები ლაბოდა და ზოფხიტო 1955 წლამდე შეერთებული იყო და ერთი ენით მთავრდებოდა, ამიტომაცაა, რომ მყინვარი ლაბოდა ადრეულ მკვლევართა ნაშრომებში ცალკე არ არის განხილული. 1958 წლის აეროფოტოსურათებზე ისინი უკვე დამოუკიდებელ მყინვარებს წარმოადგენდნენ. მყინვარების ენები დღეს ერთმანეთისაგან დაახლოებით 1100 მეტრით არის დაცილებული. მათ შორის მდებარე არე კი მძლავრი ფლუვიოგლაციალური ნაფენებით არის ამოვსებული.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ტიელიძე, ლევან, საქართველოს მყინვარები. გამომცემლობა „კოლორი“, თბ., 2014;