ივანე იანტბელიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ იანტბელიძე.
ივანე იანტბელიძე
დაბადების თარიღი 14 იანვარი, 1954 (1954-01-14) (70 წლის)
სამტრედია
საქმიანობა მსახიობი
მეუღლე(ები) ფიქრია ყუშიტაშვილი
ჯილდოები პრიზი მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისათვის, 2006

ივანე (ვანო) იანტბელიძე (დ. 14 იანვარი, 1954, სამტრედია) — ქართველი მსახიობი, თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობი და სამხატვრო ხელმძღვანელი, საქართველოს სსრ-ის დამსახურებული არტისტი (1986).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ივანე იანტბელიძე დაიბადა 1954 წლის 14 იანვარს ქალაქ სამტრედიაში. 1971 წელს დაამთავრა საშუალო სკოლა, 1975 წელს კი — შოთა რუსთაველის სახელობის საქართველოს სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი. 1975 წლიდან თელავის სახელმწიფო თეატრის მსახიობია, 2001 წლიდან კი — ამავე თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი.

მიღებული აქვს საქართველოს სახელმწიფო პრემია, ასევე საქართველოს თეატრის მოღვაწეთა კავშირის ყოველწლიური პრემია სეზონში შესრულებული საუკეთესო სახისათვის „ალალე“ (1987) და „ჰენრიხ მეოთხე“ (1993), პრიზი მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისათვის ფილმში „ორი ხევსური“ (2006).

ფილმოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნათამაშები როლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თელავის თეატრი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯილდოები, პრემიები და პრიზები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]