აბუ ლ-ფაზლი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
აბუ ლ-ფაზლი „აქბარნამაეს“ აჩვენებს აქბარს.
აბუ ლ-ფაზლი (დ. 1551 — გ. 1602) – ინდოელი მემატიანე და ფილოსოფოსი. აქბარის ვეზირი და მეგობარი. განაგებდა ფადიშაჰის მიმოწერას საზღვარგარეთის ქვეყნებთან. სპარსულად დაწერა აქბარის მმართველობის ქრონიკა „აქბარის წიგნი“ („აქბარნამე“), რომლის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია „აქბარის კანონები“ („აინ-ი აქბარი“, ტ. 1-2, კალკუტა, 1867-1877). წიგნი შეიცავს მოგოლთა სახელმწიფოს ოლქების აღწერას, საგადასახადო უწყებებს, დადგენილებებსა და ავტობიოგრაფიას. შემორჩენილია აგრეთვე აბუ ლ-ფაზლის დიპლომატიური ეპისტოლეთა კრებული „აბუ ლ-ფაზლის თხზულება“ („ინშა-ი აბუ ლ-ფაზლ“). აბუ ლ-ფაზლი მოაკვლევინა აქბარის შვილმა ჯაჰანგირმა.
ლიტერატურა [რედაქტირება]
- ქსე, ტ. 1, გვ. 46, თბ., 1975