5 იანვარი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| << | იანვარი | >> | ||||
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | |
| 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 |
| 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 |
| 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 |
| 28 | 29 | 30 | 31 | |||
| 2013 | ||||||
5 იანვარი არის გრიგორიანული კალენდრის მე-5 დღე. წლის ბოლომდე დარჩენილია 360 დღე (ნაკიან წელში - 361).
სექციების სია |
დღის მოვლენები [რედაქტირება]
- 1463 : პოეტი ფრანსუა ვიიონი პარიზიდან განდევნეს.
- 1477 : ბურგუნდიის ომები: შარლ მამაცი, ბურგუნდიის გრაფი, მოკლეს ნანსის ბრძოლაში, რაც ბურგუნდიის საფრანგეთსა და ჰაბსბურგის სამეფოს შორის დაშლის საბაბი გახდა.
- 1500 : ლუდოვიკო სფორცამ მილანი აიღო.
- 1527 : ანაბაპტისტების სექტის ლიდერი ციურიხში ფელიქს მანცი სიკვდილით დასაჯეს დახრჩობით.
- 1527 : ეინდჰოვენი, ნიდერლანდი, ხანძარმა მოიცვა.
- 1675 : ტურკჰაიმის ბრძოლა: ფრანგულმა არმიამ დაარტყა ბრანდენბურგს.
- 1781 : ამერიკის რევოლუციური ომი: ბრიტანეთის საზღვაო ძალებმა, ბენედიქტ არლონდის მეთაურობით გადაწვა რიჩმონდი, ვირჯინია.
- 1875 : პარიზში გაიხსნა საოპერო თეატრი - ”გრანდ ოპერა”.
- 1895 : დრეიფუსის საქმე - ფრანგ ოფიცერს ალფრედ დრეიფუსს რანგი ჩამოართვეს და ეშმაკის კუნძულზე გადაასახლეს.
- 1896 : ავსტრიული გაზეთის ცნობით ვილჰელმ რენტგენმა რადიაციის სახეობა აღმოაჩინა, რომელსაც მოგვიანებით რენტგენის სხივები დაარქვეს.
- 1913 : ბალკანეთის პირველი ომი: ლემნოსის ბრძოლისას, ბერძენმა ადმირალმა პავლოს კონტორიოტისმა აიძულა თურქული ფლოტი უკან დაეხია დარდანელის სრუტემდე.
- 1933 : გოლდენ გეიტ ბრიჯის მშენებლობა დაიწყო სან-ფრანცისკოს უბეში.
- 1968 : პრაღის გაზაფხული - ალექსანდრე დუბჩეკი მოდის ხელისუფლებაში ჩეხოსლოვაკიაში, იწყებს რა პოლიტიკურ რეფორმას სახელით "სოციალიზმი ჰუმანური სახით", რასაც შედეგად პოლიტიკური ლიბერალიზაცია მოჰყვა.
- 1976 : კამბოჯას ხმერ რუჟი დემოკრატიულ კამპუჩიას არქმევს.
- 1993 : ვაშინგტონის შტატში პირველი ლეგალური ჩამოხრჩობით სიკვდილის დასჯა ჩატარდა 1965 წლის შემდეგ.
- 1997 : რუსეთის ჯარები ჩეჩნეთიდან უკან იხევენ.
- 2005 : მზის სისტემის უდიდესი ჯუჯა პლანეტა "ერისი" აღმოაჩინეს.
- 2007 : ტაივანის სწრაფი რკინიგზა გახსნეს ტაიპეისა და კაოსიუნს შორის.
ამ დღეს დაბადებულნი [რედაქტირება]
- 1209 : რიჩარდ I - საღვთო რომის იმპერატორი
- 1592 : შაჰ ჯაჰანი - ინდეთის იმპერატორი
- 1842 : ენგლერი, კარლ - გერმანელი ქიმიკოსი (გ.1925)
- 1846 : ეუკენი, რუდოლფ კრისტოფ - გერმანელი მწერალი
- 1863 : ბალანჩივაძე, მელიტონ - ქართველი კომპოზიტორი (გ.1937)
- 1874 : ერლანგერი, ჯოზეფ - ამერიკელი ფსიქოლოგი
- 1876 : ადენაუერი, კონრად - გერმანიის სახელმწიფო მოღვაწე (გ.1967)
- 1921 : ჟანი (ლუქსემბურგი) - ლუქსემბურგის სახელმწიფოს მეთაური 1964-2000 წლებში
- 1921 : დიურენმატი, ფრიდრიხ - შვეიცარიელი მწერალი.
- 1932 : ეკო, უმბერტო - იტალიელი მწერალი.
- 1938 : ხუან კარლოს I - ესპანეთის მეფე
- 1968 : ბარამიძე, გიორგი - ქართველი პოლიტიკური და სახელმწიფო მოღვაწე
- 1980 : დაისლერი, ზებასტიან - გერმანელი ფეხბურთელი
ამ დღეს გარდაცვლილნი [რედაქტირება]
- 842 : ალ-მუთასიმი - აბასიდი ხალიფი
- 1589 : მედიჩი, ეკატერინე - საფრანგეთის დედოფალი
- 1655 : ინოკენტი X - რომის პაპი
- 1762 : ელისაბედი - რუსეთის იმპერატორი
- 1933 : კულიჯი, კალვინ - აშშ-ს პრეზიდენტი.
- 1970 : ბორნი, მაქს - გერმანელი ფიზიკოსი
- 2013 : აჯიაშვილი, ჯემალ – ქართველი ებრაელი მწერალი, პოეტი, მთარგმნელი
დღესასწაულები [რედაქტირება]
- მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:
-
- ათი კრეტელი მოწამე: თეოდულე, სატორნინე, ევპორო, გელასი, ევნიკიანე, ზოტიკე, პომპიოსი, აღათოპუსე, ბასილიდე და ევარესტი
- ნიფონტი კვიპრელი
- პავლე ნეოკესარიელი
იხილეთ აგრეთვე [რედაქტირება]
სხვა თვეები:
| იანვარი • თებერვალი • მარტი • აპრილი • მაისი • ივნისი • ივლისი • აგვისტო • სექტემბერი • ოქტომბერი • ნოემბერი • დეკემბერი |