ოთარ ბაკურაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ოთარ მიხეილის ძე ბაკურაძე (დ. 14 იანვარი, 1926, თელავი — გ. 22 აგვისტო, 1986, თბილისი) — ქართველი ფილოსოფოსი. ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი (1965), პროფესორი (1968), საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1982).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1949 წელს დაამთავრა თსუ ფილოსოფიის ფაკულტეტი. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტის მეცნიერ თანამშრომელი და განყოფილების გამგე (1949–1970), ბათუმის პედაგოგიური ინსტიტუტის რექტორი (1970–1978), ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტის რექტორი (1978–1986), თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორიის ფილოსოფიის კათედრის გამგე (1986). მოღვაწეობის ძირითადი სფეროები — დიალექტიკური მატერიალიზმი, ისტორიული მატერიალიზმი, ფილოსოფიის ისტორია და ეთიკა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]