ფრანკლინ დელანო რუზველტი

ვიკიპედიიდან

(გადამისამართდა გვერდიდან ფრანკლინ რუზველტი)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ფრანკლინ დელანო რუზველტი
Franklin Delano Roosevelt
ფრანკლინ დელანო რუზველტიFranklin Delano Roosevelt
აშშ-ის 32-ე პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
4 მარტი, 1933 – 12 აპრილი, 1945
ვიცე-პრეზიდენტი   ჯონ გარნერი (1933–1941),
ჰენრი უოლესი (1941–1945),
ჰარი ტრუმენი (1945)
წინამორბედი ჰერბერტ ჰუვერი
მემკვიდრე ჰარი ტრუმენი

ნიუ-იორკის 48-ე გუბერნატორი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
1 იანვარი, 1929 – 31 დეკემბერი, 1932
წინამორბედი ალფრედ სმითი
მემკვიდრე ჰერბერტ ლემანი

დაბადებული 30 იანვარი, 1882
ჰაიდ პარკი, ნიუ-იორკი
გარდაცვლილი 12 აპრილი, 1945
უორმ სპრინგსი, ჯორჯია
პოლიტიკური პარტია დემოკრატიული პარტია
მეუღლე ელეანორა რუზველტი
პროფესია იურისტი
ხელმოწერა
ფრანკლინ რუზველტი იალტის კონფერენციაზე
ფრანკლინ რუზველტი იალტის კონფერენციაზე

ფრანკლინ დელანო რუზველტი (Franklin Delano Roosevelt; დ. 30 იანვარი, 1882 - გ. 12 აპრილი, 1945) — აშშ-ის 32-ე პრეზიდენტი დემოკრატიული პარტიიდან. ოთხჯერ იქნა არჩეული, მსახურობდა 1933-45 წლებში და ერთადერთი აშშ-ის პრეზიდენტია, რომელიც ორ ვადაზე მეტჯერ იმყოფებოდა ამ პოსტზე. მე-20 საუკუნის ცენტრალური ფიგურა, მას ხშირად აშშ-ის სამ უდიდეს პრეზიდენტთა რიგში მოიხსენიებენ.

დიდი დეპრესიის პერიოდში 1930-იან წლებში, რუზველტმა ჩამოაყალიბა ახალი გარიგება, რომლის მიზანი უმუშევართა დასაქმება, ეკონომიკის აღდგენა და ეკონომიკური სისტემის რეფორმა იყო. მისი ყველაზე განქთმული მემკვიდრეობა სოციალური უსაფრთხოების სისტემა და უოლ სტრიტის რეგულაციაა. აქტიური ფედერალური მთავრობის მისეულმა აგრესიულმა გამოყენებამ ენერგია შეჰმატა დემოკტრატიულ პარტიას. რუსევლტის მიერ შექმნილი ახალი გარიგების კოალიცია პოლიტიკაში დომინირებდა 1960-იან წლებამდე. ის და მისი მეუღლე ელეანორა რუზველტი თანამედროვე ამერიკული ლიბერალიზმის ქვაკუთხედად მოიაზრებიან.

პირადი ხელსაწყოები