პომერანია

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Pomeraniamap-geo.png

პომერანიაპრუსიის ყოფილი პროვინცია 1945 წლამდე. ვესტფალიის ზავით 1648 წელს უკანა პომერანია ბრანდენბურგს გადაეცა, წინა პომერანია კი შვედეთის პომერანია გახდა. შვედეთ-პოლონეთის ომისა (1655-1660) და შვედეთ-ბრანდენბურგის ომის (1674-1679) დროს ტერიტორია მტრის ჯარებმა დაიკავა. 1678 წელს ბრანდენბურგის კურფიუსტრმა ფრიდრიჰ ვილჰელმ I-მა შვედეთის პომერანიის ხელში ჩაგდება მოახერხა. საფრანგეთის გავლენით, 1679 წლის სენ-ჟერმენის სამშვიდობო შეთანხმების მიხედვით, მას მთელი დაპყრობილი ტერიტორიების დათმობა მოუხდა. დიდი ჩრდილოეთის ომის დასრულების შემდეგ (1700-1721) წინა პომერანია მდინარე პენეს სამხრეთით პრუსიის სამეფოს გადაეცა, ნაპოლეონის ომების დროს კი საფრანგეთმა შვედეთის პომერანიაც დაიპყრო. ნაპოლეონის დამარცხების შემდეგ 1815 წელს წინა პომერანიის ნაწილი კუნძულ რიუგენთან ერთად გადაეცა პრუსიას.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: